„ამ დარბაზში ტყუილი პასუხგაუცემელი რომ არ დარჩეს; ვინ მაიძულა მე უკრაინაში წასვლა, ერთ რამეს შეგახსენებთ. დელეგაციაში იცით ვინ არ წამოვიდა? „ნაციონალური მოძრაობა“, თქვენი პარტია. დელეგაცია, რომელიც იყო მეორე საპარლამენტო დელეგაცია მსოფლიოში, რომელიც ჩავიდა კიევში“, – ასე უპასუხა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ წევრს რომან გოცირიძეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის კიევში ვიზიტთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას.
“რატომ არ ჩავიდა უკრაინაში არცერთი წარმომადგენელი მთავრობიდან?” – რომან გოცირიძე
კომენტარები