“ქართული ოცნების” დეპუტატი შალვა პაპუაშვილი:
“ყველას მოვუწოდებ, ვინც დღეს ამბობს, “თავისუფლება მიშას”, დაფიქრდნენ, რას საუბრობენ.
ის ადამიანები, ვინც საქართველოს მესამე პრეზიდენტის გათავისუფლებას ითხოვენ, მიხეილ სააკაშვილის დანაშაულების მსხვერპლებს დასცინიან.”
კითხვას – უნდა დაფიქრდნენ თუ არა ამაზე ევროპარლამენტარებიც, “ოცნების” დეპუტატმა ასე უპასუხა: “თავისთავად, რა თქმა უნდა, ვფიქრობ, სააკაშვილის საკითხი გახდა კარგი ტესტი იმისთვის, რომ დავადგინოთ, ვინ არის საქართველოს მეგობარი და ვინ არის მიხეილ სააკაშვილის მეგობარი”.
ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააშვილის გათავისუფლების მოთხოვნით 14 ოქტომბერს, 18:00 საათზე აქცია გაიმართება თბილისში, თავისუფლები მოედანზე.
კომენტარები