ქართული ოცნების დეპუტატის, ენძელა მაჭავარიანის განცხადებით, პარტიის საარჩევნო სიაში მისივე სურვილით არ მოხვდა:
“მქონდა სტრესული მუშაობის პირობები. რაც შევძელი, გავაკეთე ამ ოთხ წელიწადში. მიმაჩნია, რომ ახლა პარლამენტში უნდა ავიღო ტაიმაუტი. სულ პარლამენტში ხომ არ ვიქნები”
ქართული ოცნების პარტიულ სიაში მოხვდნენ როგორც ბოლო მოწვევის პარლამენტის წევრები, ისე ახალი სახეები. მათ შორის, ამბოხებული დეპუტატებიც, რომლებმაც პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტი ჩააგდეს.
კომენტარები