• რეკლამა
  • კონტაქტი
05:09, ხუთშაბათი, 18 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“წაიღეთ ახლა ეს სიმართლე და ზოგმა კოსტუმივით მოიცვით, ზოგმა პირსახოცად მოიფარეთ” – გუჯა ბიძია

ალია ავტორი - ალია
15:24 01-11-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
5,925
რეჟისორი, გუჯა ბიძია:
ზოგმა ისეთმა დაიწყეთ ამ თემაზე ლაზღანდარობა და მათ შორის ერთ-ორმა ისეთმა ჩემიანმა, რომ ვეცდები ცოტა რბილად შემოგილაწუნოთ.?
ხო, ნათქვამია, თუ გინდა სხვამ გაგიგოს, სიმართლე სველი პირსახოცივით კი არ უნდა ესროლოო, კოსტუმივით უნდა შემოაცვაო ადამიანს ტანზე.
მოკლედ, ვინც არ არის დამალული, ჩემი ბრალი არ არის.
არ შეიძლება ჩემო ტკბილო და მურაბა ხალხო ყველაფრის გაპუსტიაკება.
და ახლა ვის დასცინით, საკუთარ მშობლებს და ბებია-ბაბუებს?
აბა, ეს ადათები და ტრადიციები, წესები, თუ უბრალო ჩვევები, და მათ შორის “ბატონები” და მათი გასტუმრება და თუნდაც მცხეთური ღვეზელიც სხვა კი არაფერია.
კულტურული მემკვიდრეობაა სწორედ,- მემკვიდრეობა, ანუ, სწორედ ის არის, რაც თაობიდან თაობაში გადმოდის.
ჩემთვის კულტურული მემკვიდრეობაა ბიძიებო და დეიდებო, და თქვენთვის აღარაა?
კაი, მცხეთური ღვეზელი იქეთ იყოს, იქნებ ბევრს არცა აქვს დაგემოვნებული, მაგრამ დავიჯერო არავის არ გქონიათ ბავშვობაში წითელა ბატონები?
ცნობისთვის , ფშავ-ხევსურეთში ამ ავადობას “ღვთის ვალი ” ერქვა,
მერე?
მერე ის, რომ ხანდახან მგონია, ზოგიერთი პირდაპირ მთვარიდან გადმოგამყნეს აქ და თითქოსდა სროკს იხდით.
სულკურთხეული გონაშვილის სიმღერა ” ბატონებო, მოუოხეთ”, მაინც არ გსმენიათ?
აუჰ,
მე თუ მკითხავთ თვითონ გონაშვილიც, ეს ქართული ნიჭის გამოვლინება, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად უნდა იყოს შერაცხული.
დოჩანაშვილს აქვს ერთგან გამოთქმა “გაცვეთილი საუნჯე”,
ხო, გაცვეთილი საუნჯეა, რო გაქვს და ეჩვევი, და არ გიკვირს, და აღარ აფასებ, და რომ არ აფასებ, მიტომაც ჰგონიათ უკვე ევროპებში და ამერიკებში მაწონის და ჩურჩხელას დამზადების ტექნოლოგია სომხური ტრადიცია, და ტყემლის საწებელასი კი რუსული.
და კიდევ რამდენს აგვახევენ ვინ იცის, და ამ თითქოსდა პატარა ახევებით იწყება დიდის წართმევა,
და წაგვართვეს კიდეც ჰუჯაბის სამონასტრო კომპლექსიც, და დავით-გარეჯიც.
არა მგონია ვინმემ დამაბრალოს ახლა ამ მთავრობის მეხოტბეობა მე, გუჯა ბიძიას, სწორედ კულტურის სამინისტროს მიერ შავ სიაში შეყვანილ კაცს.
და მიმაჩნია, რომ საყდრისის 50-საუკუნოვანი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის აფეთქების გამო სამუდამო ციხეს უნდა ხეხავდნენ, მაგრამ ამათ ბევრ მავნებლობას და იდიოტობას თუ ვხედავ, ამათი ერთი-ორი სასიკეთო გაფართხალების დანახვაც შემიძლია.
დიახ, უნდა თუ არა ეს ვინმეს, მოწონს თუ არა ეს ვინმეს, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობა არის და იქნება მუდამ საზოგადოების უმრავლესობის მიერ აღიარებული ადათ-წესები, წარმოდგენისა და გამოსახვის ფორმები, ცოდნა და ჩვევები – ასევე მათთან დაკავშირებული ინსტრუმენტები, საგნები, არტეფაქტები, ზეპირი გადმოცემები, ტრადიციული მუსიკა, ცეკვა, ფესტივალები, თუ ხალხური რეწვა, და კიდევ ბევრი რამ.
ეს ყველაფერი ჩვენი იდენტობის განმსაზღვრელიც არის და მოდით, რა, ნუ დავცინებთ საკუთარ თავს, ამას ჩვენი მტრებიც კარგად ახერხებენ.
60 -ზე მეტი არამატერიალური მემკვიდრეობის ძეგლი გვაქვს ქართველებს და გადახედეთ მოცალეობის დროს და თქვით მერე, რომელი არ არის მისახედი , საპატრონო და დასაცავი?
ამათგან ოთხი, იუნესკოს მიერ არის აღიარებული.
ქართული მრავალხმიანობა,
ქვევრი,
ქართული ანბანი,
და ქართული ჭიდაობა,
და სხვა დანარჩენის შეტანასაც უნდა ვცდილობდეთ იუნესკოს ფარის ქვეშ, სალაზღანდაროდ კი არ უნდა გავიხადოთ.
დიახ, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის იუნესკოს კონვენციას 2007 წელს მიუერთდა საქართველო.
ეს ნიშნავს, რომ თუ ვინმემ შეგიგინა, გაგითახსირა, წაგართვა და მოგპარა ეს შენთვის “გაცვეთილი საუნჯე”, შეგიძლია საერთაშორისო სამართლის მიხედვითაც მოთხოვო პასუხი და ქვეყნის შიგნითაც აუქაჩო ყურები შენი მემკვიდრეობის ქურდს, თუ შემგინებელს.
ხო, რომ გვქონდეს ახლა ქართული სამეფო ინსტიტუტი არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად გამოცხადებული, თამარ მეფის გამოსახულებას კი არ მიგიხატავდნენ პრეზერვატივზე.
სიმართლე ეგაა,
და წაიღეთ ახლა ეს სიმართლე და ზოგმა კოსტუმივით მოიცვით, ზოგმა პირსახოცად მოიფარეთ.
ნუ, ვინც როგორ მოიხდენთ, ხო.
.
Возможно, это изображение в мультипликационном стиле (в помещении)
თეგები: გუჯა ბიძია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

ტირტირი - K-Beauty
ახალი ამბები

რატომ არის ტირტირი K-Beauty-ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრენდი?

20:01 06-17-2026
ბინები ქობულეთში
ახალი ამბები

ბინები ქობულეთში – რატომ იზრდება მოთხოვნა და ღირს თუ არა ინვესტირება?

14:57 06-17-2026
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის ბალეტის ფესტივალს
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის ბალეტის ფესტივალს

14:50 06-17-2026
იფრთხილე – ენერგო–პრო–ჯორჯია
ახალი ამბები

“იფრთხილე” – რა სამუშაოების უსაფრთხოდ დაგეგმვაში გეხმარება “ენერგო–პრო–ჯორჯია”? – ვიდეო

14:38 06-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved