• რეკლამა
  • კონტაქტი
19:37, ხუთშაბათი, 21 მაისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ბიზნესი

„თბილისის უფასო მაღაზია“ Tegeta Care-ზე

ალია ავტორი - ალია
15:04 09-27-2022
- ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
136

 

სულ ცოტა ხნის წინ, Tegeta Care-ზე, თბილისის უფასო მაღაზიის შესახებ გაჩნდა გრაფა. ეს არის ამბავი, თუ როგორი მარტივი შეიძლება იყოს სიკეთის კეთება.

შეიძლება, უკვე შეგინიშნავთ კიდეც მწვანე „ფურგონი“, თბილისში, ჭავჭავაძის N33-ში,  ეს საქართველოში პირველი უფასო მაღაზიაა. მთელი კვირის განმავლობაში, ნებისმიერ დროს, შეგიძლიათ, საკვები პროდუქტი, ან სხვა ნივთები „მწვანე ფურგონში“  დატოვოთ. ყოველ კვირა დღეს კი იმ ადამიანებს გაატანენ, ვისაც ძალიან სჭირდება.

თამარ ვახტანგიშვლი, უფასო მაღაზიის დამფუძნებელი, გვიყვება, რომ სხვების დახმარების სურვილი, დიდი ხანია ჰქონდა.  მერე აღმოაჩინა, უფასო მაღაზია ახალ ზელანდიაში, სადაც საკვებითა და სხვა პროდუქტებით იმ ადამიანებს ეხმარებიან, ვისაც ეს სჭირდება. ყველაფერი რომ ზუსტად გაეთვალა, ახალ ზელანდიაში, დამაარსებლებს შეეხმიანა. შემდეგ კი, ეს გამოცდილება და საკუთარი სურვილები გააერთიანა. ასე გაჩნდა მწვანე ფურგონი – თბილისის უფასო მაღაზია.

თამარ ვახტანგიშვლი: „ყოველ კვირას, დაახლოებით 200 ადამიანს მაინც ვეხმარებით. ამას საკმაოდ დიდი რესურსი სჭირდება. თითქოს, იდეა, თავიდან, ყველას ძალიან მოეწონა და ბევრმა „აიტაცა“ კიდეც, მაგრამ რეალურად, კიდევ უფრო მეტი დახმარებაა საჭირო. თუნდაც, ყოველ კვირას, თითო ადამიანმა 1 პური რომ მოგვიტანოს, ჩათვალეთ, ეს უდიდესი დახმარება იქნება –  მინიმუმ, 200 ლარის დაზოგვას შევძლებთ, იმ თანხებიდან, რითაც ჩვენი მეგობარი კომპანიები გვეხმარებიან. სამაგიეროდ, ამ ფინანსებით სხვა, ძალიან საჭირო და მათთვის მნიშვნელოვანი პროდუქტების შეძენას შევძლებთ.  როდესაც იმ ადამიანებზე ვფიქრობ, ვინც ჩვენთან მოდის დახმარების მისაღებად, რომ ხარ იმედი, შეიძლება ბოლო იმედიც, იმიტომ რომ იმ დღეს არ აქვს არაფერი საჭმელი, ეს იმხელა მოტივაციაა, არ გაჩერდე, იმუშაო და სხვებსაც მოუწოდო, რომ ჩაერთონ, შეუძლებელია ამაზე თქვა უარი“.

თამარ ვახტანგიშვილი თავად ფინანსისტია. ამბობს, რომ  არ იყო ადვილი ამ იდეის რეალობად ქცევა. ადვილი არც ახლაა. რეგულარულად, ამ ეტაპზე, 3 კომპანია ეხმარება, მათ შორისაა „თეგეტა ჰოლდინგი.“

ისევე როგორც სხვა ნებისმიერ საქველმოქმედო იდეას, ამ პატარა მწვანე ფურგონსაც მუდმივი, უწყვეტი დახმარება სჭირდება. მხოლოდ ასეა შესაძლებელი უფასო მაღაზიის იდეამ უწყვეტად იმუშაოს.

ვიდეო  –  https://fb.watch/fOmwu7JcfH/

რაც შეეხება პლატფორმა Tegeta Care-ს – გარდა იმისა, რომ კომპანია საკუთარი სოციალურ პასუხისმგებლობის პროექტებზე გვიამბობს, ის ერთ სივრცეში აერთიანებს იმ ორგანიზაციებსა თუ პროექტებს, რომლებიც მწვავე პრობლემების მოგვარებაზე ზრუნავენ. აქ შეგიძლიათ, გაიცნოთ ადამიანები, მათი იდეები და თქვენც შეიტანოთ წვლილი მათ დახმარებაში, ვისაც ეს მართლა ძალიან სჭირდება.

თეგები: თეგეტა მოტორსი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026
,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026

ბიზნესი

განსაკუთრებული შესაძლებლობა მხოლოდ თიბისის მომხმარებლებისთვის
ახალი ამბები

განსაკუთრებული შესაძლებლობა მხოლოდ თიბისის მომხმარებლებისთვის

13:43 05-21-2026
თიბისი The Banker’s Technology Awards 2026-ის გამარჯვებულია
ახალი ამბები

თიბისი The Banker’s Technology Awards 2026-ის გამარჯვებულია

13:06 05-21-2026
წინანდლის კლასიკური მუსიკის ფესტივალი თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით გაიმართება
ახალი ამბები

წინანდლის კლასიკური მუსიკის ფესტივალი თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით გაიმართება

15:04 05-20-2026
თიბისიმ ერთგული Visa საკრედიტო ბარათი განაახლა – სურვილები ახლოვდება
ახალი ამბები

თიბისიმ ერთგული Visa საკრედიტო ბარათი განაახლა – სურვილები ახლოვდება

13:57 05-20-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved