• რეკლამა
  • კონტაქტი
06:13, ხუთშაბათი, 17 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“წუილი, როგორც ჭეშმარიტ წუილს ეკადრება, ეფუძნება ტყუილს” – “ისტორიული და ისტერიული საქმეები” – გიორგი კეკელიძე

ალია ავტორი - ალია
19:21 12-12-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
759

მწერალი, ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, გიორგი კეკელიძე:

ზოგჯერ მეუბნებიან, რომ რაღაც წრეების ქვესახეობები წუხან იმ წიგნის (,,კვარას საქართველო” – აკა მორჩილაძის და დიეგო მარადონა ჯუნიორის წინასიტყვაობებით) გამო, რომელიც მალე იტალიაში წარსდგება ან ზოგადად წუხან და წუიან. წუილი, როგორც ჭეშმარიტ წუილს ეკადრება, ეფუძნება ტყუილს, ტყუილი კიდევ სხვა რამეს და ასე შემდეგ.

საკუთრივ ეს წიგნი, ხვიჩას დღევანდელ მნიშვნელოვან სახელზე დაყრდნობით საქართველოს შესახებ იტალიელებისთვის ცოტა რამის თქმის მიზეზით დაიწერა – საქართველოშიც რომ ეროვნულ ბესტსელერად იქცა, ჩემი ბრალი არ არის.

ყველა დიდ უცხოურ გამოცემასთან ინტერვიუში – ისინიც ინტერესდებიან და მეც ვპასუხობ, რომ ფრაგმენტულად ჩვენს ქვეყანაზეა ეს ტექსტი, მის კუთხეებზე, ადამიანებზე, კულტურაზე, ფეხბურთზე, ოკუპაციაზე და აუცილებელ ადგილზე ევროპაში.

და რახან პასუხი ადვილია, მერე ეს ჩვენებური ,,კრიტიკოსები” ცდილობენ, ერთმანეთი დაარწმუნონ, თითქოს ეგ არის ერთადერთი საქმე, რასაც ვაკეთებთ. მაგრამ აგერ – მხოლოდ იტალია, სხვა მშობლიურ ამბებზე რომ არაფერი ვთქვათ:

აქამდე ქართული სამკითხველოები გავხსენით რომში, რეჯო-კალაბრიაში, მილანში, პრატოში, ნეაპოლში – მალე გაიხსნება კვლავაც რომში (ამჯერად ცენტრალურ ბიბლიოთეკაში), ბარიში, ფლორენციაში, ემპოლიში. გავაფორმეთ ისტორიული შეთანხმება ვატიკანის ბიბლიოთეკასთან და გავხსენით უნიკალური არქივები.
უპასუხებ და ცდილობენ ერთმანეთი მოატყუონ, რომ თითქოს ეს იყოს ჩემი ერთადერთი სამწერლო ნაშრომი მხოლოდ, თითქოს ახლახან ამ წიგნის პარალელურად ბოლო წლების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პოეტური კრებული #ახალისიმღერები არ გამომეცეს და წინ კიდევ ბევრი წიგნია, ბევრი პროექტი და ბევრი საქმე.

ესენი კი ცდილობენ, რომ…ცდილობენ, რომ…ცდილობენ, რომ.. ცდილობენ, რომ… და პასუხი ყველგან არის – ზუსტი და მკაცრი.

,,სად განისვენოს სულმა, სით მიიდრიკოს თავი?”

აცდენა ერთი ასოა – ჩვენი საქმეები ისტორიულია, მათი – ისტერიული.

საკუთარ ხუთასკაციან უმორალო კვადრატს აწყდებიან და მის მიღმა ვერ გაესვლებათ. ოდესღაც, მაგ მცირე ხალხს, თითქმის ყველას, სათითაოდ ჰქონდა კავშირი ჩემთან, ქებაც მოუძღვნიათ, ხელიც გამიმართავს, მაგრამ მერე დადგა დრო, როცა აუტანელი გავხდი მათთვის და ეს ბუნებრივია. მესმის, ძალიან კარგად მესმის და კი, გეთანხმებით, ღრმად უინტერესო და ცოტა სევდიანია ეს ამბავი, მაგრამ იშვიათად ღირს ხოლმე შეხმიანებად, რომ მტერუკებმა საკუთარი ადგილი არ დაივიწყონ და მუნ ჰგიებდნენ, სადაც აბდალნი განისვენებენ.

მარად თქვენი

#გიორგიკეკელიძე #giorgikekelidze

თეგები: გიორგი კეკელიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ახალი შეთავაზება თიბისის ინვესტიციების პლატფორმაზე – დაიბრუნე ვაჭრობის საკომისიო და დასაჩუქრდი $500-მდე
ახალი ამბები

ახალი შეთავაზება თიბისის ინვესტიციების პლატფორმაზე – დაიბრუნე ვაჭრობის საკომისიო და დასაჩუქრდი $500-მდე

15:21 09-16-2026
ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი GNPF Youth Open ტურნირის მხარდამჭერია
ახალი ამბები

ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი GNPF Youth Open ტურნირის მხარდამჭერია

15:18 09-16-2026
თიბისის მხარდაჭერით თბილისში საერთაშორისო AI კონფერენცია – CROSSROAD AI გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით თბილისში საერთაშორისო AI კონფერენცია – CROSSROAD AI გაიმართება

14:09 09-16-2026
საქართველომ GMAP ბაზრის განვითარების ფორუმს უმასპინძლა
ახალი ამბები

საქართველომ GMAP ბაზრის განვითარების ფორუმს უმასპინძლა

20:01 09-15-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved