• რეკლამა
  • კონტაქტი
02:56, ორშაბათი, 15 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“შესაძლოა, „’ოცნებამ“ „ენმ“-ის ჯინაზე რაიმე მოიფიქროს, რასაც მე არ მივესალმებოდი…” – ვახტანგ მეგრელიშვილი

ალია ავტორი - ალია
16:02 08-10-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
33

„გირჩის“ წევრმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა განაცხადა:

„შარლ მიშელის შეთანხმებიდან ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი პუნქტი იყო საკონსტიტუციო ცვლილებების შესაძლებლობა და ისეთ მომენტში გამოვიდა „ქართული ოცნება“ ამ შეთანხმებიდან, რომ ფაქტობრივად ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი დარჩა შუა გზაზე. ის ინიცირებულია. ჩვენ ყოველთვის მიგვაჩნდა, დღესაც ასე მიგვაჩნია და მივიღებთ მონაწილეობას ნებისმიერ განხილვაში, ნებისმიერ დისკუსიაში, რომელიც შეეხება იმას, რომ ამ ქვეყანაში პოლიტიკურ პარტიებს დამოუკიდებლად უნდა შეეძლოთ პარლამენტში შემოსვლა და ამის წინაპირობაა ზუსტად ის ორპროცენტიანი შეთანხმება, რომელიც შარლ მიშელის ფარგლებში დაიდო. მაგრამ მე არ ვარ დარწმუნებული, მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნება“ გამოვიდა შეთანხმებიდან, რომ ის ასეთივე ენთუზიაზმით გააგრძელებს თანამშრომლობას ოპოზიციასთან, მათ შორის ისეთ საკითხებზე, რომლებიც დიდ პარტიებს დიდად არ აწყობთ და ეს არის აქ მთავარი ამბავი. მე, მაგალითად, მიხარია, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ერთი მხრივ გააკეთა განცხადება, რომ მისთვის მნიშვნელოვანია და ამიტომ დარჩა პარლამენტში. მაგრამ, რომ ვიცი ამ ორი პარტიის ერთმანეთთან დაპირისპირება, შესაძლოა, „ქართულმა ოცნებამ“ „ნაციონალური მოძრაობის“ ჯინაზე რაიმე მოიფიქროს, რასაც მე ნამდვილად არ მივესალმებოდი და მინდა, საკონსტიტუციო ცვლილებები ბოლომდე მივიდეს.

მაღალი ბარიერი ყველას უბიძგებს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ან „ქართული ოცნების“ გარშემო შეგროვდნენ. დაბალი ბარიერი, მათ შორის ამ პარტიებში მყოფ პოლიტიკოსებს აძლევს საშუალებას, ისეთი მორჩილები არ იყვნენ პარტიისა და ლიდერის, როგორც ხუთპროცენტიანი ბარიერის შემთხვევაში იქნებოდა“

თეგები: ვახტანგ მეგრელიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

ლარის კურსი და კონვერტაცია
ახალი ამბები

ლარის კურსი და კონვერტაცია – რა ღირს ლარი 15 ივნისამდე?

20:00 06-14-2026
დაიწყე ინვესტირება თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე SpaceX-ის აქციებით
ახალი ამბები

დაიწყე ინვესტირება თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე SpaceX-ის აქციებით

17:32 06-12-2026
თიბისის  ბიზნესგანათლების  პროგრამაში, მაისის თვეში,  500-ზე მეტი მეწარმე ჩაერთო
ახალი ამბები

თიბისის  ბიზნესგანათლების  პროგრამაში, მაისის თვეში,  500-ზე მეტი მეწარმე ჩაერთო

14:07 06-12-2026
Global Tech Weekend Tbilisi 2026 – ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება ბრუნდება – თიბისი
ახალი ამბები

Global Tech Weekend Tbilisi 2026 – ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება ბრუნდება – თიბისი

13:15 06-11-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved