• რეკლამა
  • კონტაქტი
07:56, ხუთშაბათი, 18 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“უნდა ველოდოთ დიდ გარღვევას” – სააკაშვილი

ალია ავტორი - ალია
18:37 09-16-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
138

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ვივამედიდან გავრცელებულ მორიგ განცხადებაში წერს:

მხოლოდ ერთი კვირის განმავლობაში უკრაინამ დაიბრუნა მანამდე რუსეთის ჯარით გაძეძგილი 8000 კვ/კმ ტერიტორია, მხოლოდ ხარკოვის მთლიანად გათავისუფლებულ ოლქში 300-ზე მეტი დასახლებული პუნქტი და აღადგინა კონტროლი რუსეთთან საზღვარზე. ეს უტოლდება რამდენიმე ცხინვალის რეგიონს ან პრაქტიკულად მთელს აფხაზეთს.

ლუგანსკის საოკუპაციო ხელისუფლებამ გუშინ ოფიციალურად აღიარა, რომ ამ ოლქში, რომელიც მანამდე მთლიანად დაკარგულად ითვლებოდა, მიმდინარეობს აქტიური საომარი მოქმედებები. სარაკეტო დარტყმები კრივოი როგზე ემსახურებოდა სამხრეთზე შეტევის შენელებას. ეს ნიშნავს, რომ უკრაინელები სამხრეთს ორივე მიმართულებით უტევენ. მარჯვნიდან და მარცხნიდან აქაც უნდა ველოდოთ დიდ გარღვევას. გერმანიამ როგორც იქნა დააჩქარა არტილერიულ საზენიტო დანადგარების მიწოდება და ახლა აქტიურად იხილავს ტანკების მიწოდების საკითხს. რუსებმა შეაჩერეს ახალი რეზერვების გადასროლა უკრაინაში, სავარაუდოდ ვერ დაკომპლექტების გამო.

პირველად, მრავალი წლის განმავლობაში, რუსეთი ვეღარ ავსებს ბიუჯეტს, მიუხედავად ენერგომატარებლებზე ფასების ზრდისა. ამერიკელების შეფასებით წელს რუსეთის ერთიანი ეროვნული პროდუქტი დაეცემა 15%-ით, რაც ყველაზე დიდი ვარდნაა უშუალოდ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ. საბიუჯეტო პრობლემები აქვს უკრაინასაც, მაგრამ იქ ბიუჯეტს ავსებს დასავლეთი და საერთაშორისო ორგანიზაციები. რუსი ტურისტების არსებობა ევროპაში უკვე შემცირდა 9-ჯერ. აი, ასე ხდება ხოლმე, როცა მთელ დემოკრატიულ სამყაროს უცხადებ ომს.

P.S ხვალ ამერიკა აცხადებს სამხედრო დახმარების მორიგ პაკეტს, სავარაუდოდ მილიარდ დოლარამდე. ხოლო პირველი ოქტომბრიდან ეს დახმარება მრავალგზის გაიზრდება ლენდ-ლიზის მეშვეობით.

თეგები: მიხეილ სააკაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

ტირტირი - K-Beauty
ახალი ამბები

რატომ არის ტირტირი K-Beauty-ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრენდი?

20:01 06-17-2026
ბინები ქობულეთში
ახალი ამბები

ბინები ქობულეთში – რატომ იზრდება მოთხოვნა და ღირს თუ არა ინვესტირება?

14:57 06-17-2026
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის ბალეტის ფესტივალს
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის ბალეტის ფესტივალს

14:50 06-17-2026
იფრთხილე – ენერგო–პრო–ჯორჯია
ახალი ამბები

“იფრთხილე” – რა სამუშაოების უსაფრთხოდ დაგეგმვაში გეხმარება “ენერგო–პრო–ჯორჯია”? – ვიდეო

14:38 06-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved