• რეკლამა
  • კონტაქტი
03:25, კვირა, 6 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“2009 წელს მაწამეს… დღემდე არავინ დასჯილი – რატომ ვეწირებოდი თუ ამ რეჟიმს არავინ დასჯის და შეურიგდება?” – გიორგი გაბედავა

ალია ავტორი - ალია
21:02 12-21-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
97

“ქართული მარშის” წევრი, გიორგი გაბედავა, აქვეყნებს ფოტოს და წერს:

“ვინც მიშას ურიგდებით მათთვის არის ეს პოსტი.

ეს ფოტო გადაღებულია 2009 წლის 2 სექტემბერს, 2009 წლის 26 აგვისტოს მაწამეს ზუგდიდის პოლიციაში, დღემდე არავინ არის დასჯილი.

დღემდე ისინი მიშასხარდამჭერ აქციებზე დადიან და შერიგებაზე გველაპარაკებიან.

მაშინ 18 წლის ვიყავი და მხოლოდ იმიტომ დამიჭირეს, რომ 14 წლის ბავშვის ცემა გავაპროტესტე ზუგდიდის ცენტრში, დავით გეთიაზეა საუბარი.

სკამზე მიბმულს პოლიციის იმჟამინდელი უფროსი ზაზა კვარაცხელია და მისის ხვა დამქაშები მხოლოდ თავში მირტყამდნენ. როცა ხელი დაეღლებოდათ გადიოდნენ და მესმოდა როგორ გეგმავდნენ ჩემს ლიკვიდაციას, ჩამოვკიდოთ კაპეზეშიო, ან წამალი გავუჩხიროთო. ცივი ნაბეღლავის ბოთლიც დამიდგეს მაგრამ არ დავლიე. კიდევ კარგი მთელმა ქალაქმა დაინახა რატომ წამიყვანეს და ქალებმა ივაჟკაცეს და სანამ არ გამომიშვეს არ დანებდნენ, კახა მიქაიას კარვების ხალხიც ბოლომდე დამიდგა გვერდში, მათ კარვებთან მოხდა ინციდენტი და მათაც დაინახეს ყველაფერი. მადლობა მინდა ვუთხრა ყველას ვინც მაშინ შეძლო ჩემი დაცვა.

მაგრამ გავიდა წლები და თავის პრობლემებმა იჩინა თავი.

რომ გამომიშვეს ექიმებთან ისე დავდიოდი პოლიცია დამყვებოდა, ექიმს არ ჰქონდა უფლება დაეწერა დასკვნა. ყურის ბარაბნები გამსკდარი იყო, ყურის მძიმე ბაროტრავმა დამიდგინა ბატონმა პეტრე უბერმა.

ასევე თავში დამრჩა მუკოიდური კისტა.

სანამ არ შეგაწუხებს ოპერაციას ნუ გაიკეთებო მირჩიეს ექიმებმა.

აგერ უკვე ერთი თვეა გაუსაძლისი თავის ტკივილი მაღვიძებს, გათიშვამდე მივყავარ ტკივილს.

დღის მანძილზეც მიგრძელდება ეს ტკივილი.

მთელი ეს პერიოდი მესმის თავისუფლება მიშასო ყვირიან ნაცები და მათი ანასხლეტები, და ვიღაცეები შერიგებაზე ლაპარაკობენ. ამ ხელისუფლებას არანაირი რეაბილიტაცია არ მოუხდენია ჩემი და სხვა პოლიტიკურად დევნილი ხალხის. და ვინ ვის ურიგდება იქნებ აგვიხსნათ მეგობრებო?

სედეიცინო დახმარებაც კიარ გაუწევია ჩემთვის ვინმეს, მთელი ეს წლები ამ ჯანმრთელობის პრობლემებს თავად ვუმკლავდებით. ციხის ტრავმებზე აღარ მოვყვები, რადგან ციხიდან პოლიტიკური პატიმრის სტატუსით გამანთავისუფლეს და არცერთ პოლიტიკოსს აზრადაც არ მოსვლია ჩვენი რეაბილიტაცია, მთავარი იყო სკამები და მხოლოდ სკამები.

ვზივარ და ვფიქრობ, რატომ ვეწირებოდი რეჟიმს თუ ამ რეჟიმს არავინ დასჯის და შეურიგდება როცა მოუნდება?

ეს ამდენი ექიმი სად იყო სააკაშვილის დროს წამებაში რომ ხდიდნენ ადამიანებს სულს? ერთი მათგანიც კიარ მახსენდება ხმა ამოეღოს! ემპათიას დირექტორიო, გულის კლინიკაო, ტვინის კლინიკაო, იხევიან შუაზე, არიქა მიშას ნერვები ეშლებაო. სად იყავით ხალხო როცა დღეში 3-4 პატიმარი კვდებოდა წამებით? სად იყავით როცა 14 წლის ბიჭებს 24 წლიან სასჯელებს უსჯიდნენ და სასამართლოზე ნაწამები ადამიანები აწერდნენ აღიარებით ჩვენებებს ხელს? სად იყავით როცა ხოცავდნენ ახალგაზრდებს ? ნინო ლომჯარია დღეში სამჯერ რო დადის მიშასთან, სად იყო მაშინ? არასამთავრობო ხომ ჰქონდა, რატომ არ იღებდა ხმას?

ეხლა გახდით შემრიგებლები და კეთილები? უდანაშაულო ადამიანებს რომ სიცოცხლე გაუმწარეთ მაშინ არ ფიქრობდით არაფერზე ??

სასწრაფოდ გადააბრძანეთ სააკაშვილი რუსთავის ციხეში! არანაირი გორის ჰოსპიტალი მას არ სჭირდება! ჯიშში აქვს სიმულიანტობა, როგორც ბიძამისმა მოხია გუშინ!

რუსთავში რომ გარეკავს საბოლოოდ მერე გადააბრძანეთ ხონში. ეგ არის მისი ბოლო!

თქვენ ბიძია რაც თქვენთვის დაუშავებიათ ჯერ ის აპატიეთ ხალხს და მერე ილაპარაკეთ სხვა ნაწამები ადამიანების მიმართ დამნაშავეების პატიებაზე!!!”

თეგები: გიორგი გაბედავა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ახალი ამბები

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

19:26 07-04-2025
სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”
ახალი ამბები

სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”

18:34 07-04-2025
07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე
ახალი ამბები

07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე

15:00 07-04-2025
თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება

14:34 07-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved