• რეკლამა
  • კონტაქტი
17:14, კვირა, 13 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ზაფხულიდან რუსებს უარესი გასაჭირი ელით – შტილერმანის კომპანია ასრულებს მუშაობას უკრაინის ბალისტიკურ რაკეტებზე, რომლებიც მოსკოვს კი არა, ურალსაც მიწვდება” – ირაკლი მელაშვილი

ალია ავტორი - ალია
05:37 04-06-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
289

ყოფილი პარლამენტარი, ირაკლი მელაშვილი:

“ეს არის ძალიან საინტერესო ინტერვიუ უკრაინის ბალისტიკური რაკეტების “მამასთან”, კომპანია «Fire Point»-ის მფლობელთან და დირექტორთან, დენის შტილერმანთან. მისი კომპანია უშვებს ბალისტიკურ, ფრთოსან რაკეტებს (“ფალიმინგო” მათი გაკეთებულია) და დრონებს.

ის წლების განმავლობაში იყო ძალიან წარმატებული ბიზნესმენი რუსეთში, მუშაობდა მათ შორის სამხედრო სფეროში მაღალი ტექნოლოგიების დანერგვის კუთხით. ინტერვიუს მეთექვსმეტე წუთზე ის ამბობს, რომ რუსეთის დატოვება გადაწყვიტა 2008 წელს რუსეთის საქართველოზე თავდასხმის შემდეგ.

ეს კაცი არამარტო მაგარი ინჟინერია, არამედ წლების განმავლობაში მუშაობდა რეფორმების მათემატიკურ მოდელირებაზე, ამიტომ ინტერვიუ მრავალმხრივ საინტერესოა. სხვათა შორის, ინტერვიუში ის რამდენჯერმე ეხება საქართველოსაც. ძალიან საინტერესოდ საუბრობს ამ საკითხზეც, მათ შორის სააკაშვილის დროს საქართველოში ჩატარებულ რეფორმებზე, მის წარმატებებზე და შეცდომებზე. როგორც ჩანს, ამ საკითხშიც საკმაოდ კარგად არის ინფორმირებული და გაანალიზებული აქვს ეს საკითხიც.

შტილერმანის მიერ გამოშვებული რაკეტების და დრონების წარმატებას მნიშვნელოვნად განაპირობებს ის ფაქტი, რომ მან ზეპირად იცის რუსეთის არმიის, მისი სამხედრო კომპლექსის, მათ შორის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების რეალური მდგომარეობა, რის საფუძველზეც მისმა კომპანიამ შეძლო ასეთ მოკლე დროში, ომის პირობებში შეექმნა დრონები და რაკეტები, რომელსაც რუსები ვერაფერს უხერხებენ. როგორც ჩანს ზაფხულიდან რუსებს კიდევ უარესი გასაჭირი ელით, იმიტომ რომ შტილერმანის კომპანია ასრულებს მუშაობას უკრაინის ბალისტიკურ რაკეტებზე, რომლებიც მოსკოვს კი არა, ურალსაც მიწვდება. განსაკუთრებით გამაოცა ამ საომარ პირობებში როგორ ახდენენ ტენიკურ სფეროში ახლგაზრდების განათლებაზე, მათი უმაღლესი რანგის პროფესიონალებად გაზრდაზე ზრუნვას. როგორ გარდაქმნეს კადრების მომზადების სისტემა, როგორ შეამცირეს სამხედრო სფეროში ბიუროკრატიული ბარიერებები. ამან უკრაინას საშუალება მისცა ომის პირობებში შეექმნა მსოფლიოში ყველაზე წარმატებული, სწრაფად განვითარებადი, დასავლურ ანალოგიებზე ბევრად იაფი, მაღალტექნოლოგური სამხედრო მრეწველობა, რომლის უკვე სრულ ტექნოლოგიურ ციკლებს უკრაინული კომპანიები ახორციელებნ, ტექნოლოგიური პროცესში კი საერთოდ აღარ არის, ან მინიმუმამდეა დაყვანილი უცხოური კომპონენტების რაოდენობა. დღეს მათ პროდუქციაზე მოთხოვნილებაა მთელ მსოფლიოში, მათ შორის ევროპიდან, ისრაელიდან და არაბული ქვეყნებიდან. ამ ინტერვიუდან გავიგე, რომ უკრაინა ასრულებს მუშაობას ევროკავშირის ჰაერსაწინააღმდეგო დაცვის სისტემისთვის რაკეტების შექმნაზე, და ევრობიუროკრატის გამო პრობლემა შეიქმნა მისი ევროპაში გამოცდაზე. აღმოჩნდა რომ ევროპელებს ამ შეიარაღებით გამოსაცდელად არ გააჩნიათ პოლიგონები.(როგორც მისი საუბრიდან მივხდი, ეკოლოგიიური შეზღუდვების გამო)

ძალიან საინტერესოა ის ნაწილი, რომელშიც შტილერმანი აფასებს დაავლურ დახმარებას და მათ პოლიტიკას. საკმაოდ კრიტიკულად არის განწყობილი. მაგალითად, არ ვიცოდი, უკრაინის ოფიციოზს ეს არ უთქვამს, რომ 2022 წელს ხარკოვში დაწყებული დიდი კონტრშეტევისას, როცა რუსები გარბოდნენ, უკრაინას შეუწყვიტეს ყუმბარების და ტყვია წამლის მიწოდება, რის შემდეგაც უკრიანა იძულებული იყო შეეჩერებინა კონტრშეტევა. შტერლმანი წერს, (ნამდვილად დაეჯერება) რომ დასავლელი პარტნიორები უკრაინას ახლაც კი მუდმივი შეზღუდვებს უწესებენ მათ მიერ მიწოდებული იარაღის გამოყენებაში.

მოკლედ ვრცელი კია, მაგრამ ძალიან საინტერესო ინტერვიუა ნებისმიერი ადამიანისთვის, რომელსაც აინტერესებს არამარტო უკრაინის ამბები, არამედ ის, თუ სწორი მართვის პირობებში, შეზღუდული რესურსებით, თუკი მთავრობა სწორად გამოიყენებს ადამიანურ რესურსებს, როგორ შეუძლია სახელმწიფოს ძალიან მაგარი შედეგების მიღწევა.

თეგები: ირაკლი მელაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის ულიმიტო ინტერნეტი და მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიური პირობით
ახალი ამბები

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის ულიმიტო ინტერნეტი და მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიური პირობით

16:52 09-12-2026
ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია
ახალი ამბები

ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია

16:16 09-12-2026
„ბიტნეტის“ კრიპტო ტრანზაქციების მოცულობა და ხასიათი ეჭვს იწვევს, რომ ის ფინანსურ პირამიდებთან მჭიდრო კავშირშია – აფბა
ახალი ამბები

„ბიტნეტის“ კრიპტო ტრანზაქციების მოცულობა და ხასიათი ეჭვს იწვევს, რომ ის ფინანსურ პირამიდებთან მჭიდრო კავშირშია – აფბა

21:28 09-11-2026
მეტი დრო ინვესტირებისთვის — თიბისის მობაილბანკის ინვესტიციების პლატფორმაზე სავაჭრო საათები გაიზარდა
ახალი ამბები

მეტი დრო ინვესტირებისთვის — თიბისის მობაილბანკის ინვესტიციების პლატფორმაზე სავაჭრო საათები გაიზარდა

17:15 09-11-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved