• რეკლამა
  • კონტაქტი
21:46, კვირა, 26 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ვაკეთებდით მოლოტოვის კოქტეილებს? მზად ვიყავით მეტროებში გასათენებლად? მოპარავდნენ ჩვენი ლოტკინელი ბოშები რუსებს ტანკს?” – ზვიად კორძაძე

ალია ავტორი - ალია
04:19 03-07-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
2,054

პროფესორი, ზვიად კორძაძე:

“ის რაც უკრაინაში ხდება შეიძლება იგივე მასშტაბით მომხდარიყო საქართველოში, რომ არ შემდგარიყო მოლაპარაკებები 2008 წელს.
ახლა კითხვები. (ჯარს და სამხედროებს არ ეხება)
პირველ პირში დავწერ ვინმეს ტონი დიდაქტიკური და დამრიგებლური რომ არ მოეჩვენოს:
1. ვაკეთებდით თბილისში, ქუთაისში და სხვა ქალაქებში მოლოტოვის კოქტეილებს მტრის მოლოდინში;
2. ვაგებდით ბარიკადებს?
3. მზად ვიყავით მეტროებში ღამის გასათენებლად?
4. ვუყურებდით შემოჭრილ რუსებს როგორც მტერს, თუ არაყსაც ვყიდდით ახალგორის გადასახვევთან მათზე, მაშინ როცა ჩვენი ბიჭები იბრძოდნენ?
5. ვაბარებდით მასიურად სისხლს?
6. ვაკეთებდით ქალაქებში და უბნებში თვითორგანიზებას მტრის დასახვედრად.
7.მზად ვიყავით თბილისის დასაბომბად?
8. მოპარავდნენ ჩვენი ლოტკინელი ბოშები რუსებს ტანკს?
9. დავუბამდით ტრაქტორს რუსულ 15 მილიონიან სამხედრო ტექნიკას და ავაცლიდით რუსებს?
კითხვები შეგიძლიათ გააგეძელოთ იმის მიხედვით რა მოგწონთ უკრაინელების ქცევაში.
ამ კითხვებზე პასუხი მნიშვნელოვანია არა წარსულის შესაფასებლად არამედ მომავლისთვის, რადგან ნებისმიერ დროს შეიძლება იგივე განმეორდეს, რადგან რუსეთს არავინ არსად არ გადაიტანს.
ხშირად მხვდება ფრაზა ფეისბუკზე უკრაინელების ამა თუ იმ გმირობით აღფრთოვანებული : ,, არა ამ ერს ომს ვერ მოუგებ”
არავინ წერს ჯარსო, მთავრობასო, ერს ვერ მოიგებო.
ითქმის იგივე ჩვენზე? წინა თუ ახლანდელ მთავრობასთან კითხვები და პრეტენზიები რომ გვაქვს, საზოგადოება, ერი მოსახლეობა რისთვის არის მზად? რა უნდა?
ხომ არ დადგა დრო ეს კითხვები და პრეტენზიები ჯერ საკუთარ თავებს, ჩვენ საზოგადოებას დავუსვათ და მერე მოვკითხოთ მთავრობებს და ხელისუფლებებს?
რამე ისეთი ხომ არ გვჭირს რაც ძირშია ჯერ გამოსასწორებელი და მერე კენწეროში?
ვართ ერი, რომელზეც იტყვიან რომ იმსახურებს?! თუ სხვის ნაომარზე დაძალებული განცხადების შემტან ერად ვიქეცით, რომელიც სხვისი პრეზიდენტებითაა აღფრთოვანებული?!
კონსტანტინე გამსახურდია ასე პასუხობდა ამგვარ კითხვებს:
,,თუ მთელმა ერმა გამარჯვება არ მოინდომა, მაკედონელიც ვერ უშველის, რადგან ჯერ არსად გაუმარჯვნიათ მშიშარებსა და მსტოვარებს.”
თეგები: ზვიად კორძაძერუსეთ-უკრაინის ომი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

თიბისი კონცეპტმა ინოლა გურგულიას შემოქმედებას ახალი სიცოცხლე შესძინა
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტმა ინოლა გურგულიას შემოქმედებას ახალი სიცოცხლე შესძინა

16:18 07-25-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

18:38 07-24-2026
კიდევ ერთი გამარტივებული პროცესი თიბისისგან თვითდასაქმებულებისთვის
ბიზნესი

კიდევ ერთი გამარტივებული პროცესი თიბისისგან თვითდასაქმებულებისთვის

16:33 07-24-2026
ბიზნესის დარეგისტრირება უკვე თიბისის ფილიალშია შესაძლებელი
ახალი ამბები

ბიზნესის დარეგისტრირება უკვე თიბისის ფილიალშია შესაძლებელი

13:48 07-24-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved