გარემოს ეროვნული სააგენტოს მთავარი სინოპტიკოსის, ნონა ელისაშვილის ინფორმაციით, თბილისში დღეს თოვლ-ჭყაპი და ნისლია მოსალოდნელი.
მისივე თქმით, დასავლეთ საქართველოში გამოიდარებს, აღმოსავლეთ საქართველოში კი მოსალოდნელია მცირე თოვლი და ნისლი. იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ქარი.
სინოპტიკოსების პროგნოზით, მომდევნო დღეების განმავლობაში, როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოში არამდგრადი ამინდი შენარჩუნდება.
კომენტარები