• რეკლამა
  • კონტაქტი
14:39, ორშაბათი, 20 ოქტომბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“რამდენად არის მზად საქართველოს ხელისუფლება, ოპოზიციის რევოლუციური სცენარისთვის?” – ნანა კაკაბაძე მთავრობას

ალია ავტორი - ალია
16:40 09-13-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
53

უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე განცხადებას ავრცელებს:

“2021 წლის 2 ოქტომბრის მუნიციპალური არჩევნები საქართველოს ოპოზიციური პარტიების მიერ წარმოჩენილია რეფერენდუმად, რომლის დროსაც თითქოს უნდა გადაწყდეს ქვეყნის ხელისუფლების შეცვლის საკითხი.

ოპოზიცია საკუთარი ამომრჩევლების მობილიზაციის მიზნით აქცენტს აკეთებენ არა კონკრეტულ დაპირებებზე, მუნიციპალიტეტებში არჩევის შემთხვევაში, არამედ იმაზე, რომ სახელისუფლო პარტიის მიერ ხმების 43%-ზე ნაკლების მიღების შემთხვევაში რევოლუციური სცენარით (საპროტესტო გამოსვლებით და საერთაშორისო ზეწოლით) აიძულებენ ხელისუფლებას ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას, სადაც ერთად აღებული ყველა ოპოზიციური ძალა ხელისუფლებაზე მეტ ხმას აიღებს, შექმნის კოალიციურ მთავრობას და ეს იქნება ქართველი ხალხისთვის სიმდიდრის, დემოკრატიის, და ბედნიერების მომტანი ეპოქის დასაწყისი.

ჩვენ აქ არაფერს ვამბობთ იმაზე, თუ როგორ შეიძლება გაიყოს ძალაუფლება 10-12 პარტიისგან შემდგარმა დღევანდელმა ოპოზიციურმა სპექტრმა და როგორ მოუტანოს ასეთმა კონგლომერატმა ქვეყანას მშვიდობა და წინსვლა, უბრალოდ, ვაჩვენებთ, თუ როგორ მოქმედებენ ისინი თავიანთი მიზნის მისაღწევად.
ზემოხსენებული მიზეზის გამო წინასაარჩევნო კამპანიას ოპოზიცია პრაქტიკულად არ აწარმოებს.

თავისი მიზნების შესაბამისად, ოპოზიციის ყველა რესურსი მიმართულია იქითკენ, რომ მმართველი პარტიის მიერ 43 ან მეტი პროცენტის მიღების შემთხვევაში არჩევნები წინასწარ გამოაცხადოს გაყალბებულად, ხელისუფლება ძალადობრივად მიტაცებულად და შექმნან იდეოლოგიური ბაზა იმისათვის, რომ ძალადობრივად მიტაცებული ხელისუფლების მიმტაცებლისთვის უკან გამოტაცება ხალხის მიერ სავსებით კანონიერი და ლეგიტიმური ქმედებაა.

ამ მიზნის მისაღწევად საქმეში ჩართულია ყველა რესურსი – ფინანსური, იდეოლოგიური, ძალადობრივი. წინა პლანზეა გამოსული ნაცმოძრაობისა და მისი სატელიტი პარტიების იდეოლოგიური ფრონტის მუშაკები, რომლებიც ფორმალურად გაფორმებულები არიან სხავადასხვა ოპოზიციურ ტელევიზიებში, თუმცა, რეალურად წარმოადგენენ ტერორისტულ-ძალადობრივი ფრონტის მეწინავე რაზმს.
სწორედ ჟურნალისტებად წოდებული ეს მოძალადე პარტ-აქტივისტები ცდილობენ ლეგიტიმაცია შესძინონ სიძულვილის ენით მოსაუბრე საკუთარ პარტიულ ლიდერებისა და მათ ძალადობრივ მოწოდებებს.

ამ ზონდერ-ჟურნალისტების მხრიდან „გაპრავებას“ ექვემდებარება ოპოზიციის ყველა ძალადობრივი მოწოდება და ქმედება – დაწყებული პოლიციელებზე მუქარიდან („თავს გაგიხეთქავ“), მათთვის წითელი საღებავების შესხმიდან და მათზე უშუალოდ განხორციელებული ფიზიკური ძალადობიდან, დამთავრებული სახლებში შეჭრით თუ ხელისუფლების ოჯახის წევრი არასრულწლოვანების ბულინგით.
საქმე იქამდეც კი მიდის, რომ ოპოზიციამ ლამის მეგის ქარდავას გათეთრება და მისი პოლიტპატიმრად გამოცხადებაც კი დაიწყო.

დაინახა რა, რომ ამ ყველაფერს რეალური შედეგი მაინც არ მოაქვს და ხალხის მასობრივ მხარდაჭერას ვერ პოულობს, მათი ბელადი სააკაშვილი ბოლო მცდელობას მიმართავს და მასობრივი არეულობის მოწყობის იმედით საქართველოში ჩამოსვლის კონკრეტულ თარიღსაც კი ასახელებს. ვინაიდან 2 ოქტომბრის არჩევნები პრაქტიკულად რევოლუციური სიტუაციის შექმნის ბოლო შანსია, გამორიცხულიც არ არის, რომ სააკაშვილმა მართლაც გადადგას ეს სასოწარკვეთილი ნაბიჯი.
გვინდა ვიცოდეთ რამდენად არის მზად საქართველოს ხელისუფლება, ოპოზიციის რევოლუციური სცენარისთვის, რომელიც გეგმაზომიერი წინასაარჩევნო კამპანიით არის დაკავებული.

მიგვაჩნია, რომ თუ ხელისუფლება მხოლოდ კლასიკური წინასაარჩევნო კამპანიის წარმოებით დაკავდება და აღნიშნულ საფრთხეებს სათანადო ყურადღებას არ მიაქცევს, შეიძლება ეს ყველაფერი ქვეყნისთვის და ხალხისთვის კიდევ ერთხელ მძიმე შედეგით დასრულდეს და დემოკრატიული ფრაზეოლოგიით შეფუთული დიქტატურის დაბრუნების საშიშროება რეალური აღმოჩნდეს.

ეს ყველაფერი ჩვენმა ხალხმა უკვე იწვნია 2003 წლის ე. წ. „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, რომლის შედეგად მივიღეთ სისხლის მდინარეები, განკულაკებული საზოგადოება, სისტემური წამებები და მკვლელობები ციხეებში თუ ქუჩებში, რუსეთისთვის გადაცემული სტრატეგიული ობიექტები და დაკარგული ტერიტორიები.”

თეგები: ირაკლი ღარიბაშვილინანა კაკაბაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025
“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”
ახალი ამბები

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”

02:52 08-21-2025

ბიზნესი

თიბისი კონცეპტის მრავალფეროვანი შეთავაზებები კახეთის სასტუმროებში
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მრავალფეროვანი შეთავაზებები კახეთის სასტუმროებში

18:12 10-17-2025
თიბისის მხარდაჭერით GAIA-მ ხელოვნური ინტელექტის პროფესიული შეხვედრების სერია – GAIA Meetup დაიწყო
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით GAIA-მ ხელოვნური ინტელექტის პროფესიული შეხვედრების სერია – GAIA Meetup დაიწყო

16:25 10-17-2025
თიბისი x ილია თოფურია –  თვითრწმენასა და სიჯიუტეზე დამყარებული ღირებულებითი პარტნიორობა
ახალი ამბები

თიბისი x ილია თოფურია – თვითრწმენასა და სიჯიუტეზე დამყარებული ღირებულებითი პარტნიორობა

12:14 10-17-2025
თიბისის მიმდინარე მრავალფეროვანი შეთავაზებები
ახალი ამბები

თიბისის მიმდინარე მრავალფეროვანი შეთავაზებები

17:56 10-16-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved