• რეკლამა
  • კონტაქტი
14:32, შაბათი, 6 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ვირუსის განკურნება ამ ეტაპზე შეუძლებელია – ემუქრება, თუ არა მსოფლიოს ეპიდემია?

ალია ავტორი - ალია
20:55 01-16-2020
- ახალი ამბები, სხვადასხვა
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
389

2019 წლის დეკემბერში ჩინეთის ქალაქ უხანში დაუდგენელი პათოგენით (დაავადების გამომწვევი მიკროორგანიზმი ან ფაქტორი) გამოწვეული პნევმონია მასობრივად გავრცელდა. 31 დეკემბერს ჩინეთის ხელისუფლებამ 44 დაავადებულის შესახებ განაცხადა. მათგან 11-ის მდგომარეობა მძიმე იყო. 9 იანვარს კი ერთ-ერთი პაციენტი გარდაიცვალა. ექიმების თქმით, მას მუცლის ღრუში სიმსივნე და ღვიძლის ქრონიკული დაავადება ჰქონდა, ამიტომ გარდაცვალების ზუსტი მიზეზი სპეციალისტებისთვის უცნობია.

ეპიდემიის მიზეზი რა არის?

ექიმები ეჭვობენ, რომ მიზეზია კორონავირუსის ერთ-ერთი შტამი, რომელიც ადამიანებში აქამდე არ დაფიქსირებულა. ჩინეთში მყოფ 41 პაციენტსა და ტაილანდში მცხოვრებ ერთ ქალს სწორედ ეს ვირუსი აღმოაჩნდა. ჯერჯერობით ეს არის ერთადერთი შემთხვევა, რომელიც ჩინეთის ფარგლებს გარეთ დაფიქსირდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, დაავადების მიზეზის კვლევის პროცესში ჩინელმა სპეციალისტებმა გრიპის ვირუსი, ადენოვირუსი და სხვა ცნობილი ვირუსები გამორიცხეს.

ვირუსის გამომწვევ ზუსტ მიზეზს რატომ ვერ ადგენენ?

შესაძლოა, ეს ვირუსი ინფექციას სულაც არ იწვევს და უბრალო შემთხვევითობაა, მაგრამ ამის ალბათობა არც ისე დიდია. კორონავირუსები გაციების შემთხვევების 10-15%-ზეა პასუხისმგებელი. თუმცა ზოგიერთი შტამი სერიოზულ პნევმონიას იწვევს. მათ შორის არის:

– მწვავე რესპირატორული სინდრომი (SARS – severe acute respiratory syndrome), რომელსაც „ატიპურ პნევმონიასაც“ უწოდებენ. ამ დაავადების პირველი ეპიდემია 2002-2003 წლებში ჩინეთში დაფიქსირდა. მწვავე რესპირატორულმა სინდრომმა რამდენიმე ქვეყანა მოიცვა და ვირუსის შემთხვევების შემცირების მომენტისთვის (2003 წლის ზაფხული) დაავადებულთა თითქმის 10%-ი დაიღუპა.

– ახლო აღმოსავლეთის რესპირატორული სინდრომის (MERS – Middle East respiratory syndrome) პირველი დიაგნოზი საუდის არაბეთში, 2012 წელს დასვეს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ვირუსს დაავადებული პაციენტების 35%-ი ემსხვერპლა.  

ადამიანებში კორონავირუსების მხოლოდ მცირე ნაწილია გავრცელებული. ის ძირითადად ცხოველებისთვის არის დამახასიათებელი. ახლო აღმოსავლეთის რესპირატორულ სინდრომს იწვევს ვირუსი, რომელიც ერთკუზიანი აქლემებისგან გადადის. მწვავე რესპირატორული სინდრომის მატარებლები და გამავრცელებლები კი ვივერები იგივე ციბეტები არიან. გარდა ამისა, ვირუსის შემთხვევების ახალ ტალღას ქალაქ უხანში ზღვის პროდუქტებსაც უკავშირებენ. ვირუსით დაავადებულთა უმრავლესობა მათი ხშირი მყიდველი ან გამყიდველი იყო.

რა სიმპტომები აქვს ამ ვირუსით გამოწვეულ პნევმონიას? 

საკმაოდ ჩვეულებრივი. ძირითადად ამ დროს პაციენტების ნაწილს სუნთქვა უჭირს, რენტგენოგრამაზე კი ფილტვში მიმდინარე ცვლილებები ჩანს.

ეს დაავადება იკურნება?

მკურნალობის სპეციალური კურსი, რომელიც მხოლოდ კორონავირუსისკენ იქნებოდა მიმართული, არ არსებობს. ამიტომ, ამ დროს რეკომენდებულია სიმპტომატური და შემანარჩუნებელი თერაპია.

მსოფლიოს ახალი ეპიდემია ემუქრება? 

ალბათ უფრო არა. ჯერჯერობით არ არსებობს ინფორმაცია, რომელიც ამ ვირუსის ადამიანიდან ადამიანზე გადასვლის ფაქტს დაადასტურებდა. ამ დასკვნას სპეციალისტები შემდეგ არგუმენტებზე დაყრდნობით ავრცელებენ: 

– ზღვის პროდუქტების ბაზრობა უხანში 2020 წლის 1 იანვარს დაიხურა. 3 იანვრიდან კი კორონავირუსით გამოწვეული პნევმონიის ახალი შემთხვევები აღარ დაფიქსირებულა (გამონაკლისი იყო ერთი ადამიანი, რომელიც ქალაქ უხანიდან ტაილანდში ჩაფრინდა).

– პნევმონიის მქონე პაციენტების მომსახურე სამედიცინო პერსონალში ჯერ საეჭვო სიმპტომები არ დაფიქსირებულა.

როგორ დავიცვა თავი კორონავირუსისგან?

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ჩინეთში მოგზაურობისგან თავის შეკავებას საჭიროდ არ მიიჩნევს. ის მხოლოდ ინფექციის პროფილაქტიკისთვის აუცილებელი რეკომენდაციებით შემოიფარგლება:

– ხელები რეგულარულად დაიბანეთ; 
– ხორცი და კვერცხი საჭირო და აუცილებელ ტემპერატურაზე მოამზადეთ; 
– თავი შორს დაიჭირეთ იმ ადამიანებისგან, რომლებიც აცემინებენ ან ახველებენ. 

თუ თქვენ საეჭვო სიმპტომებს შენიშნავთ, აუცილებლად და ოპერატიულად მიმართეთ ექიმს. სხვა ადამიანებთან კონტაქტს მაქსიმალურად მოერიდეთ, რათა ვირუსი მათაც არ გადასდოთ.

იმედინიუსი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, საერთაშორისო ინვესტორებმა უზბეკეთის უმსხვილეს IPO-ში მიიღეს მონაწილეობა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, საერთაშორისო ინვესტორებმა უზბეკეთის უმსხვილეს IPO-ში მიიღეს მონაწილეობა

14:17 06-05-2026
თიბისის მხარდაჭერით, თბილისში თანამედროვე კონცეფციის ბიზნესცენტრი M25 გაიხსნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, თბილისში თანამედროვე კონცეფციის ბიზნესცენტრი M25 გაიხსნა

13:30 06-04-2026
პარკეტის მოხვეწა – ხის იატაკის საფარის ახალი სიცოცხლე
ახალი ამბები

პარკეტის მოხვეწა – ხის იატაკის საფარის ახალი სიცოცხლე

12:55 06-04-2026
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ შავი ზღვის რიგით მე-19 ჯაზფესტივალს
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ შავი ზღვის რიგით მე-19 ჯაზფესტივალს

16:44 06-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved