პარლამენტის თავჯდომარე კახა კუჭავა პარლამენტთან დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით მედიასთან განცხადებას აკეთებს და აცხადებს, რომ საპოლიციო ძალების მობილიზებას შესაბამისი სამსახურები ახდენენ და ეს ჩვეულებრივი მოვლენაა.
კახა კუჭავა:
“პარლამენტი ამ ძალის მობილიზებას არ ახდენს. არც ამის რესურსი აქვს და არც ამის უფლებამოსილება. შესაბამისი სამსახურები ახდენენ ამას. ასე ხდება როდესაც დიდი აქცია ტარდება, რომ სრულად იქნას დაცული მართლწესრიგი. ალბათ ამას ემსახურება. ეს არის რეალობა. ჩვეულებრივად ჩაატარებენ აქციას. მე იმედი მაქვს არ გაცდებიან მშვიდობიანი დემონსტრაციის ჩატარების ფარგლებს და დაასრულებენ და წავლენ სახლში.
სამართალდამცავები თავის ფუნქციას ასრულებენ და მათი ვალდებულებაა დაიცვან მართლწესრიგი და მისცენ საშუალება დემონსტრანტებს მშვიდობიანად ჩაატარონ თავიანთი აქცია. თუ ვინმე კონკრეტული ერთი იქნება თუ რამდენიმე ადამიანი, გადაცდომა იქნება, შესაბამისი რეაგირება ექნება სამართალდამცავებს,
არაფერი განსაკუთრებული მობილიზება არაა, უფრო მეტიც გვინახავს, როდესაც უფრო მეტი იყო მომიტინგეების რაოდენობა, სამართალდამცავებს თავისი საქმე აქვთ და განახორციელებენ. მე მოვუწოდებ ყველას არ გასცდეს მშვიდობიანად აქციის ჩატარების ფარგლებს”
კომენტარები