• რეკლამა
  • კონტაქტი
16:38, ორშაბათი, 4 მაისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“უნდა ვიპოვოთ კომპრომისი, რომლითაც საქართველოს ახლა მივანიჭებთ სტატუსს, მისი უკან წაღების შესაძლებლობით” – კრამონი

ალია ავტორი - ალია
19:08 09-07-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
195

გერმანელმა ევროპარლამენტარმა, ვიოლა ფონ კრამონმა „საქართველოს რადიოსთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა:

 

„ევროკავშირში გაწევრიანების დაჩქარებული გზა არ არსებობს. ყველაზე სწრაფად ევროკავშირში, ამ ორგანიზაციის ისტორიაში, ფინეთი გაწევრიანდა. ამას დასჭირდა 3,5 წელიწადი. ფინეთი პატარა ქვეყანაა, ის დემოკრატიული სახელმწიფოა და კარგი მმართველობა აქვს. იმის თქმა მსურს, რომ ფინეთის შემთხვევაში ყველა პირობა იყო დაკმაყოფილებული და მიუხედავად ამისა, გაწევრიანების პროცესს 3,5 წელიწადი დასჭირდა. ახლა წარმოვიდგინოთ ისეთი ქვეყნები, როგორიცაა საქართველო, მოლდოვა და უკრაინა, ასევე დასავლეთ ბალკანეთის სახელმწიფოები, სადაც არსებობს ინსტიტუტების დანაკლისი, განვითარების შესაძლებლობები ნაკლებია ინსტიტუტების შიგნით, ევროკავშირის კანონმდებლობა, რომელთან შესაბამისობაშიც უნდა მოვიდეს კანდიდატი ქვეყნების კანონმდებლობა, ყოვლისმომცველი, რთული და ტექნიკურია. ასე რომ, ამის გაკეთება რამდენიმე კვირაში შეუძლებელია. ამას სჭირდება დიდი სამუშაოს ჩატარება. რაც შეეხება ვადებს, თუ ჩვენ შედეგს მივაღწევთ შვიდ წელიწადში, ეს იქნება დიდებული. ეს ჩაითვლება სწრაფ პროცესად. მე განვიხილავდი 10 წელიწადს, რაც უფრო რეალურია. თუ შარლ მიშელი საუბრობს შვიდ წელიწადზე, მაშინ მე ოდნავ გავზრდიდი მოლოდინს, მაგრამ მეტად რეალისტურად მივუდგებოდი, რადგან გაწევრიანების პროცესი შესაძლოა, უფრო დიდხანს გაგრძელდეს, რაც დაკავშირებულია ევროკავშირის მიერ დაწესებული მოთხოვნების შესრულებასთან, ასევე, კანდიდატ ქვეყნებში პოლიტიკურ განვითარებასთან.

ვფიქრობ, საჭიროა, რომ საქართველომ ევროკავშირის 12-ვე რეკომენდაცია შეასრულოს, მაგრამ როგორც მე წარმომიდგენია, და ეს არ გახლავთ არც გერმანიის მთავრობის და არც ევროპარლამენტის პოზიცია, ჩვენ უნდა ვიპოვოთ კომპრომისი, რომლითაც საქართველოს ახლა მივანიჭებთ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს, მისი უკან წაღების შესაძლებლობით და შემდეგ ვიმუშავებთ 2-3 წლის განმავლობაში. თუ პირობები არ შესრულდება, შემდეგ მოვიძიებთ გზას, რომ კანდიდატის სტატუსი უკან წავიღოთ. ამჟამად ევროკავშირის შეთანხმებაში ასეთი მუხლი არ არსებობს და ჩვენ უნდა გადავხედოთ, როგორ შეიძლება ამის გაკეთება.

ამასთან, მე ვერ ვიტყოდი, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის წინ წასაწევად საკმარისი იქნება ერთი რომელიმე კონკრეტული რეფორმის შესრულება. ჩემი აზრით, ყველაფერი მნიშვნელოვანია – დეოლიგარქიზაცია, საზოგადოების დეპოლარიზაცია, რა თქმა უნდა, სასამართლო რეფორმა, პლურალიზმი პარლამენტში და ა.შ. თუმცა, ამ მხრივ მცირე პროგრესი ვიხილეთ. შეიძლება, ზოგიერთმა ასევე იფიქროს, რომ მმართველი პარტია არ არის ძალიან მოწადინებული, მიიღოს კანდიდატის სტატუსი, მაგრამ ნიშნავს თუ არა ეს, რომ მთელი ქვეყანა მძევალი უნდა გახდეს? მე ვიტყოდი – არა. ვნახოთ, რა მოხდება. დრო კიდევ არის. ახლა სექტემბრის დასაწყისია, სულ ცოტა ხანში საქართველოში ევროკომისიის წარმომადგენლები ჩამოვლენ და გაესაუბრებიან საქართველოს მთავრობას. ანგარიში დასრულებული იქნება ოქტომბერში. ასე რომ, გაუმჯობესებისთვის კიდევ არის დრო. იმედი მაქვს, რომ ჩვენ ვიხილავთ საქართველოს ევროკავშირის წევრად უახლოეს მომავალში. მანამდე შესაძლოა, დაბრკოლებები გვქონდეს. ვშიშობ, რომ ჩვენ ახლა ასეთი დაბრკოლებებით აღსავსე პერიოდში ვართ, მაგრამ ჩვენ არ უნდა დავკარგოთ ამ ქვეყნის გრძელვადიანი პერსპექტივა“

 

ცნობისთვის, 25 აგვისტოს, პოლიტოლოგი, გია ხუხაშვილი წერდა, რომ ყველაზე რეალისტური იქნება “ვადიანი სტატუსის” მონიჭება პირობების დათქმით, რომლის შესაბამის ვადებში არშესრულების შემთხვევაშიც, სტატუსი შეგვიჩერდება.”

“ყველაზე რეალისტური სცენარია “ვადიანი სტატუსი”, პირობების დათქმით” – ხუხაშვილი

თეგები: ვიოლა ფონ კრამონი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026
,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა უზბეკეთის საინვესტიციო გარემოს შესახებ მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა უზბეკეთის საინვესტიციო გარემოს შესახებ მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:46 05-01-2026
“პირველი ერთი თვე ოპერაციიდან ვიყავი ეიფორიაში, შოკში” – პაციენტის ისტორია
ახალი ამბები

“პირველი ერთი თვე ოპერაციიდან ვიყავი ეიფორიაში, შოკში” – პაციენტის ისტორია

20:29 04-30-2026
როგორ უნდა აირიდო თავიდან ინფარქტი? – ჩუმი ნიშნები და კვლევის “ოქროს სტანდარტი”
ახალი ამბები

როგორ უნდა აირიდო თავიდან ინფარქტი? – ჩუმი ნიშნები და კვლევის “ოქროს სტანდარტი”

16:26 04-30-2026
თიბისის მხარდაჭერით, თბილისში შვეიცარიული საერთაშორისო სკოლების ქსელი გაიხსნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, თბილისში შვეიცარიული საერთაშორისო სკოლების ქსელი გაიხსნა

14:38 04-30-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved