• რეკლამა
  • კონტაქტი
06:14, ხუთშაბათი, 18 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ტრაგედია თბილისში – 2 შვილის დედას 25 იანვარს 35 წლის იუბილე უნდა აღენიშნა

ალია ავტორი - ალია
17:26 01-20-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
82

იმ დღესაც ყველაფერი ზუსტად ისე იყო როგორც მანამდე. სამსახურიდან ბრუნდებოდა. მერე ერთმა მოულოდნელმა და თავზარდამცემმა შეჯახებამ დრო გააჩერა, მისი სიცოცხლე შეწყვიტა, ოჯახს და ახლობლებს კი სამუდამო და მოუშუშებელი ტკივილი დაუტოვა.

მზიკა ხუსკივაძე 34 წლის იყო. 25 იანვარს 35 წლის იუბილე უნდა აღენიშნა… 2 დღის წინ სამსახურიდან შინ მიმავალს ავჭალის დასახლებაში ავტომობილი დაეჯახა და ადგილზე გარდაიცვალა.

2 შვილი 17 წლის ბიჭი და 14 წლის გოგონა დარჩა. „პრაიმტაიმი” ოჯახის ახლობლის მონათხრობზე დაყრდნობით, წერს:

„მზიკა არაჩვეულებრივი შვილი დედა და მეუღლე იყო. ჩვენს მეხსიერებაში ვინც მას იცნობდა, ისევ ისეთ ხალისიანი, მომღიმარი, უბოროტო და ენერგიულ მზიკად დარჩება.

ძალიან პატარა ასაკში შექმნა ოჯახი. 16 წლის იყო რომ გათხოვდა. დაუზარელი, მხიარული და შრომის მოყვარე გოგონა იყო. მასზე წარსულში საუბარი ახლაც მიჭირს. არ თაკილობდა არანაირ სამუშაოს. მთელი ცხოვრება მუშაობდა და შვილებს არაფერს აკლებდა. ბოლო 5 წელია გლდანში მუშაობდა ძიძად. იმ დღესაც სამსახურიდან მოდიოდა. უკვე საღამოს საათები იყო და სახლში მისვლას ჩქარობდა. სწორედ ამ დროს დაეჯახა ავტომობილი. ადგილზე გარდაცვლილა…

საშინელება ტრიალებს ჩვენს ოჯახში. არ ვიცით მის გარეშე როგორ გაგრძელდება ცხოვრება…

მისი შვილები ახლა ობლობაში გაიზრდებიან. თავადაც პატარა იყო როცა მამა გარდაეცვალა და დედამ მზიკა და მისი და გაჭირვებით გაზარდა… “

თეგები: ავარია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

ტირტირი - K-Beauty
ახალი ამბები

რატომ არის ტირტირი K-Beauty-ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრენდი?

20:01 06-17-2026
ბინები ქობულეთში
ახალი ამბები

ბინები ქობულეთში – რატომ იზრდება მოთხოვნა და ღირს თუ არა ინვესტირება?

14:57 06-17-2026
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის ბალეტის ფესტივალს
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის ბალეტის ფესტივალს

14:50 06-17-2026
იფრთხილე – ენერგო–პრო–ჯორჯია
ახალი ამბები

“იფრთხილე” – რა სამუშაოების უსაფრთხოდ დაგეგმვაში გეხმარება “ენერგო–პრო–ჯორჯია”? – ვიდეო

14:38 06-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved