• რეკლამა
  • კონტაქტი
07:22, პარასკევი, 24 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ბიზნესი

“ტოიოტა ცენტრი თბილისი” მომხმარებელს უახლეს Toyota Highlander-ს სთავაზობს

ალია ავტორი - ალია
13:58 10-13-2020
- ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
103

„ტოიოტა ცენტრ თბილისში“ Highlander-ის უახლესი მოდელის შეძენა უკვე შესაძლებელია. TOYOTA-ს პირველი ოფიციალური დილერი საქართველოში ერთგულ მომხმარებელსა და ტოიოტას მოყვარულებს 2020 წლის ამ საუკეთესო და მძლავრი კროსოვერის ტესტ-დრაივზე ცენტრში იწვევს, – ინფორმაციას ამის შესახებ „ტოიოტა ცენტრი თბილისი“ ავრცელებს.

ქვეყანაში შექმნილი პანდემიური მდგომარეობის გათვალისწინებით, „ტოიოტა ცენტრ თბილისის“ შოურუმში წარმოდგენილი უახლესი Toyota Highlander-ის დათვალიერება და წინასწარი ჩაწერით ტესტ-დრაივის გავლა ნებისმიერ მსურველისთვის იქნება შესაძლებელი.

როგორც „ტოიოტა ცენტრ თბილისის“ გაყიდვების დეპარტამენტის უფროსი ნინო გაგუა აღნიშნავს, დახვეწილი დიზაინი, გამორჩეული ტევადობა, V6 ბენზინის ძრავა და AWD სისტემის კომბინაცია, ასევე, უახლესი უსაფრთხოების სისტემები Toyota Highlander-ის 2020 წლის მოდელის სრულყოფილებას უსვამს ხაზს და ამ კროსოვერს მთელი ოჯახისთვის მაქსიმალურად საიმედოს და კომფორტულს ხდის. ეს მახასიათებლები Toyota-ს ახალი, TNGA (New Global Architecture) პლატფორმისა და უახლესი აქტიური უსაფრთხოების სისტემის დამსახურებაა.

„ნებისმიერი ავტომოყვარული მალევე დარწმუნდება, თუ რამდენად მძლავრი, კომფორტული და საიმედოა 2020 წლის Toyota Highlander-ი, რომელსაც უსაფრთხოების არაერთი დამატებითი ფუნქცია გააჩნია. Highlander-ის ავტომატური დამუხრუჭების სისტემის წყალობით, დაბრკოლების აღმოჩენისას, სისტემა თვითონ ამცირებს ძრავის სიმძლავრეს და საჭიროების შემთხვევაში, დამუხრუჭების ფუნქციასაც იყენებს. ამ კროსოვერის უსაფრთხოების სისტემა ისეთი ფუნქციებითაა აღჭურვილი, რომელიც მუდმივად აფრთხილებს მძღოლს და აუცილებლობისას, დამატებით რთავს მუხრუჭების კონტროლის სისტემას, რითაც შესაძლო შეჯახების თავიდან არიდება ხდება. უსაფრთხოების უახლესი აქტიური სისტემები (TSS 2.5) ტოიოტამ იმ მიზნით შექმნა, რომ მინიმუმამდე დაეყვანა ავტოსაგზაო შემთხვევის რისკები. Highlander-ი განსაკუთრებული კროსოვერია, ძალიან პრაქტიკული და ყოველდღიურობაზე მორგებული. ის საუკეთესო ავტომობილი იქნება თანამედროვე ოჯახისთვის. ყურადღებას იპყრობს მისი ექსტერიერი; აქვს დახვეწილი ერგონომიული ინტერიერი, რომელიც უმაღლესი ხარისხის მასალებითაა შესრულებული. შეუძლებელია, არ მოგეწონოთ მისი სალონი და სავარძლების გამორჩეული ფორმა, ხელსაწყოთა პანელი, რომელშიც ჩაშენებულია მრავალფუნქციური სენსორული 8-დუიმიანი მონიტორი, რომელიც მგზავრობას გაცილებით სახალისოს ხდის. მონიტორს უერთდება iPhone ან Android სმარტფონი, სტანდარტული Apple CarPlay-ის ან Android Auto-ს გამოყენებით“, – აღნიშნავს ნინო გაგუა

„ტოიოტა ცენტრ თბილისის“ გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელის თქმით, Toyota Highlander-ი ბევრად უხმაუროდ და რბილად გადაადგილდება. ოთხივე ამძრავი თვლის სისტემა (AWD) და ბრუნის მომენტის დინამიკური ვექტორიზაცია შესაძლებელს ხდის, დარეგულირდეს რეაგირების სისხარტე, ხოლო სიმძლავრე სწორედ იმ თვლებზე გადანაწილდეს, რომელიც ამას ყველაზე მეტად საჭიროებს.

„არ აქვს მნიშვნელობა, უახლესი Highlander-ით სად იმოგზაურებთ – ქალაქში თუ ქალაქგარეთ, გზატკეცილზე თუ ოფროუდზე, მძღოლის კომფორტი არასოდეს დაირღვევა. უახლესი Highlander-ი მზად არის ნებისმიერი გამოწვევისათვის. უკვე შესაძლებელია ჩაეწეროთ ტესტ-დრაივზე „ტოიოტა ცენტრ თბილისში“ და თავად გამოსცადოთ ახალი Highlander-ი, შეაფასოთ, როგორც მისი ექსტერიერ-ინტერიერი, ასევე, მისი ტექნიკური შესაძლებლობები“, – განმარტავს ნინო გაგუა.

„ტოიოტა ცენტრ თბილისის“ ინფორმაციით, მომხმარებელი, რომელსაც უახლესი Toyota Highlander-ის ტესტ-დრაივის გავლა სურს, პანდემიის პირობებში უსაფრთხოების დაცვის მიზნით, აუცილებლად წინასწარ უნდა დაუკავშირდეს „ტოიოტა ცენტრ თბილისს“ ნომრებზე: 032 2511; 032 2 522 022, შემდეგ კი ეწვიოს ცენტრს ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 09:30-დან 18:00 საათამდე, ხოლო შაბათს – 09:30-დან 14:00 საათამდე, მისამართზე: დავით აღმაშენებლის ხეივანი #116 (ყოფილი მე-20 კმ); www.toyota-tbilisi.com

(R)

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

გიორგი დანელიას ქუჩა – რა ფაქტორები განსაზღვრავს ტერიტორიის განვითარებას?
ახალი ამბები

გიორგი დანელიას ქუჩა – რა ფაქტორები განსაზღვრავს ტერიტორიის განვითარებას?

17:15 07-22-2026
4 მონაწილე, 4 მედალი – საქართველოს ნაკრების წარმატება ცენტრალური ევროპის AI ოლიმპიადაზე – თიბისი
ახალი ამბები

4 მონაწილე, 4 მედალი – საქართველოს ნაკრების წარმატება ცენტრალური ევროპის AI ოლიმპიადაზე – თიბისი

14:44 07-22-2026
თიბისი Euromoney-ის რეგიონული ჯილდოს მფლობელია
ახალი ამბები

თიბისი Euromoney-ის რეგიონული ჯილდოს მფლობელია

14:31 07-21-2026
წინანდლის ფესტივალი
ახალი ამბები

წინანდლის ფესტივალი: პან-კავკასიური ახალგაზრდული ორკესტრი მე-8 სეზონზე ოთხი კონცერტით წარდგება

14:02 07-21-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved