სოციალური გვერდი “აფხაზური ამბები” აქვეყნებს ვიდეოს და წერს:
“ფილმის კადრებისთვის გამოყენებული რეალობა. ეს ყველა იმ ადამიანის ყოველდღიურობაა, რომლებიც ვცხოვრობთ ოკუპირებულ აფხაზეთში.
ეს კიდე შედარებით ნორმალური “შავი გზაა” სხვები ამაზე უარესია.
ვიდეო:Tamo Ardashelia.
#მეგადავცურეენგური”
“ალია” დაუკავშირდა გვერდის ადმინისტრაციას და გავარკვიეთ, რომ კადრები არ არის ახალი, ისინი უკვე ფილმშიც არის გამოყენებული და მათი გავრცელებით კონკრეტულ ადამიანებს პრობლემებს არ შევუქმნით. აქვე კიდევ ერთხელ გეტყვით იმასაც, რომ კადრები ნამდილად რეალურ სურათს გვიჩვენებს!
კომენტარები