• რეკლამა
  • კონტაქტი
20:25, ოთხშაბათი, 6 მაისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

შიმშილობა არის სასოწარკვეთა უკეთეს შემთხვევაში და უარეს შემთხვევაში ბურთის გადაგდება, რომ იმ მომენტში გადარჩე პოლიტიკურად – გიგა ბოკერია

ალია ავტორი - ალია
17:05 12-23-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
89

ევროპული საქართველოს თავჯდოამარე გიგა ბოკერია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისთან მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით დაწყებულ შიმშილობის აქციას ეხმიანება.

არცერთ ავტორიტარულ რეჟიმს შიმშილობის გამო ძალაუფლება არ დაუთმია. შიმშილობა რაღაც ვითარებაში შეიძლება ყოფილიყო კომპონენტი, ეგეც სადაოა, როდესაც სხვა ფაქტორებიც წნეხის არსებობს და ჩვენ, დღეს გვაქვს საპირისპირო ვითარება, როდესაც გავრილოვის ღამისგან განსხვავებით, როდესაც თავდაცვით მდგომარეობაში იყო ივანიშვილის რეჟიმი, იმიტომ, რომ ნახა ფართო საზოგადოების პროტესტი. არაპარტიული ხალხის, არა თუნდაც პოლიტიკურად აქტიური სამოქალაქო ჯგუფების, ან მედია ჯგუფების, არამედ უფრო ფართო, რამაც შეაშინა და სამართლიანად, სწორად შეაშინა. საერთაშორისო წნეხიც თანმიმდევრული და კომუნიკაციის გამო იზრდებოდა. სამწუხაროდ, კოვიდმა გადაარჩინა ისინი ამ ვითარებისგან და უკვე მაგის შემდეგ, 2020 წლის და ამ არჩევნების შემდეგ, ბევრი შეცდომის შემდეგ, რაც ოპოზიციის ლიდერებმა დაუშვეს სხვადასხვა ეტაპზე, ახლა არის ძალის დემონსტრირების რეჟიმში. შიმშილობა არის სასოწარკვეთა უკეთეს შემთხვევაში და უარეს შემთხვევაში უბრალოდ ბურთის გადაგდება, რომ იმ მომენტში გადარჩე პოლიტიკურად, შენი პარტიის შიგნით, მეტი არაფერი არ არის ეს. ივანიშვილის რეჟიმი არის ახლა ძალის დემონსტრირების რეჟიმში, ცდილობენ მაქსიმუმი ამოწურონ ამ ვითარებიდან, რომ დემორალიზება მოხდეს რაც შეიძლება მეტი ხალხის, რომ დიდი ხნით საფრთხე შეიმცირონ. სამწუხაროდ, გარკვეულ წარმატებას მიაღწიეს ამ ეტაპზე და ჩვენ არ უნდა დავუშვათ, რომ ეს წარმატება კიდევ უფრო გააღრმავონ – თქვა ბოკერიამ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

(ვიდეო) – “13 მაისს აპლიკაციები 24 საათით გაითიშება”– ტაქსის მძღოლთა პროტესტის შემდეგი ნაბიჯი ცნობილია
ახალი ამბები

(ვიდეო) – “13 მაისს აპლიკაციები 24 საათით გაითიშება”– ტაქსის მძღოლთა პროტესტის შემდეგი ნაბიჯი ცნობილია

19:27 05-06-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026
,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026

ბიზნესი

YE, Kanye West-ის კონცერტის ბილეთების გაყიდვა თიბისის მომხმარებლებისთვის 24 საათით ადრე დაიწყება
ახალი ამბები

YE, Kanye West-ის კონცერტის ბილეთების გაყიდვა თიბისის მომხმარებლებისთვის 24 საათით ადრე დაიწყება

14:18 05-06-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:12 05-06-2026
თიბისი ტექსკოლა – მოსწავლეებისთვის ხელოვნური ინტელექტის შესწავლის ახალი შესაძლებლობები
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლა – მოსწავლეებისთვის ხელოვნური ინტელექტის შესწავლის ახალი შესაძლებლობები

20:19 05-05-2026
სტადირების „ბირთვი” და რადიოლოგიური “რუკა” – რადიოლოგიის როლი ონკოლოგიაში
ახალი ამბები

სტადირების „ბირთვი” და რადიოლოგიური “რუკა” – რადიოლოგიის როლი ონკოლოგიაში

16:29 05-05-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved