ჟურნალისტი, ირაკლი ტაბლიაშვილი:
“ვინ შეაწყალებინა სალომე ზურაბიშვილს ნიკა გვარამია?..
1. დასავლეთმა
2. ნიკას თავისუფლების მოძრაობამ
3. ბიძინამ
4. თავისივე გადაწყვეტილებაა
ჰოდა, მე არ მჯერა, რომ სალომეს ბიძინამ შეაწყალებინა!
და არც ის მჯერა, რომ ნიკას თავისუფლების მოძრაობას დაჰყვა!
და არც იმისა მჯერა, რომ თავისივე გადაწყვეტილებაა!
და დარჩა მხოლოდ დასავლეთი!
და თუ დასავლეთმა შეაწყალებინა, მაშინ, გამოდის, რომ დასავლეთმა დროც ზუსტად შეარჩია!..
მაგრამ, მოდი, უფრო გავართულოთ საქმე და მსჯელობა!
გამოდის, რომ სალომემ დასავლური ითამაშა?.. ნუ, ასე გამოდის!
ახლა კიდევ უფრო გავართულოთ საქმე! და ვიკითხოთ – დასავლეთი მხოლოდ სალომეს ელაპარაკება?..
ამ უკანასკნელ კითხვას არ ვუპასუხებ!”
კომენტარები