დღეს საღამოს ტრაგედია მოხდა ზუგდიდში, პუშკინის ქუჩაზე, სადაც ადგილობრივი მცხოვრები მანქანას თავის ჭიშკართან აჩერებდა – ამავე ქუჩაზე გადაჭარბებული სიჩქარით მომავალმა სხვა ავტომანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და გაჩერებულ მანქანას მაშინ დაეჯახა, როცა იქედან მძღოლი გადმოდიოდა.
ავარიის შედეგად ორივე მანქანას ცეცხლი წაეკიდა, ადგილზე მეხანძრე-მაშველები იმყოფებოდნენ, ადამიანი რომელიც სახლთან მანქანას აჩერებდა ადგილზე გარდაიცვალა.
კომენტარები