• რეკლამა
  • კონტაქტი
02:32, კვირა, 1 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

(ვიდეო) – დედას სიღარიბის გამო 7 შვილი წაართვეს – “თავი გაწირა ანრიმ, ფიქრობდა, რომ ამით დაიბრუნებდა დედმამიშვილებს…”

ალია ავტორი - ალია
17:28 06-17-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
38

დედა, რომლის სახლიდან 7 შვილი წაიყვანა სოციალურმა სამსახურმა, დედა, რომელსაც ერთი შვილი, გარდაეცვალა, თავი მოიკლა, “ნანუკას შოუში” საუბრობს:

“2 თვის გამოყვანილი მყავდა საავადმყოფოდან, უნდა ყოფილიყო წონაში მომატებული… გულზე ჰქონდა ოპერაცია გაკეთებული… ვერ მოვუარე… ამ პირობებში ვერ ვაცხოვრებთ ამ ბავშვებსო, თქვეს… ისეთი შესაძლებლობა არ მქონდა, რომ ისეთი პირობები მიმეცა, მაგრამ რაც საშუალება მქონდა, ყველაფერს ვაკეთებდი. ამბობენ, რომ საჭმელს ვერ ვაჭმევდი ბავშვებს, ხორცი იყო, თუ რაც საჭირო იყო… ლანჩხუთში ვცხოვრობდი ამ დროს უკვე…

უკიდურეს მდგომარეობაში ვცხოვრობდით თბილისში და იქ არ გაუყვანიათ ბავშვები. გვქონდა დავა, არ მინდოდა ბავშვების დაცილება, სხვადასხვა ოჯახებში ცხოვრობენ. ჩემი მეუღლე წერდა განცხადებებს, მე ჩამომართვეს ბავშვების წამოყვანის უფლება. მომაწერინეს ხელი, რომ 18 წლამდე ბავშვებს ვერ გაიყვანთ… რომ მივდივარ განცხადების დასაწერად, მეუბნებიან, რომ არ მაქვს განცხადების დაწერის უფლებაც მშობელ დედას. 5 იყო ერთ ოჯახში და ორი მეორე ოჯახში. ჩავდიოდი ხშირად და მთხოვეს, პატარები არიან ბავშვები და ნუ ჩამოხვალ ხშირად, ტირიანო… ჩვენ რომ დაგვხმარებოდნენ, ანრი არ დამეღუპებოდა… წუხდა, ძალიან უნდოდა სახლში დაბრუნება.

რამდენჯერაც ჩავიდოდი, ბავშვები სულ მეკითხებოდნენ, დედა, რა ქენი, მოაგვარე სოციალურში საქმე? ჯერ მითხრეს, სახლი უნდა მოაწყო, თუ გინდა შვილები წაიყვანოო, მერე გვითხრეს, მეუღლემ სამსახური დაიწყოს და მერე გამოგატანთ შვილებსო… ანრი ახლოს ცხოვრობდა, ხშირად უშვებდა ჩვენთან მიმნდობი ოჯახი, მეუბნებოდა, რომ ვხედავდი, მოიწყენდა, ვხვდებოდი, რომ თქვენთან უნდოდაო, ანრი ხშირად მოდიოდა, რის გამოც, მიმნდობ ოჯახს ხშირად უწევდა კამათი სოციალურ სამსახურთან. ერთხელ მოვიდა და მითხრა, წავალ სამხედროში, დავბრუნდები და ოჯახს გავაერთიანებ, 19 წლის ასაკში კი დავქორწინდებიო, არ ვიცი, ერთ დღეში რა მოხდა… თავი გაწირა, ფიქრობდა, რომ ამით დაიბრუნებდა დედმამიშვილებს სახლში.

ჩემი უმცროსი შვილიც ხატავს, დახატა გალია, საიდანაც ჩიტები თავისუფლად გამოდიან… ანრიც დახატა ანგელოზის სახით.

ახლა ამ ტრაგედიის შემდეგ, 20 დღით მოიყვანეს ბავშვები და დღეს გავიდა ოცი დღე და მოსულა სოციალური სამსახური წასაყვანად.”

ნანუკას თქმით, თითო ბავშვის აღსაზრდელად მიმნდომ ოჯახს სახელმწიფო თვეში 500 ლარს უხდის, მაგალითად, ოჯახს, რომელთანაც ქალბატონის 5 შვილი იზრდება, სახელმწიფო 2500 ლარს უხდის.

თეგები: სიღატაკე საქართველოში

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

“ერთი ჩხვლეტით და გულის გაჩერების გარეშე” – როგორ ცვლის TAVI ხანდაზმული პაციენტების სიცოცხლეს
ახალი ამბები

“ერთი ჩხვლეტით და გულის გაჩერების გარეშე” – როგორ ცვლის TAVI ხანდაზმული პაციენტების სიცოცხლეს

18:54 10-30-2026
როდისაა მუცლის ტკივილი და წონაში კლება სერიოზული საფრთხის სიგნალი? – ინოვაცია გასტროენტეროლოგიაში
ახალი ამბები

როდისაა მუცლის ტკივილი და წონაში კლება სერიოზული საფრთხის სიგნალი? – ინოვაცია გასტროენტეროლოგიაში

16:55 10-30-2026
“დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის” იანვარი-ოქტომბერი 2026-ის საქმიანობის ანგარიში
ახალი ამბები

“დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის” იანვარი-ოქტომბერი 2026-ის საქმიანობის ანგარიში

14:43 10-30-2026
თიბისი საერთაშორისო STEM ოლიმპიადების მთავარი მხარდამჭერია
ახალი ამბები

თიბისი საერთაშორისო STEM ოლიმპიადების მთავარი მხარდამჭერია

13:44 10-30-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved