• რეკლამა
  • კონტაქტი
21:25, ორშაბათი, 31 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ვერ ვხედავ უკეთეს გამოსავალს, გარდა იმისა, რომ შევეგუოთ ივანიშვილის რეჟიმს” – დეკანოზი ილია ჭიღლაძე

ალია ავტორი - ალია
01:39 02-20-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
9,854

დეკანოზი ილია ჭიღლაძე:

ტრამპი ჩვენი (საქართველო-უკრაინის) კატასტროფა აღმოჩნდა.

ტრამპის ხელისუფლების პირობებში საქართველო, ისევე როგორც უკრაინა, ამერიკისგან განწირულია რუსეთის სფეროდ. ესე იგი ტყუილად არ უხაროდათ ქოცებს ტრამპის გამარჯვება.

ეს უდიდესი გეოპოლიტიკური კატასტროფაა და ივანიშვილი და პუტინი მოგებული სჩანს ამ ეტაპზე.

გამოსავალს ვერ ვხედავ. ევროპა სუსტია და მყიფე.

უნდა ვაღიაროთ რომ მირაჟული, მიუღწეველი ნატოსკენ გეზი იყო სასურველი, მაგრამ ცრუ სატყუარა და მირაჟი! რომელმაც ომები გამოიწვია. არა იმიტომ რომ რამე დავაშავეთ, არამედ იმიტომ რომ არ გავითვალისწინეთ აგრესიული მეზობლის კატეგორიული სურვილი (უარი ნატოზე) სუსტებმა და დაუცველებმა, თან იმ დროს როცა რეალურად ნატოს კარი დახურულია და მხოლოდ ცარიელი დაპირებები ისმის.

შედარებით რეალისტური და უსაფრთხო იყო ევროკავშირის გზა (რადგან ის ეკონომიკური კავშირია და არა სამხედრო). მაგრამ სჩანს, რომ
ამ ეტაპზე პუტინის ინსტრუქციით მოქმედმა ივანიშვილმა ეს გზაც გადაჭრა: საქართველო ისჯება ნატოში გაწევრიანების სურვილის გამო ევროკავშირში არ შესვლით.

საქართველო გახდა და რჩება რუსეთ-ირან-ჩინეთ-არაბეთის გავლენის სფეროდ და მარიონეტულ ქვეყანად ამ ეტაპზე.

ნატოზე ფიქრი უნდა მოვხსნათ დღის წესრიგიდან ქართველებმა, არა იმიტომ რომ ნატოში ყოფნა ცუდია, ძალიან კარგია, არამედ იმიტომ რომ უტოპიაა, ესე იგი მიუღწეველი ილუზიაა. ჩვენ არ გაგვიმართლა ისე, როგორც გაუმართლა ბალტიისპირეთს და აღმოსავლეთ ევროპის რიგ ქვეყნებს.

ევროკავშირის წევრობა რჩება სასურველ და შესაძლებელ უსაფრთხო ალბათობად. მაგრამ ივანიშვილის ხელში ეს არ მოხდება ისევ და ისევ პუტინის მითითებით.

ქართველი ერი შევიდა სიძულვილის და დაპირისპირების დიდ ჩიხში.

გამოსავალი რთულია.

საჭიროების შემთხვევაში პუტინის მიერ საქართველოს ოკუპაცია სრულიად რეალისტური სჩანს. ტრამპის ამერიკის იმედი არ უნდა გვქონდეს, ევროპა კი დასუსტებულია.

ამიტომ მე ვერ ვხედავ უკეთეს გამოსავალს, გარდა იმისა, რომ შევეგუოთ ივანიშვილის რეჟიმს და საქმიან და კორექტულ დიალოგში შევიდეთ საქართველოს უკეთესო აწმყოსა და მომავლისათვის არსებულ გარემოებათა გათვალისწინებით.

მეზიზღება ივანიშვილიც, კალაძეც, პაპუაშვილიც, მდინარაძეც, წულუკიანიც და ყველა ქოცი, მაგრამ განწყობებზე და გრძნობებზე წინ უნდა დავაყენოთ სამშობლო საქართველო და ქართველი ერის უსაფრთხოება.

ძალიან ბევრს არ მოგეწონებათ, რაც დავწერე, ალბათ პესიმიზმს და ფრუსტრაციას დაინახავთ. მაგრამ ფაქტია, ამ მოჯადოებული გაუსაძლისი წრიდან და ჩიხიდან უნდა გამოვიდეს ქართველი ერი, ხოლო პოლიტიკური რეალობა ძალიან მწარეა და დასანახია მთელი სრულყოფილებით და პასუხისმგებლობით.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

წინანდლის ფესტივალი
ახალი ამბები

ქართველი არტისტები წინანდლის ფესტივალზე

15:28 08-31-2026
ქობულეთი, ბათუმი თუ ურეკი: სად ჯობია ბინის ყიდვა?
ახალი ამბები

ქობულეთი, ბათუმი თუ ურეკი: სად ჯობია ბინის ყიდვა?

13:28 08-31-2026
YouTube პოდკასტის „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი გულშემატკივრობის ფენომენს ეთმობა – თიბისი
ახალი ამბები

YouTube პოდკასტის „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი გულშემატკივრობის ფენომენს ეთმობა – თიბისი

13:24 08-31-2026
სილქფესტის ულიმიტო და სხვა პირობებს სპეციალურ ფასად ჩაირთავს მომხმარებელი
ახალი ამბები

სილქფესტის ულიმიტო და სხვა პირობებს სპეციალურ ფასად ჩაირთავს მომხმარებელი

13:14 08-31-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved