ფოტო – რადიო თავისუფლება
რუსეთის ილ-96-ის ტიპის თვითმფრინავი, რომელიც 5 მარტს დილით გაფრინდა სანქტ-პეტერბურგიდან ვაშინგტონის მიმართულებით, აშშ-დან რუს დიპლომატებს და მათი ოჯახის წევრებს გამოიყვანს, იტყობინება რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახური.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ემინა ჯაპაროვას თქმით, წინასწარი ინფორმაციით, ამ თვითმფრინავს აშშ-დან მოჰყავდა 12 დიპლომატი და მათი ოჯახები. ჯაპაროვას თანახმად, ნიუ-იორკში თვითმფრინავი მხოლოდ 2 საათს აპირებდა გაჩერებას, ვაშინგტონში ჩაფრენის შემდეგ ის ნიუ-იორკში გაუვლიდა დიპლომატებს და შემდეგ პირდაპირ მოსკოვში დაბრუნდებოდა.
მარია ზახაროვას თქმით, ამ სამთავრობო თვითმფრინავით „ბრუნდებიან დიპლომატები, რომლებიც აშშ-მა გამოაცხადა პერსონა ნონ გრატად.
წყარო – რადიო თავისუფლება
კომენტარები