ფოტო – BBC
BBC-ის ინფორმაციით, მოლდოვის საფეხბურთო კლუბის “შერიფ ტირასპოლის” უკრაინელი მწვრთნელი, იური ვერნიდუბი, ევროპის ლიგას ტოვებს და უკრაინაში მიემგზავრება, რუსეთის წინააღმდეგ საბრძოლველად.
მისი საფეხბურთო კლუბი პორტუგალიაში, ევროპა ლიგის მატჩისთვის იმყოფებოდა, ამიტომ იგი პორტუგალიიდან რუმინეთში გაემგზავრა, შემდეგ ტირასპოლში და 26 თებერვალს უკრაინაში ჩავიდა და მოხალისეებს შეუერთდა.
“ჩემი ახლობლები ცდილობდნენ ჩემ შეჩერებას, ჩემი ცოლი, შვილები, შვილილშვილები. მე მტკიცედ ვიდექი, მადლობას ვუხდი ჩემს მეუღლეს მხარდაჭერისთვის. ყოველ წუთში მზად ვართ წავიდეთ იქ, სადაც გვეტყვიან.” – განაცხადა მან.
კომენტარები