“თუ ჩვენ არ გავაგზავნით საქართველოში მკაფიო, მკაცრ გზავნილს, სიტუაცია გაუარესდება” – ლატვია

საერთაშორისო კონფერენციაზე “Riga StratCom Dialogue 2024” ლატვიის პრეზიდენტმა ედგარს რინკევიჩმა მწვავე კრიტიკა გამოხატა ევროკავშირის პოლიტიკის მიმართ საქართველოსა და დასავლეთ ბალკანეთისადმი და ხაზი გაუსვა მკაფიო და ძლიერი გზავნილების აუცილებლობას ამ რეგიონში სტაბილურობისა და დემოკრატიის ხელშეწყობისთვის.

მან თქვა, რომ 2008 წელს საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიაზე საერთაშორისო რეაგირება არასაკმარისი იყო.

ლატვიის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოში შექმნილი ვითარება მოითხოვს ევროკავშირის სწრაფ და მკაცრ მოქმედებას. მან შეშფოთება გამოხატა საქართველოში რუსეთის გავლენის ზრდის გამო.

რინკევიჩმა ასევე განაცხადა, რომ ევროკავშირმა უნდა გააგზავნოს მკაფიო გზავნილი საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის შეჩერებით, რათა სიტუაცია არ გაუარესდეს.

“თუ ჩვენ არ გავაგზავნით ძალიან მკაფიო, მკაცრს, არამედ მხოლოდ სიტყვებით გამოვხატავთ ჩვენს შეშფოთებას, მაშინ სიტუაცია გაუარესდება”, – თქვა მან.

რინკევიჩი ამბობს, რომ ლატვია მხარს დაუჭერს საქართველოს მის ძალისხმევაში, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანა პატივს სცემს დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის პრინციპებს.

 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ბიზნესი