• რეკლამა
  • კონტაქტი
19:18, პარასკევი, 30 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

სუს-ის განცხადებები ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ მიზანი მოქალაქეთა დაშინებაა -IDFI

ალია ავტორი - ალია
17:11 11-06-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
40

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი სუს-ის მიერ 3 და 6 ნოემბერს გამართულ ბრიფინგებს გამოეხმაურა. 

2021 წლის 6 ნოემბერი: სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ბრიფინგის პრობლემურობა

6 ნოემბერს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ბრიფინგი გამართა და გაავრცელა ინფორმაცია, რომ დღეს დაგეგმილი აქციების ორგანიზატორები აპირებენ სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებების ბლოკირებას, სახელმწიფო დაწესებულებების ნორმალური ფუნქციონირების ხელშეშლას და ერთერთი ოპოზიციური პარტიის ლიდერის ლიკვიდაციას. სუს-ის განმარტებით, აღნიშნულს საქართველოს მესამე პრეზიდენტი საკნიდან აორგანიზებს და მისთვის ეს ფაქტები ოპერატიული ინფორმაციის საშუალებით გახდა ცნობილი.

სუს-მა მეტი პასუხისმგებლობა უნდა გამოიჩინოს, როდესაც საზოგადოებას ირიბად ეუბნება, რომ ოპოზიციურ აქციაზე წასვლის შემთხვევაში, ისინი შესაძლოა, გახდნენ დანაშაულის ხელშემწყობი პირები.  ინფორმაციის ნაწილი, რომელშიც სუს-ი რისკებს ხედავ საერთოდ არ წარმოადგენს კანონდარღვევას, ნაწილზე რეაგირება კი არ არის სუს-ის კომპეტენცია. უკიდურესად პრობლემურია ის გარემოება, რომ, როგორც სუს-ის ბრიფინგიდან ირკვევა, უწყების მიერ გავრცელებული განცხადების საფუძველი მხოლოდ ოპერატიული ინფორმაციაა.

2021 წლის 3 ნოემბერი:  სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადების პრობლემურობა

სუს-ის 3 ნოემბრის  განცხადების თანახმად, „ბოლო დროს, სოციალურ ქსელებსა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში სხვადასხვა პირის მიერ ვრცელდება დანაშაულის ნიშნების შემცველი შინაარსის საჯარო განცხადებები და მოქალაქეები განზრახ თუ გაუცნობიერებლად პირდაპირ მოუწოდებენ თანამოაზრეებს რევოლუციისა და ხელისუფლების დამხობისკენ, მათ შორის ძალადობრივი გზებით“.  სუს-ი, შესაძლოდ გაკეთებულ ამგვარი განცხადებების ფაქტებს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით აკვალიფიცირებს. აღნიშნული მუხლი კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდებას გულისხმობს. ამავე განცხადებაში, ყოველგვარი ლოგიკური კავშირის გამოკვეთის გარეშე იყო მოხსენიებული სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ სხვა საქმეზე დაწყებული გამოძიება.

სამწუხაროდ, განცხადება არ შეიცავდა მტკიცებულებებს,  რომელიც სუს-ის განცხადების საფუძვლიანობის სრულყოფილად შეფასების შესაძლებლობას მოგვცემდა. თუმცა სსკ-ის 317-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობის ქვეშ ვერ მოექცევა აზრის ისეთი გამოხატვა, რომელიც კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის რეალურ ან რეალურთან ახლოს მდგომ საფრთხეს მაინც არ შეიცავს.

ორგანიზაციის განცხადებით, აზრის გამოხატვა ისევე, როგორც მანიფესტაციებში მონაწილეობა საქართველოს კონსტიტუციით დაცული უფლებაა და უწყებამ თავი უნდა შეიკავოს ისეთი ინფორმაციის გავრცელებისგან, რომელმაც მოსახლეობაში შეიძლება გამოიწვიოს შიში.
 

“სუს-ი ვერ ასაბუთებს, მის მიერ დასახელებული საფრთხეების ვერც რეალურობას ვერც მყისიერებას. ამ ფონზე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებები ქმნის შთაბეჭდილებას, რომ მისი ერთადერთი მიზანია მოქალაქეთა დაშინება და ფონის შექმნა სხვადასხვა სახელმწიფო ორგანოთა მიერ რეპრესიული ზომების გასაძლიერებლად” – ვკითხულობთ IDFI-ს განცხადებაში.

სუსი: აქციის ორგანიზატორები აქტიურად განიხილავენ ერთ-ერთი ოპოზიციური ლიდერის ლიკვიდაციის შესაძლებლობას
თეგები: გრიგოლ ლილუაშვილისუსი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

“ერთი ჩხვლეტით და გულის გაჩერების გარეშე” – როგორ ცვლის TAVI ხანდაზმული პაციენტების სიცოცხლეს
ახალი ამბები

“ერთი ჩხვლეტით და გულის გაჩერების გარეშე” – როგორ ცვლის TAVI ხანდაზმული პაციენტების სიცოცხლეს

18:54 10-30-2026
როდისაა მუცლის ტკივილი და წონაში კლება სერიოზული საფრთხის სიგნალი? – ინოვაცია გასტროენტეროლოგიაში
ახალი ამბები

როდისაა მუცლის ტკივილი და წონაში კლება სერიოზული საფრთხის სიგნალი? – ინოვაცია გასტროენტეროლოგიაში

16:55 10-30-2026
“დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის” იანვარი-ოქტომბერი 2026-ის საქმიანობის ანგარიში
ახალი ამბები

“დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის” იანვარი-ოქტომბერი 2026-ის საქმიანობის ანგარიში

14:43 10-30-2026
თიბისი საერთაშორისო STEM ოლიმპიადების მთავარი მხარდამჭერია
ახალი ამბები

თიბისი საერთაშორისო STEM ოლიმპიადების მთავარი მხარდამჭერია

13:44 10-30-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved