ტრენდული

(+18) – გუდაურში, სამაშველო ვერტმფრენის ჩამოვარდნის კადრები
ახალი ამბები

“ვერტმფრენის კატასტროფა და რვა ადამიანის დაღუპვა უიოლესად გადააგორეს” – ვინ არის პასუხისმგებელი? – ბექა კობახიძე

ავტორი - ალია
13:41 08-08-2022
0

ასოცირებული პროფესორი, ბექა კობახიძე:   სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის კატასტროფა და რვა გამორჩეული ადამიანის დაღუპვა უიოლესად გადააგორეს შემთხვევაზე პასუხისმგებელმა ადამიანებმა, რომლებიც...

„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა

„ამერიკის სპეცსამსახურებს ბევრი მომაკვდინებელი კომპრომატი აქვთ ივანიშვილზე, მისი ოჯახის წევრებზე და ბიძინა ვერაფრის გამოქვეყნებას ვერ გაბედავსო“

13:32 08-08-2022
„სუს-ში არსებობს ერთი მნიშვნელოვანი ჩანაწერი და ყველას ეშინია, ის არ ჰქონდეს გოგაშვილს და არ გამოაქვეყნოს“

„სუს-ში არსებობს ერთი მნიშვნელოვანი ჩანაწერი და ყველას ეშინია, ის არ ჰქონდეს გოგაშვილს და არ გამოაქვეყნოს“

22:31 08-07-2022
(ვიდეო) – “რას გამოაგდებენ მელაძე, გვარამია, გახარია და ხოჯევანიშვილი, ვნახოთ” – კობახიძე

,,კობახიძე რუსეთს საფუძველს უმზადებს, რომ სამხედრო ძალით შემოიჭრას და მთელი ქვეყნის ოკუპაცია მოახდინოს” – გიორგი გუგავა

11:12 08-07-2022
“არა აქვს მნიშვნელობა სიმართლის თქმის გამო, ბევრი რომ აგინებს, ბევრმა რომ გაყიდა… დაბადების დღეს გილოცავ, კნიაზ…” – გუჯა ბიძია

“ტვინგაქოცებულები რომ წერენ, მიშამ ჩააბარა ტერიტორიებიო… ხვდებით ახლა, ვინაა სამშობლოს მოღალატე?” – რას წერდა ცოტნე გამსახურდია

17:33 08-05-2022
  • რეკლამა
  • კონტაქტი
23:48, ორშაბათი, 8 აგვისტო, 2022
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ეს უნდა წაიკითხოთ, სულ სხვა ცოტნეს ნახავთ აქ” – ცოტნე გამსახურდიას მეგობარი

ალია ავტორი - ალია
18:52 01-21-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
2

„ეს უნდა წაიკითხოთ, სულ სხვა ცოტნეს ნახავთ აქ. მისი ფიქრებია აქ და მართლაც უსამართლობაა, რომ ასეთი სულის ადამიანი ახლა ჩუმადაა.
მჯერა, სულ მალე ფეხზეც დადგება, სიტყვასაც იტყვის, საქმესაც მიადევნებს. სიკეთის კეთება მაგან რომ იცის, ისე უნდა. წაიკითხეთ.” – ასეთი კომენტარით გამოაქვეყნა მეგობარმა სოციალურ ქსელში ცოტნე გამსახურდიას ჩანაწერი:
…
“ავედი ამ შუაღამით მთაწმინდაზე, ჩემი ვაჟა-ფშაველას დაბადების დღეზე.
ავედი მცხუნვარე და ხვითქგადავლილი. იქვე, პანთეონთან, საიდანღაც კოხტა ფისო გამომეგება. მომიახლოვდა, რაღაც წაიკნავლა რამდენიმეჯერ და ისევ ბნელში გაუჩინარდა. ბევრჯერ მითქვამს, ჩემში ამათი სულის ნაწილია; არ არსებობს, ახლომახლო კატა იყოს სადმე და ჩემთან არ მოვიდეს, არ გამომეცნაუროს. ეს ციცაც ალბათ ვაჟასთან იყო დაბადების დღის მისალოცად.


მივედი ჭიშკართან, დაკეტილია. შევყავი ხელი ჩუქურთმებში, ვერ გავაღე. ტყუილად ამოვედი? ეგრევე მიღება გამიჭირდა, კიდევ ვცადე, მაგრამ რაღა გზა მქონდა. გამოვედი პარაპეტთან და გადავხედე მძინარე ქალაქს.
არა უშავს, ფისო გადასცემს ვაჟას, რომ ვიყავი.


სადღაც განათდა, გრუხუნის ხმაც მოვიდა მალე. ჯანდაბას, არ დავდნები. ნელა, აუჩქარებლად დავიწყე ჩამოსვლა ბნელ ქვაფენილზე. წვიმაც უმატებს ნელნელა, ჭონქაძეზე რომ ჩამოვედი, უკვე კარგად, სერიოზულად მოდიოდა თქეში.


ალბათ, გავაჩერებ მანქანას. განა არ გამოჩნდა? ჩაიარა, არ გააჩერა. მერე მეორემ. მესამემ. არ ვიცი, უზით ვინმე, თუ ისე კატაობენ ეს შობელძაღლები? ათამდე ტაქსიმ ჩამიარა და არ გააჩერა. და მხოლოდ მერე მივხვდი: სამყარო ხომ განსაკუთრებით მუხთალია მაშინ, როდესაც გგონია, რომ რაღაც კეთილშობილურ, ქველ საქმეს, ან მისიას ემსახურები… ამიტომაც ლაჩრები და ბურჟუები მთელი ქვეყნისა საკუთარ თბილ უკანალზე ზრუნვას ამჯობინებენ.


აირია ერთმანეთში წვიმა და ოფლი. ჯიბეში ცხვირსახოციც კი დასველდა. მერე რა მოხდა, იმასაც ხომ აწვიმს საფლავში? ეგ კიდევ რა არის: იმათაც აწვიმთ, ვინც მინდორში გდია ახლა და ჯერ მიწის საბანიც არ აფარია… მე კი ცოტა ხანში ჩემს სასახლეში მივალ. თუმც ვინ იცის, რომელ სასახლეში სჯობს მისვლა ამაღამ? არც არავინ.


რა ვქნა, დავწერო? რატომ? ფაქტობრივად, არც არაფერი მოხდა. ვერც ვაჟა ვნახე, ვერც მამაჩემს დაველაპარაკე, ვერც ის გავიხსენეთ, ვაჟაზე რომ ვლაპარაკობდით ოდესღაც.
და აი, სახლში მოვსულვარ… მოვედი და წვიმაც შეწყდა. სამყაროს მუხთლობის ტიპიური სცენა გათამაშდა, ჟანრის ყველა კანონის დაცვით. შევედი სახლში, რა აზრი აქვს ჩემს შთაბეჭდილებებზე წერას, რამე აუცილებელი ან საჭირბოროტო იყოს მაინც სათქმელი? შევედი აბაზანაში და კედელზე მრავალფეხა დავინახე. აქ, ახლა, ამის მოკვლა, ხომ ვაჟას ღალატი იქნებოდა?


ხუმრობით რამდენიმე წვეთი წყალი შევასხი ხელით და დავჯექი წერად..”

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

14 წელი ომიდან – ორი ხელისუფლებისგან დევნილი ჯარისკაცის სკანდალური ისტორია
ახალი ამბები

14 წელი ომიდან – ორი ხელისუფლებისგან დევნილი ჯარისკაცის სკანდალური ისტორია

15:43 08-08-2022
„შპიონები, ჯაშუშები და ბოზები თავიანთ წრეში მოიკითხონ“ – რას უყვება გურამ აბსანძე „ალიას“?
ახალი ამბები

„შპიონები, ჯაშუშები და ბოზები თავიანთ წრეში მოიკითხონ“ – რას უყვება გურამ აბსანძე „ალიას“?

22:21 08-07-2022
როგორ დაშალა კობახიძემ ოპოზიცია და ვინ აღმოაჩინა ბირთვული გახლეჩა?
ახალი ამბები

,,კობახიძე ამით რუსეთს ეუბნება, მე თუ პრობლემები შემექმნა, მოდი ტანკებით!” – გია ხუხაშვილი

03:00 08-07-2022
რას მოუტანს ჯო ბაიდენის გაპრეზიდენტება საქართველოს და რას უნდა ელოდოს ხელისუფლება ამერიკის ახალი მმართველისგან?
ახალი ამბები

დაიწყება თუ არა მესამე მსოფლიო ომი? – რა მნიშვნელოვან ფაქტებს იხსნებს სოსო ცინცაძე

03:34 08-03-2022

ბიზნესი

“ფილიპ მორის საქართველო” განცხადებას ავრცელებს
ახალი ამბები

“ფილიპ მორის საქართველო” განცხადებას ავრცელებს

16:28 08-08-2022
ბიუ ბიუ 9 წლის გახდა!
ბიზნესი

ბიუ ბიუ 9 წლის გახდა!

20:04 08-05-2022
„გავაერთიანოთ პასუხისმგებლობა და უკეთესობისკენ შევცვალოთ საგზაო მოძრაობის კულტურა“ – დათა ქაჯაია „თეგეტა ჰოლდინგის“ კამპანიაში
ბიზნესი

„გავაერთიანოთ პასუხისმგებლობა და უკეთესობისკენ შევცვალოთ საგზაო მოძრაობის კულტურა“ – დათა ქაჯაია „თეგეტა ჰოლდინგის“ კამპანიაში

16:35 08-03-2022
„იმპექსში“ პრემიუმ კოსმეტიკურ ბრენდებსა და ბავშვთა აქსესუარებზე 1+1 აქცია 29-30 ივლისს იმოქმედებს
ბიზნესი

„იმპექსში“ პრემიუმ კოსმეტიკურ ბრენდებსა და ბავშვთა აქსესუარებზე 1+1 აქცია 29-30 ივლისს იმოქმედებს

09:00 07-29-2022
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || My Software || © 2021 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || My Software || © 2021 Alia.ge - All rights reserved