• რეკლამა
  • კონტაქტი
00:25, ხუთშაბათი, 18 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ვადამდელი უნდა დაინიშნოს თუ არა, ეს შარლ მიშელის გადასაწყვეტი არ არის – ალეკო ელისაშვილი

ალია ავტორი - ალია
18:02 03-02-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
47

დეპუტატმა, პარტია „მოქალაქეების“ წევრმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა:

„კონკრეტულ პოლიტიკურ ნაბიჯებზე არ იყო შეთანხმება. ოთახიდან რომ გავდიოდით, ორივე მხარემ ერთმანეთს სიტყვა მივეცით, რომ შეწყდებოდა პროვოკაციული ქმედებები, გამონათქვამები და კონფრონტაციული მიმართვები, მოხდებოდა ტონის დაწევა. ვინ უნდა გამოვიდეს ციხიდან, ვინ არა და როგორ უნდა მოხდეს რეფორმა, კონკრეტულ საკითხებზე არ შევთანხმებულვართ. შეთანხმება იყო იმაზე, რომ ერთმანეთისკენ ნაბიჯები გადაიდგმებოდა. სამწუხაროდ, დღეს ვხედავთ 180 გრადუსით შეცვლილ რეალობას – დილით ოპოზიციის მხრიდან შეურაცხმყოფელი შეძახილებით ვიღვიძებთ და შემდეგ თავის ლიანდაგებს დაუბრუნდა ირაკლი ღარიბაშვილი. ეს არის ძალიან ცუდი. სულ მცირე ევროპელი მაღალჩინოსნისთვის მიცემულ სიტყვას მაინც უნდა გავფრთხილებოდით. მოდით, ჩავთვალოთ, დღეს რაღაც გაუგებრობა იყო და გვიან ღამით დასრულებული შეხვედრის შემდეგ ვერ გავიაზრეთ, რაზე შევთანხმდით, მაგრამ თავი უნდა შევიკავოთ, თუ ეს ქვეყანა მართლა გვაღელვებს.

მოწოდება იყო, რომ პანდემიისა და შეცვლილი გეოპოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით, ამ ქვეყნის ბედი თუ გვანაღვლებს, კიდევ უფრო მძაფრი უნდა იყოს ჩვენი პოზიცია მოლაპარაკებებზე და შეთანხმებაზე. ძალიან არადიპლომატიური და გულახდილი საუბარი იყო. ეს ადამიანი ყველაფერს ხვდებოდა, ყველა ნიუანსში ჩახედული იყო, არ იყო უბრალოდ ციდან ჩამოფრენილი მოღიმარი უცხოელი. მისი მხრიდან ერთადერთი თხოვნა იყო, დასხედით და დაილაპარაკეთ, შეთანხმდით, ამისთვის ტონს დაუწიეთ, მუშტების ბრახუნი არ გინდათო. ამ კაცის ნათქვამზე ორივე მხრიდან დასტური იყო, მაგრამ რომ დაღამდა და გათენდა, ორივე მხრიდან სხვა რამე დაიწყო.

თხოვნა იყო, მოდით, წითელი ხაზებით ნუ დაიწყებთ საუბარსო, თქვით, რას ფიქრობთ, მთავარი პრობლემა რა არისო. ამაზე იყო აზრთა გაცვლა-გამოცვლა. ვადამდელი უნდა დაინიშნოს თუ არა, ეს ევროპელი პოლიტიკოსის გადასაწყვეტი არ არის“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

თეგები: ალეკო ელისაშვილიშარლ მიშელი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

ტირტირი - K-Beauty
ახალი ამბები

რატომ არის ტირტირი K-Beauty-ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრენდი?

20:01 06-17-2026
ბინები ქობულეთში
ახალი ამბები

ბინები ქობულეთში – რატომ იზრდება მოთხოვნა და ღირს თუ არა ინვესტირება?

14:57 06-17-2026
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის ბალეტის ფესტივალს
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის ბალეტის ფესტივალს

14:50 06-17-2026
იფრთხილე – ენერგო–პრო–ჯორჯია
ახალი ამბები

“იფრთხილე” – რა სამუშაოების უსაფრთხოდ დაგეგმვაში გეხმარება “ენერგო–პრო–ჯორჯია”? – ვიდეო

14:38 06-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved