• რეკლამა
  • კონტაქტი
04:35, სამშაბათი, 1 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ვინ არის ლევან ვასაძე – რაინდი? ვისია? საიდან მოვიდა პოლიტიკაში? ვისი მეგობარია და ვისი მომყოლია? – ლაშა ამირეჯიბი

ალია ავტორი - ალია
21:36 05-13-2021
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
204

ლევან ჯავახიშვილი, ალია

„ალიას“ ესაუბრება სამოქალაქო აქტივისტი, ლაშა ამირეჯიბი.

– ლაშა, ლევან ვასაძე პოლიტიკაში აპირებს მოსვლას და ეს უკვე ღიად განაცხადა. ვასაძე უცხო არ არის ქართული პოლიტიკისთვის.  პოლიტიკაში არ ყოფილა, მაგრამ ეროვნულ ფლანგზე აქტიურობდა და ცდილობდა, პოლიტიკურ პროცესებზე გავლენის მოხდენას. ასევე, ცნობილია, რომ აფინანსებდა კონსერვატორულ დაჯგუფებებს. რატომ გადაწყვიტა მაინც და მაინც ახლა პოლიტიკაში მოსვლა, პარტიის შექმნა,  როდესაც ადრე განაცხადა, რომ თავად, უშუალოდ  პოლიტიკაში  ჩართვას არ  აპირებდა?

–დღეს ქართულ პოლიტიკაში, ლევან ვასაძე–რაინდს  ვერ ვხედავ. მისი შემდეგი ნაბიჯები რა იქნება,  ვის დაიყენებს გვერდით, ვნახოთ.  ამის  მერე გამოჩნდება მისი პოლიტიკური გზა და მისი პარტიის წონა. არ არის ეს კაცი პოლიტიკოსი. კი, ჰქონდა პრეტენზია პოლიტიკოსობაზე თუ პოლიტიკურ პროცესებზე გავლენის მოხდენაზე. მოდი, ერთ რაიმეს გეტყვი. პოლიტიკაში მოდის და ცოტა ხნის წინ განცხადება გააკეთა, დიპლომატებს ხელებს შევუკრავთ და მივაგდებთო. პოლიციელებს ხელებს დავამტვრევთო, ესეც ხომ თქვა? ხომ გახსოვს? როგორ შეიძლება კაცმა, რომელიც პოლიტიკაში აპირებს მოსვლას, ასეთი განცხადებები გააკეთოს? ხვალ, როდესაც მოხვალ პოლიტიკაში, იმ დიპლომატების მხარდაჭერა ხომ გჭირდება შენ, ლევან–რაინდს? წინ არ უნდა გაიხედო? მომავალი პოლიტიკოსი ასეთ განცხადებებს რომ აკეთებ, მორჩა, შენ პოლიტიკოსი აღარ ხარ, იბრალე რამდენიც გინდა, რომ პოლიტიკოსი ხარ. ამიტომ გეუბნები, რომ მას, როგორც პოლიტიკოსს, ვერ ვხედავ. ვერის ბაღში ჯვრის ფორმის ჯოხით რომ დადიოდა, ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, თითქოს კეტით დადიოდა ვიღაცის საცემრად და დასაჩაგრად. არც ეს მომეწონა, არ იყო მოსაწონი საქციელი. ერთი უმნიშვნელოვანესი მომენტიც არის, ვინ არის ლევან ვასაძე–რაინდი? ვისია? საიდან მოვიდა პოლიტიკაში? ვისი მეგობარია და ვისი მომყოლია? ამ კითხვებზე ჯერ პასუხები არ მაქვს, ვერაფერს გეტყვი. ეს პასუხები ბევრს აინტერესებს და ვფირობ,  მალე გავიგებთ ამ კითხვებზე ყველა პასუხს, ლევან–რაინდის პოლიტიკური გუნდი და მისი შემდგომი ნაბიჯების შედეგად. პროქართველია, პრორუსია თუ პროდასავლელია? პროდასავლელი არ არის, რაც ჯერ მისი ქმედებებიდან და რიტორიკიდან ჩანს, მაგრამ რომელი „პროა“, გამოჩნდება. 16 მაისის აქციის შემდეგ ბევრ კითხვას გაეცემა პასუხი.

– ზოგი ამბობს, რომ ლევან ვასაძე, პატრიოტიზმს ამოფარებული ჩოხა–ახალუხიანი სატყუარაა და პოლიტიკაში გარკვეული ძალების სურვილით შემოვიდა. ამ გეგმის მიზანი კი ეროვნულ–კონსერვატიული ძალების დისკრედიტაცია, მარგინილიზაცია და მათი სახელის შელახვაა. ამ ვერსიაზე რას იტყვი?

– ვის სურს ამ ყველაფერის გაკეთება? ეროვნული ძალების დაქსაქსვა და დისკრედიტაცია? რუსეთს თუ დასავლეთს? ცხადია, დასავლეთს. დასავლეთი ებრძვის ჩვენს ეროვნულ ტრადიციებს, ღირებულებებს  და იმ ხალხს, ვინც მათ იცავს. არ ვიცი, არ გამოვრიცხავ არაფერს. ვასაძე გამოდის და იძახის, მე ვარ პატრიოტი, მე ვარ ეროვნული კაცი და ა.შ. დაველოდოთ, რა მოხდება. ორი–სამი კვირის მერე ბევრი რამ გამოჩნდება, ასე მგონია.

– ყველა ახალი, ეროვნულობაზე პრეტენზიის მქონე პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი ძალის  გამოჩენას დიდი სიფრთხილით ვეკიდები. გავიხსენებ „ქართულ მარშს“ – 10 000 კაციანი აქცია რომ გამართა აღმაშენებლის გამზირზე და გამოჩნდა, რომ მეტი ხალხის მობილიზებაც შეეძლო, უკვე საფრთხედ იქცა ხელისუფლებისათვის. ამის შემდეგ ჩაერია სუს–ი და დაშალა „ქართული მარში“. შეეცადა მოეხდინა „ქართული მარშის“ ლიდერების და ბევრისა მოახერხა კიდეც. ახლა ხელისუფლების საფრთხე რიონის ხეობის დამცველები არიან. სუს–ს ხომ არ სურს, ლევან ვასაძე და მისი გუნდი, ამ ხალხს დაუპირისპიროს, ლევან ვასაძის ეროვნულ ძალად მიჩნეულმა პოლიტიკურმა პარტიამ წამოიღოს „ნამახვანჰესის“ თემა და ამით, ამ ორ ეროვნულ ძალას შორის დაპირისპირება მოხდეს?

– არა მგონია, ლევან ვასაძემ „ნამახვანის“ თემის წამოღება შესძლოს. კი, ჰესის მოწინააღმდეგეთა ნაწილი დადგება მის გვერდით, მაგრამ უშუალოდ რიონის ხეობის დამცველები გვერდში რომ დაიყენო, ამას უზარმაზარი და დიდი ხნის სამუშაოები სჭირდება. უნდა გიცნობდეს ეს ხალხი, უნდა იცოდნენ, ვინ ხარ და რა გინდა, რომ გენდონ… რადგან ლევან ვასაძეა და კიდევ რაინდი, შენ გგონია ის ასი ათასობით კაცი მივა და გვერდში დაუდგება? არ დაუდგება. აგერ, ვარლამ გოლეთიანმა, განცხადება გააკეთა, ლევან ვასაძის მიერ დაგეგმილ 16 მაისის აქციას რიონის ხეობის დამცველები არ ვუერთდებით, ამ აქციის ორგანიზატორების დღის წესრიგისა და მესიჯბოქსების მისამართით, რიონის ხეობის მცველების მოძრაობას მნიშვნელოვანი აცდენა გაქვსო. ახლა მეტი რაღა უნდა ვთქვა ამ თემაზე, გოლეთიანმა თქვა სათქმელი.

რაც შეეხება სუს–ს, სუს–ის გარეშე არაფერი ხდება. სუს–მა დაანგრია „ქართული მარში“, ცალკეული ეროვნული ცნობიერების ადამიანების დისკრედიტაციაც მოახდინა, ათასი ჭორები და უბედურება მოუგონა ამ ხალხს და საზოგადოების დიდმა ნაწილმა დაიჯერა და გაერიდა მათ. ამიტომ გითხარი, სუს–ის გარეშე არაფერი ხდება ამ ქვეყანაში და მით უმეტეს, პოლიტიკაში. სუს–ის პრაქტიკიდან  და რაც ჩვენ ვიცით, იქიდან გამომდინარე, სუს–მა თუ მოისურვა, ლევან ვასაძეს მოკლე ხანში დასდებს ბეჭებზე, დიდი დრო არ დასჭირდება.  ყველაფერს გაუკეთებენ, რასაც მოისურვებენ, ყველა უმსგავსობას. ლევან ვასაძეზე მაგარ ბიჭებს მორევიან. ეს ქვეყნის უსაფრთხოების სამსახური  კი არ არის, ეს არის ჭორების, ჩათლახობების, გოთვერნობის, მამაძაღლობების, წესიერი ხალხის დისკრედიტაციის სამსახური. საშინაო დაზვერვა არ მუშაობს, საგარეო დაზვერვა არ მუშაობს და ქვეყნის რომელ უსაფრთხოებაზე ვლაპარაკობთ? თუ, ბოდიში და, ტრაკი არ გაქვთ მაგათთვის მიცემული, არც სამსახური გაქვს და არც მეტ–ნაკლებად მსხვილ ბიზნესშია შენი ადგილი. შეიძლება მშიერიც მოგკლან. თუ მაგათ ტრაკზე აკოცებ, მაშინ პარტიასაც დაგიარსებენ, ფულსაც მოგცემენ და სხვა სიკეთეებსაც. წესიერი ხალხი კი, ვინც მაგათ ტრაკზე არ კოცნის, ან ქვეყნიდან გარბის, ან შიმშილის პირას არის. სუს–ის საქმეა ქვეყნის არევა და გახლეჩვა, ხალხის ერთმანეთთან დაპირისპირება ამ გზით „ქართული ოცნებისთვის“ ხელისუფლების შენარჩუნება.  თავისი 9 წლიანი მმართველობის თავზე, „ქართულმა ოცნებამ“ ეს საშინელი რეალობა შექმნა.

თეგები: ლაშა ამირეჯიბი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025
რა არის ამერიკისა და ისრაელის საბოლოო მიზანი ირანთან დაკავშირებით? – რას უყევბა ,,ალიას” აშშ-დან კონრად ბაბუნაშვილი?
ახალი ამბები

რა არის ამერიკისა და ისრაელის საბოლოო მიზანი ირანთან დაკავშირებით? – რას უყევბა ,,ალიას” აშშ-დან კონრად ბაბუნაშვილი?

22:13 06-18-2025
ჩაჯდება, თუ არა, ივანიშვილი ციხეში? – “ახლა რეალურად გაგიხსნი კარტებს და თუ მაგარი გოგო ხარ, დაბეჭდე!” – შათირიშვილი
ახალი ამბები

ჩაჯდება, თუ არა, ივანიშვილი ციხეში? – “ახლა რეალურად გაგიხსნი კარტებს და თუ მაგარი გოგო ხარ, დაბეჭდე!” – შათირიშვილი

22:49 06-13-2025

ბიზნესი

თიბისიმ მდგრადი განვითარების მიმართულებით მთავარი მიღწევები წარადგინა
ახალი ამბები

თიბისიმ მდგრადი განვითარების მიმართულებით მთავარი მიღწევები წარადგინა

18:14 06-30-2025
ფრინველთა ხმებით სავსე სიმშვიდე – „საირმეს რეკრეაციული ფერმა“ ლევან ქობალიას ფოტოობიექტივში
ახალი ამბები

ფრინველთა ხმებით სავსე სიმშვიდე – „საირმეს რეკრეაციული ფერმა“ ლევან ქობალიას ფოტოობიექტივში

18:06 06-30-2025
თიბისის ბიზნესდაჯილდოების დასკვნითი ღონისძიება წელს განსხვავებული ფორმატით ჩატარდება
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესდაჯილდოების დასკვნითი ღონისძიება წელს განსხვავებული ფორმატით ჩატარდება

14:40 06-30-2025
ახალგაზრდა ბორჯღალოსნები იტალიაში გაემგზავრნენ – მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი იწყება – თიბისი
ახალი ამბები

ახალგაზრდა ბორჯღალოსნები იტალიაში გაემგზავრნენ – მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი იწყება – თიბისი

15:06 06-27-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved