ახალქალაქის, კუმორდოსა და კარის მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა, რუსთავის ციხე უკვე დატოვა. ის ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს შეხვდა და შეხვედრიდან გამოსულმა, თქვა:
“გარდა იმისა, რომ ჩვეულებრივი ადამიანური საუბარი გვქონდა, მე მქონდა მის მიმართ ასეთი გზავნილი. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ყველანი, მთელი ქვეყანა, დღეს ვდგავართ დიდი გამოწვევის წინაშე და გამოსავალი აქედან არის, შევწყვიტოთ სიძულვილის ენა, შევწყვიტოთ ერთმანეთზე ცუდი საუბარი და მე ვთხოვე ბატონ მიხეილს, რომ მოეწოდებინა თავისი მომხრეებისთვის, რომ ჩვენ ყველამ ერთად ვიფიქროთ შერიგებაზე, ქრისტიანულ მიტევებაზე”.
კომენტარები