• რეკლამა
  • კონტაქტი
22:18, შაბათი, 31 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,,ციცინათელა“, უნიკალური დენდროლოგიური პარკი, „პარაგრაფი“, „ბლექ სი არენა“, – ეს ის პროექტებია, რომელმაც ახალი სიცოცხლე შესძინა მთლიანად რეგიონს – კახა კუჭავა

ალია ავტორი - ალია
19:00 08-19-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
82


პარლამენტის თავმჯდომარის კახა კუჭავას სიტყვით გამოსვლა „ქართული ოცნების“ ოზურგეთის მერობის კანდიდატის ავთანდილ თალაკვაძის წარდგენაზე
:

მოგესალმებით ოზურგეთელებო, გილოცავთ ფერისცვალების დღესასწაულს. მიხარია, რომ მაქვს შესაძლებლობა,  თქვენს წინაშე წარვსდგე ადგილიდან, სადაც პირველად არ ვარ. ჩემი ბრწყინვალე მოგონებები უკავშირდება კალანდობასდას,  არაჩვეულებრივ ტრადიციას, რომელიც საუკუნეებს ითვლის და მე დავპირდი ჩემს შვილებს, რომ შემდეგ კალანდობას აუცილებლად მათთან აქ შევხვდები, რათა მათ ნახონ ეს ულამაზესი ტრადიცია.

თუმცა, ჩემს ოჯახს ჩვენი ტრადიციებიც გვაქვს ამ დღესთან დაკავშირებით.

როდესაც ვსაუბრობთ ამა თუ იმ კუთხეზე, ყველას რაღაც განსაკუთრებული გვაკავშირებს თითოეულ მათგანთან. მე ყოველთვის ვამბობდი და ვიტყვი-ოზურგეთი არის ქალაქი, რომელსაც მე ვეძახი ლიდერების სამჭედლოს. არაერთი ცნობილი ქართველი ლიდერი, მოღვაწე, პოლიტიკოსი აღზარდა ამ კუთხემ. რად ღირს მხოლოდ ნოე ჟორდანიას ხსენება-მისი როლი უმნიშვნელოვანეს დროს, საქართველოს პირველი საერთაშორისო აღიარება მსოფლიოს ყველა ქვეყანაში.

ცოტა ხნის წინ ჩვენ ვესწრებოდით ფოლკლორის სახლის გახსნას, რომელიც ანზორ ერქომაიშვილის სახელს ატარებს-ჩამონათვალი ძალიან დიდია.

არ შემიძლია არ ვახსენო ჩემი ძალიან ახლო მეგობარი, თანაგუნდელი, ადამიანი, რომელსაც დიდ პატივს ვცემ და ვაფასებ მის უსაზღვრო შრომისმოყვარეობას.მე ყოველთვის  ვუწოდებ მას, თანამედროვეობის ერთ-ერთ ლიდერ პოლიტიკოსს- ეს არის ჩემი მეგობარი არჩილ თალაკვაძე, რომელიც თქვენი ღირსეული შვილია. იგი ყოველთვის, ზრუნავდა ოზურგეთზე, ხალხზე, სადაც ის გაიზარდა და ჩამოყალიბდა ლიდერად.

ოზურგეთზე საუბრისას, ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ ძალიან ბევრ პროექტზე იქნება ეს ინფრასტრუქტურული, თუ სოფლის მეურნეობის მიმართულებით.

მე ყურადღებას გავამახვილებ იმ დიდ ტურისტულ პოტენციალზე, რომელიც ამ ქალაქს და ამ მუნიციპალიტეტს გაჩნია – აგროტურიზმი, ეკოტურიზმი ის მიმართულებებია, რომელიც აუცილებლად უნდა განვითარდეს სრული მასშტაბებით, ეს შესაძლებლობა ოზურგეთს ნამდვილად გააჩნია.

მე მოვინახულე შატო „როიალ ასკანელი“, რომელიც ნამდვილად სამეფო შატოა. ღვინის ტრადიციები, რომელიც აქ არის, სახელს უთქვამს სხვადასხვა საერთაშორის ფესტივალზე გურულ და ზოგადად, ქართული ღვინის ტრადიციებს.

არის გარკვეული პროექტები, რომელსაც ხაზგასმა სჭირდება და მე ნამდვილად გამოვყოფდი ოზურგეთის დრამატულ თეატრს.

ძალიან დიდი მადლობა ფონდ „ქართუს“, რომ საქართველოს მასშტაბით ახორციელებს მსგავს პროექტებს. ბიძინა ივანიშვილს, რომლის პირადი ინიციატივებით კეთდება პროექტები, რომელიც ნამდვილად რჩება ამა თუ იმ რეგიონის ლენდ-მარკ პროექტებად.

,,ციცინათელა“, უნიკალური დენდროლოგიური პარკი, „პარაგრაფი“, „ბლექ სი არენა“,-ეს ის პროექტებია, რომელმაც ახალი სიცოცხლე შესძინა მთლიანად რეგიონს და გაჩნდა კიდევ ერთი მიზიდულობის ცენტრი როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი ტურისტებისთვის.

დარწმუნებული ვარ, მომავალშიც კიდევ ბევრ საინტერესო პროექტს ვიხილავთ ად ამისთვის დიდი მადლობა ფონდ „ქართუს“.

რამოდენიმე სიტყვას ვიტყვი კანდიდატზე, ჩემს მეგობარზე -ავთო თალაკვაძეზე მე პირადად ვთვლი, რომ მაგალითი უნდა გახდეს ყველასთვის იმისა, რომ როდესაც აღწევ დიდ წარმატებას, ზურგს გიმაგრებს განათლება, პროფესიონალიზმი და ბრუნდები შენს მშობლიურ ქალაქში, ცდილობ შენი ცხოვრების გარკვეული მონაკვეთი დაუთმო იმ ქალაქს, რომელმაც გაგხადა ის, რაც ხარ.

ვიცნობ რა მას, მის მონდომებას, დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ოთხი წლის თავზე ნამდვილად ვიამაყებთ იმ პროგრესით, იმ განვითარების ტემპებით, რომელსაც ჩვენი ახალი მერი, საკრებულოს გუნდთან ერთად მიაღწევს ოზურგეთისთვის და მთლიანად მთელი საქართველოსთვის.

თეგები: კახა კუჭავა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

“ერთი ჩხვლეტით და გულის გაჩერების გარეშე” – როგორ ცვლის TAVI ხანდაზმული პაციენტების სიცოცხლეს
ახალი ამბები

“ერთი ჩხვლეტით და გულის გაჩერების გარეშე” – როგორ ცვლის TAVI ხანდაზმული პაციენტების სიცოცხლეს

18:54 10-30-2026
როდისაა მუცლის ტკივილი და წონაში კლება სერიოზული საფრთხის სიგნალი? – ინოვაცია გასტროენტეროლოგიაში
ახალი ამბები

როდისაა მუცლის ტკივილი და წონაში კლება სერიოზული საფრთხის სიგნალი? – ინოვაცია გასტროენტეროლოგიაში

16:55 10-30-2026
“დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის” იანვარი-ოქტომბერი 2026-ის საქმიანობის ანგარიში
ახალი ამბები

“დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის” იანვარი-ოქტომბერი 2026-ის საქმიანობის ანგარიში

14:43 10-30-2026
თიბისი საერთაშორისო STEM ოლიმპიადების მთავარი მხარდამჭერია
ახალი ამბები

თიბისი საერთაშორისო STEM ოლიმპიადების მთავარი მხარდამჭერია

13:44 10-30-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved