• რეკლამა
  • კონტაქტი
03:11, შაბათი, 19 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

თბილისის მერიამ საქართველოსა და ქვეყნის გარეთ კლინიკებში ოპერაციებისა და კვლევების ჩატარების 100 000-ზე მეტი შემთხვევა დააფინანსა

ალია ავტორი - ალია
18:13 07-01-2025
- ახალი ამბები, ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
4,313

დედაქალაქის მერიამ, სამედიცინო და სხვა სოციალური საჭიროებების დაფინანსების პროგრამით, ბოლო წლებში საქართველოსა და ქვეყნის გარეთ არსებულ კლინიკებში, ოპერაციებისა და კვლევების ჩატარების 100 000-ზე მეტი შემთხვევა დააფინანსა.
ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაიამ დღეს ჯანდაცვისა და სოციალური პოლიტიკის მიმართულებით ბოლო წლებში განხორციელებული პროგრამების პრეზენტაციაზე განაცხადა.

„ერთ-ერთი ყველაზე საჭირო და მოთხოვნადი მიმართულებაა სამედიცინო და სხვა სოციალური საჭიროებების პროგრამა. ამ პროგრამის ფარგლებში, 100 ათასზე მეტი შემთხვევა უკვე დაფინანსდა. ეს არის სხვადასხვა ოპერაციები, ძვირადღირებული მკურნალობა, მედიკამენტები, რომელიც განაცხადის საფუძველზე ფინანსდება. ასევე ჩვენ მიგვაჩნია, რომ სოციალურად დაუცველი ოჯახების ბავშვებს უნდა ჰქონდეთ სრულფასოვანი წვდომა მუნიციპალურ სერვისებზე, რომლებიც დედაქალაქშია. შესაბამისად, 10 000-მდე ბავშვი იღებს ვაუჩერს და უფასოდ სარგებლობს სხვადასხვა შეთავაზებით, რაც გააჩნია მუნიციპალიტეტს მოსწავლე–ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის, სხვადასხვა სპორტული და სახელოვნებო წრეების სახით“, – განაცხადა ანდრია ბასილაიამ.

მან, ასევე ისაუბრა სოციალურად დაუცველი საპენსიო ასაკის პირებისთვის მედიკამენტების დაფინანსების, 100 წელს მიღწეულ მოქალაქეთა ერთჯერადი დახმარების, თბილისის მუნიციპალური თავშესაფრის მოვლა-პატრონობის, შინმოვლის თანადაფინანსების, შშმ პირთა მხარდაჭერისა და საზოგადოებაში მათი ინტეგრაციის სხვადასხვა პროგრამაზე.

„ჩვენ დავნერგეთ სოციალურად დაუცველი პენსიონერებისთვის 500-ლარიანი ვაუჩერის პროგრამა და უკვე 70 000-ზე მეტმა ბენეფიციარმა ისარგებლა ამ პროგრამით. ასევე, მერის გადაწყვეტილებით, ათჯერ გაიზარდა 100 წელს მიღწეული მოქალაქეების ერთჯერადი დახმარება, რომელიც 1 000 ლარი იყო და მიმდინარე წელს გახდა 10 000 ლარი“, – განაცხადა დედაქალაქის მერის მოადგილემ.

მისი თქმით, ასევე მნიშვნელოვანი მიმართულებაა შინ მოვლის თანადაფინანსების პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს სოციალურად დაუცველი პირების საჭიროებას – სახლში გაეწიოთ გარკვეული მოვლა-პატრონობისა და სამედიცინო დახმარების სერვისი. აღნიშნული სერვისით ისარგებლა 7 768 ბენეფიციარმა.

„ჩვენთან ოპერირებს თბილისის მიუსაფართა მუნიციპალური თავშესაფარი, რომელიც არის ერთგვარი ალტერნატივა უსახლკარო ადამიანებისთვის, რომ არ დარჩნენ ღია ცის ქვეშ. თავშესაფარი ემსახურება 240 ბენეფიციარს და მობინადრეები უზრუნველყოფილი არიან: კვებით, პირადი მოხმარების ნივთებით, პირველადი სამედიცინო დახმარებით და სხვა საჭირო მომსახურებით”, – აღნიშნა მერის მოადგილემ.

კომუნალური სუბსიდირების პროგრამაზე საუბრისას, ანდრია ბასიალიამ აღნიშნა, რომ სოციალურად დაუცველი ოჯახებს ზამთრის თვეებში კომუნალური გადასახადები უფინანსდებათ. ამ პროგრამით 64 000-ზე მეტი აბონენტი სარგებლობს.

„სოციალური პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზე ზრუნვა და საზოგადოებაში მათი ინტეგრაციის უზრუნველყოფაა. ამ მიმართულებით ბევრი პროგრამა არსებობს, მაგალითად, როგორიცაა მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის დახმარების პროგრამა, ასევე არასრულწლოვანი შშმ პირების დახმარების პროგრამა. ერთ-ერთი პოპულარული და მნიშვნელოვანი მიმართულებაა საზაფხულო ვაუჩერები. წელს უკვე გაზრდილი მოთხოვნიდან გამომდინარე, დაახლოებით, 3 200 ოჯახს მივეცით საკურორტო ვაუჩერები იმისთვის, რომ შშმ ბავშვებმა და მათ ოჯახებმა მოახერხონ სრულყოფილად დაისვენონ ზაფხულში. პარალელურად, ვაფინანსებთ სხვადასხვა შშმ პირთა ორგანიზაციას და ინდივიდუალურ განაცხადებს“, – აღნიშნა თბილისის მერის მოადგილემ.

ამასთანავე, ანდრია ბასილაიას თქმით, მერია ახორციელებს პერსონალური ასისტენტის მომსახურებით უზრუნველყოფის პროგრამას, რომლის სერვისიც შშმ პირის დამოუკიდებელი ცხოვრების ხარისხს აუმჯობესებს.

(R)

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„რასაც ივანიშვილი ახლა აკეთებს, ამ ლოგიკით ხდება… ბიძინას სხვა გათვლა აქვს“ – ბაბუნაშვილი
ახალი ამბები

„ბიძინა თურმე ამბობდა – ვინ უნდა შემცვალოს, ვინ? ვის აქვს ჩემდენი ფული?… არადა, 60 მილიარდ ევროზე იყო ლაპარაკი… ამიტომ ბიძინამ ჩემთან დაკავშირებით ნევროზი აიკიდა და განადგურება გადაწყვიტა“

20:20 07-16-2025
“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია
ახალი ამბები

“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია

14:37 07-09-2025
რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?
ახალი ამბები

რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?

23:03 07-08-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025

ბიზნესი

2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს – თიბისი
ახალი ამბები

2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს – თიბისი

18:59 07-18-2025
თიბისი კონცეპტი, Visa და Turkish Airlines საქართველოში პირველ სამოგზაურო ბარათს ქმნიან
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი, Visa და Turkish Airlines საქართველოში პირველ სამოგზაურო ბარათს ქმნიან

15:54 07-18-2025
თიბისი უზბეკეთი ნეობანკინგის კატეგორიაში მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო ფინტექად დასახელდა
ახალი ამბები

თიბისი უზბეკეთი ნეობანკინგის კატეგორიაში მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო ფინტექად დასახელდა

11:39 07-18-2025
რას იწვევს აორტის სარქველის პათოლოგიების დაგვიანებული დიაგნოსტიკა და რომელია ყველაზე საშიში ფორმა?
ახალი ამბები

რას იწვევს აორტის სარქველის პათოლოგიების დაგვიანებული დიაგნოსტიკა და რომელია ყველაზე საშიში ფორმა?

15:07 07-17-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved