• რეკლამა
  • კონტაქტი
20:15, სამშაბათი, 11 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“თორნიკეს ვეძახით იესოს” – რეზო კიკნაძის წერილი ციხიდან – P.P.S. – თეა წულუკიანისთვის

ალია ავტორი - ალია
19:47 08-01-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
848
პოლიტიკური პატიმრის, რეზო კიკნაძის ციხიდან გამოგზავნილი წერილი, სოციალურ ქსელში ვრცელდება.
რეზო კიკნაძე, P.P.S.–ში, ქართული ოცნების ერთ–ერთ ლიდერს, თეა წულუკიანს მიმართავს. მთავარ ამბად კი, თორნიკე გოშაძეზე მოგვითხრობს.
რეზო კიკნაძე:
თორნიკეს ვეძახით იესოს. პირველად, როცა სასამართლოდან დავბრუნდით მე და ონისე და საკანში თორნიკე დაგვხდა, ერთმანეთს შევხედეთ და ერთდროულად ვთქვით: „ნახე, იესო მოგვიყვანესო“. ასე დაერქვა — იესო. მარტო გარეგნობით კი არა, ხასიათითაც ჰგავს. რომ იცოდეთ, როგორი მშვიდი, უწყინარი, კეთილი და ლმობიერია.
მის ზედმეტსახელზე ყოველდღიურად ბევრი სახალისო სიტუაცია იქმნებოდა და რამდენიმეს მოგიყვებით:
ჩემი ფავორიტი ესაა: თორნიკე, ჩემსავით, რეალის ფანია. პირველად, როდესაც რეალის თამაშს ერთად ვუყურებდით და მთელი გულით ვგულშემატკივრობდით, გავხედე და წამოვიძახე: „ვა, ნახე, ღმერთი რეალის ფანი ყოფილა თქო“. ონისემ სიცილით მიპასუხა: „აბა, რაიქნებოდა, მაგიტოა ყველაფერს თქვენ რომ იგებთო“. ამ დროს თვითონ „წითელი ეშმაკების“ გულშემატკივარია.
მაღაზიაში პროდუქტის საყიდლად სიას როცა ვწერდით, ერთამენთს ვეუბნებოდით ხოლმე — რად გვინდა მაგის წერა, აგერ ახლა თორნიკე ჩაყოფს წყალში ხელს და გადააქცევს კოკა-კოლად, პურს — ქათმის ფილედ და ა.შ.
ერთ საღამოს თემურ ელიავას „დიალოგი ღმერთთან“-ს ვკითხულობდი (ზოგადად, ყოველ ღამე გვქონდა ლექსების ერთ ხმაში კითხვის ნახევარსაათეული), და ისე გამოვიდა, მე და ონისე ადამიანის პარტიას ვამბობდით, თორნიკე მაღლა იწვა და ღმერთის პარტიას — ზემოდან. თავის ჟესტებით და მიმიკებით თეატრალური ინსცენირებასავით დავდგით. ძაან სახალისო იყო.
„უფალო, ხალხმა დაგარქვა ღმერთი — მე ჯოჯოხეთით მაშინებ განა?“ — ორივე ვუყურებდით მაღლა თორნიკეს, მკაცრად ვუქნევთ თითებს, თან გვეღიმება.
დღე უყვარს თორნიკეს ძილი, და როცა გავხედავდით არხეინად მძინარეს, წამოვიძახებდით ხოლმე: „ნახე, ღმერთს მთელი დღე მშვიდად სძინავს და მერე კიდე გვიკვირს, რატომ ვართ ამ დღეში — თქო.“
კარგი იყო და მომენატრნენ.
დანარჩენებს მერე მოგიყვებით — გარეთ…
მალე დამიბრუნეთ ჩემი იესო გოშაძე, სანამ დამეპატრონა ეშმაკი.
P.S. ახლა წავიკითხე ქალბატონი მარეზის წერილი. იქ უწერია — თორნიკე 1999 წელს დაიბადაო. ჩემთვის ჩავილაპარაკე: 1999 წელს კი არა, თორნიკე როცა დაიბადა, მაგ დროს დაიწყო წლების ათვლა-მეთქი. და მაშინ მომინდა ამის დაპოსტვა.
P.P.S. — თეა წულუკიანი Thea Tsulukiani — მე, თორნიკე და ონისე იმერლები ვართ და ხშირად „ვგლახაობდით“ საკანში იმერული აქცენტით. ყველაზე საყვარლობა იყო. ჰოდა სანამ იმერლებს რამეზე დასცინებ, ეგ დორბლი მოიწმინდე და პირი კარგად გამოისუფთავე, „გეიგე“ მკვლელი მამის მკვლელო შვილო?
21 ივლისი 2025

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“სინამდვილეში რატომ მოუწყო მერიამ ჯოჯოხეთი თბილისის მაცხოვრებლებს”– ლევან ღამბაშიძე
ახალი ამბები

“სინამდვილეში რატომ მოუწყო მერიამ ჯოჯოხეთი თბილისის მაცხოვრებლებს”– ლევან ღამბაშიძე

16:44 08-11-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა

14:35 08-11-2026
16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე
ახალი ამბები

16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე

12:16 08-11-2026
შემოქმედებითი ინდუსტრიის მთავარი მოვლენა – თიბისის მხარდაჭერით AD BLACK SEA-ის მე-10 საიუბილეო ფესტივალი იმართება
ახალი ამბები

შემოქმედებითი ინდუსტრიის მთავარი მოვლენა – თიბისის მხარდაჭერით AD BLACK SEA-ის მე-10 საიუბილეო ფესტივალი იმართება

12:03 08-11-2026
საქართველოს ეროვნული AI-ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი – თიბისი
ახალი ამბები

საქართველოს ეროვნული AI-ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი – თიბისი

16:18 08-10-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved