• რეკლამა
  • კონტაქტი
03:12, შაბათი, 3 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

(ვიდეო) – “თითისტოლა გოგოები დააკავეს და ბიჭმა იკითხა რატომ დააკავეთო და ისიც წაიყვანეს” – რა ხდება რუსთაველზე

ალია ავტორი - ალია
20:34 03-21-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
278

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა უწყვეტი პროტესტის მონაწილე სტუდენტების დაკავება დაიწყო – პოლიციამ ხელბორკილები სამ ახალგაზრდას, მათ შორის, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის სტუდენტებს დაადო.

რუსთაველის გამზირზე დაპატიმრებულთა შორის არიან თაკო გვილია და თათია აფრიამაშვილი. მათთან ერთად ასევე დააკავეს აქციის კიდევ ერთი მონაწილე ახალგაზრდა კაცი, რომელმაც გოგონების დაკავების შემდეგ პოლიციას ტაში დაუკრა. ვიდეომასალით დგინდება, რომ ახალგაზრდა კაცი მხოლოდ ტაშს უკრავს და პოლიცია მას ამის გამო აპატიმრებს.

პარლამენტთან დაკავებების სერია მას შემდეგ დაიწყო, რაც ძლიერ წვიმაში მყოფი ახალგაზრდებისთვის მოქალაქეებმა პლასმასის სკამები მიიტანეს. ვახო გომელაურის უწყების წარმომადგენლებმა სტუდენტებს სკამები წაართვეს, შემდეგ კი ძალის გამოყენებით დაკავების მანქანაში ჩატენეს. ახალგაზრდებთან ერთად გაიტაცეს სკამებიც.

“სველია ყველაფერი. რაც კი აქვთ, რაზეც დაჯდომა შეიძლება, ან რისი დაფარებაც შეიძლება, ყველაფერი არის სველი. სკამები მოიტანეს უბრალოდ. დასვეს აქ და ესაუბრებოდნენ. სპეციალურად არ ჩამოვედით ქვემოთ ზემოთმყოფები, რომ კონფრონტაციად არ ჩათვალონ და ესაუბრონ თვითონ ორ გოგონას-მეთქი. რომ შევხედეთ, ჩოჩქოლი ატყდა, ეჯიკავებოდნენ ბავშვებს, მერე ჩამოვედით. მიაქანებდნენ მანქანისკენ პლასტმასის სკამების გამო. ორი გოგონა, სტუდენტი, თითისხელები, ჩატენეს მანქანაში. ბიჭი ტაშს უკრავდა უბრალოდ, რისთვის დაიჭირეთო ეკითხებოდა, ისიც ჩატენეს მანქანაში და წაიყვანეს. ტაშს უკრავდა ბიჭი და ერთი წინადადება თქვა, რატომ დააკავეთო. შენ რამდენს ლაპარაკობო უთხრეს და ჩატენეს მანქანაში”. – განაცხადა თვითმხილველმა. 

http://

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

18:13 10-02-2026
თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, YouTube ბიზნესშოუ – Punchline Profit
ახალი ამბები

თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, YouTube ბიზნესშოუ – Punchline Profit

15:31 10-02-2026
ჩაირთე მრავალფეროვანი პაკეტები სილქფესტის აქციით!
ახალი ამბები

ჩაირთე მრავალფეროვანი პაკეტები სილქფესტის აქციით!

12:09 10-02-2026
ფილტვის დაავადებების ადრეული დიაგნოსტიკა – რას მოიცავს სრული პულმონოლოგიური კვლევა „ნიუ ჰოსპიტალსში“
ახალი ამბები

ფილტვის დაავადებების ადრეული დიაგნოსტიკა – რას მოიცავს სრული პულმონოლოგიური კვლევა „ნიუ ჰოსპიტალსში“

19:44 10-01-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved