ჟურნალ “ქვაკუთხედის” რედაქტორი, ხათუნა საგინაშვილი:
“სალომე ზურაბიშვილმა ნამიოკები ჩაგვირტყა – ჩამოვალ და მივხედავ საქმეს, არც გვარამიას, არც სააკაშვილის და არც ივანიშვილის გამო ჩვენი ევროპული მომავალი არ უნდა გავწიროთო;
ანუ, როგორც ჩანს, პირველების შეწყალებებს და ამავდროულად, თან ბიძინას გაწირვას აპირებს, თუკი ევროპული დიადი მომავალი” ამ ულტიმატუმის წინაშე დააყენებს;
ოცნებაზე რომ ახლია ყველაფერი, ბანძი საკადრო პოლიტიკის გამო, ეს თავისთავად, მაგრამ აქ სხვა რამის თქმა მინდა:
თუკი მართლაც აპოკალიფსმა არ მოგვისწრო, ეს მთელი სამარცხვინო ბალასტი-კოხორტა მართლა გასაშვებია პოლიტიკურ მოუსავლეთში;
ეს სამარცხვინო ხალხი!”
კომენტარები