• რეკლამა
  • კონტაქტი
08:20, კვირა, 9 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“იფრთხილე” – რა სამუშაოების უსაფრთხოდ დაგეგმვაში გეხმარება “ენერგო–პრო–ჯორჯია”? – ვიდეო

შენი სიცოცხლე შენს ხელშია!

ალია ავტორი - ალია
14:38 06-17-2026
- ახალი ამბები, ბიზნესი, მთავარი
A A
0
იფრთხილე – ენერგო–პრო–ჯორჯია
Facebook-ზე გაზიარება
53

თითქმის ნებისმიერ სფეროში გხვდება ე.წ. ხაფანგები, გამონაკლისები, უკუჩვენებები – ენერგოსისტემაში კი ყველაფერი მარტივადაა, – წესები უნდა დაიცვა. როცა დაინახავ, ელექტრო სადენი წყალშია ჩავარდნილი, მერე არ უნდა გიწევდეს დაგუგვლა – რა ვქნა, თუ ელექტრო სადენი წყალში ჩავარდა? ან ვის დავურეკო ელექტრო ავარიისას? კი, ვიცი, ბევრი თქვენგანი, სულაც “პროვოდს” ჩაწერთ, ძველი ჩვევით, და ალბათობა იმისა, რომ გუგლი სწორ პასუხებს გიპოვნით და მოგაწვდით, კიდევ უფრო მცირდება. იფრთხილე – ენერგო–პრო–ჯორჯია კიდევ ერთ კამპანიას იწყებს, სადაც კონკრეტული მაგალითებს განიხილავს და ისე ხსნის უსაფრთხოების წესებს.

ამ წესების დაცვა პირდაპირ დამოკიდებულია უსაფრთხოებასთან, სიცოცხლესთან, ჯანმრთელობასთან. მესმის, რომ წესების დაზეპირება არ არის სახალისო საქმე, მაგრამ ჯერ ერთი, საფრთხეზე სახალისო მაინცაა და მეორეც, კომპანია გვიმარტივებს დამახსოვრებას და ვიდეოების სახით გვაწვდის ძირითად ინფორმაციას.

ისე, ვიდეოს უყურებთ, უსმენთ, თუ ორივე? თუ უსმენთ, კიდევ ერთი სიურპრიზი დაგხვდებათ (კი, “გასპოილერებთ”) – ვიდეოში, უსაფრთხოების წესებს გვიყვება ყველასთვის საყვარელი, ბუმბერაზი მსახიობი ზურაბ ყიფშიძე. ვისაც ზურას საოცარი ხმა მონატრებული აქვს, – ის, ალბათ, გადახვევის ფუნქციას არაერთხელ გამოიყენებს.

მოკლედ, ვიზუალური ეფექტი, ხმა, უფრო სწორედ, ზურაბ ყიფშიძის ხმა და ტექსტი ერთად, – საოცრად ამარტივებს დამახსოვრებას. თავის დროზე გეომეტრია ამ გზით რომ ესწავლებინათ, მეცნიერი გამოვიდოდი და არა – ბლოგერი.

მაშ, ასე, “იფრთხილე”, ენერგო–პრო–ჯორჯია, ზურაბ ყიფშიძის ხმა და ელექტროუსაფრთხოება:

ელეტროგადამცემი ხაზების საყრდენი

ელექტროგადამცემი ხაზების საყრდენები, ე.წ. ბოძები, ბევრს უსაფრთხო ჰგონია, რადგან ბევრჯერ დაუნახავს, მასზე როგორ ადის ადამიანი, ოღონდ, ეს ადამიანი რომ პროფესიონალია და ამ ერთ კონკრეტულ საყრდენზე, ამ ერთი კონკრეტული ადამიანის მშვიდობიანად ასვლას და ჩამოსვლას, რამდენიმე სამსახური რომ კურირებს და ამოწმებს – ამაზე ნაკლებად ფიქრობს.

რა საფრთხეს შეიცავს ელექტრო ბოძზე ასვლა:

დიდი ზომის ტვირთის გადატანა

ძალიან ბევრი თვლის, რომ აგერ – ტვირთი, აი, – მანქანა, ცოტაც მუშები და ეგაა, – “გავედით”. ოღონდ, ტვირთის გადატანას თავისი წესები აქვს და ერთი გადაცდომა, სამანქანე გზაზე თან, არამხოლოდ საკუთარი სიცოცხლისთვისაა საფრთხე, არამედ, გარშემომყოფებისთვის. ასეთ დროს, სამწუხაროდ, მაღალია, აფეთქების საფრთხეც.

რა შემთხვევაში უნდა დაუკავშირდე ელექტროქსელის კომპანიას, ტვირთის გადაზიდვამდე?

;

სამშენებლო, სარემონტო სამუშაოები და ელექტროუსაფრთხოება

მშენებლობა, მონტაჟი, კონსტრუქციებზე მუშაობა, ასაფეთქებელი სამუშაოები – ეს ის შემთხვევებია, როცა კრიტიკულად აუცილებელია ელექტროუსაფრთხოების წესების დაცვა!

– ყველაფერს ვიცავთ და ერთ, მცირე დარღვევას რა უჭირს? – არა, ეს ის შემთხვევაა, როცა ერთი მცირე კი არა, უმცირესი დარღვევაც კი, ფატალური შეიძლება აღმოჩნდეს! მცირე ნაპერწკალმა – შეიძლება ხანძარი გამოიწვიოს და ერთმა, წამიერმა შეხებამაც კი, სამშენებლო ტექნიკისა და ელექტროხაზების – დიდი აფეთქება.

მესმის, რომ ჩვენ ის თაობა ვართ, ჩართულ ტელევიზორს რომ ხელს, მუშტს ვურტყამდით ხოლმე, რათა ხმა, ან ჩვენება გასწორებულიყო, მაგრამ ის თაობაც ვართ, ასობით უბედური შემთხვევის გახსენება რომ შეგვიძლია ბავშვობიდან, სამწუხაროდ. ამიტომ რაც მალე დავიხსომებთ, რომ ელექტროწესების დაცვას არ აქვს ალტერნატივა, მით უკეთესი ჩვენთვის, ჩვენი შვილებისთვის, ჩვენი ოჯახების და ბიზნესის უსაფრთხოებისთვის.

რა შემთხვევაში უნდა დაგეგმო მშენებლობა, მონტაჟი თუ რემონტი, ელექტროქსელის კომპანიასთან ერთად?

 

ელექტროუსაფრთხოება ბანაობისა და თევზაობისას

სადაც წყალია, ყველგან როდი შეიძლება ბანაობა და სადაც წყალია და თანაც თევზი – ყველგან როდია უსაფრთხო თევზაობა. ორივე კარგი, სახალისო აქტივობაა, ოღონდ, დიდი სიფრთხილით უნდა შეირჩეს საამისოდ ადგილი. ანკესის ერთი შეხებაც კი, ელექტრო ხაზთან როგორი საშიშია სიცოცხლისთვის და არანაკლებია, ელექტრო ველის გავლენის ზონაში მოხვედრა.

როგორ შევარჩიოთ ელექტროუსაფრთხო გარემო თევზაობისა და ბანაობისას:

 

 

ფინანსური უსაფრთხოება

როგორც ხედავთ, ელექტროუსაფრთხოების წესების დაცვით, რეალურია, რომ შენი სიცოცხლე შენს ხელთ იყოს! და ჯანმრთელობისა და სიცოცხლის უფლებისთვის – ამ მარტივი, ბაზისური წესების დასწავლას უდიდესი მნიშვნელობა აქვს.

ბონუსად, ფინანსურ უსაფრთხოებაზეც დავწერ რამდენიმე წინადადებას, რადგან ეს სწორედ ის საკითხია, სადაც “ხაფანგებს” გვახვედრებენ თაღლითები. აქაც საჭიროა – “იფრთხილე”!

თუ სახლის კარზე დაგიკაკუნებენ პირები, რომლებსაც შესაძლოა, კომპანიის ფორმაც კი ეცვათ და გეტყვიან, რომ ელექტროენერგიის მრიცხველი უნდა შეგიცვალონ, ამისთვის კი თქვენი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი მოითხოვეს, ან ზეპირად გთხოვეს პირადი ინფორმაციას გადაცემა – დარეკეთ „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ცხელ ხაზზე.

დაიმახსოვრეთ:

ენერგო–პრო–ჯორჯია მსგავსი ფორმით არ ითხოვს პერსონალურ მონაცემს, ამიტომ არ გადასცეთ უცნობ პირებს პირადი ინფორმაცია.

 

თეგები: იფრთხილე – ენერგო–პრო–ჯორჯია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი
ახალი ამბები

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი

14:48 08-05-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი
ახალი ამბები

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი

13:05 08-06-2026
თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია
ახალი ამბები

თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია

14:49 08-05-2026
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო

13:02 08-05-2026
მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
ახალი ამბები

მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს

12:55 08-05-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved