• რეკლამა
  • კონტაქტი
05:14, ხუთშაბათი, 18 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: იმედი მაქვს, 4 ოქტომბერს შესაძლებელი იქნება სრულად თუ არა, ნაწილობრივ მაინც საკლასო ოთახებში გაგრძელდეს სასწავლო პროცესი

ალია ავტორი - ალია
17:28 09-16-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
33

პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის სხდომაზე  კომიტეტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა სკოლის მოსწავლეებსა და მასწავლებლებს.  მისი თქმით, პანდემიიდან გამომდინარე, სწავლა დისტანციურ რეჟიმში დაიწყო, რისთვისაც განათლების სისტემა სათანადოდ მოემზადა.

„დისტანციურ სწავლება, რა თქმა უნდა, რთულია, და  აქვს თავისი მინუსები, რომელიც  რაც არ უნდა კარგად იყოს განათლების სისტემა მომზადებული,  ვერ დააკომპენსირებს იმ ფსიქოსოციალურ მიზნებს, რომელიც აქვს საკლასო ოთახში სწავლას. თუმცა ეს ყველაფერი დამოკიდებულია ეპიდვითარებაზე“, -განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, პირველკლასელები სწავლას 4 ოქტომბერს დაიწყებენ. მანამდე კი არსებობს იმედი, რომ ეპიდვითარება გაუმჯობესდება და  ახალბედა მოსწავლეები სწავლა საკლასო ოთახებში დაიწყებენ.

რაც შეეხება რეგიონებს, სადაც დაბალია პანდემიის დადებითობის მაჩვენებელი, კვლევით გამოვლინდა 300 სკოლა, რომელშიც შესაძლოა სწავლა საკლასო ოთახებში დაიწყოს.

„ეს,  ძირითადად, შეეხება მთიან რეგიონებს. ასევე მიმდინარეობს სხვა სკოლების შესწავლაც და, სავარაუდოდ, შესაძლებელია მოხდეს ინდივიდუალურად გადაწყვეტილებების მიღება. ეს არის ეპიდემიოლოგიურ გათვლებზე დამყარებული გადაწყვეტილება, რაც მეცნიერულ აზრს უნდა ეფუძნებოდეს. იმედი მაქვს, რომ 4 ოქტომბერს შესაძლებელი იქნება სრულად თუ არა, ნაწილობრივ მაინც საკლასო ოთახებში გაგრძელდეს სკოლებში სასწავლო პროცესი“,- აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

როგორც მან აღნიშნა კომიტეტი აწარმოებს საკომიტეტო მოკვლევას დისტანციურ სწავლებასთან დაკავშირებით. კომიტეტში შემოსულია მოქალაქეებისა და სხვადასხვა ორგანიზაციების მოსაზრებები, რომელთა დამუშავებაც მიმდინარეობს და  2 თვის ვადაში გაიმართება საკომიტეტო მოსმენა, რომელზეც აღნიშნულ საკითხზე იმსჯელებენ.

კომიტეტმის სხდომაზე ორ საკანონმდებლო წინადადების შესახებ იმსჯელეს. კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა  მოქალაქე გ. გოროშიძის მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებას  „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და  მოქალაქე დ. მებაღიშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადებას საჯარო უნივერსიტეტებში დიპლომისა და სტუდენტური დაზღვევის გარდა ყველა სხვა უმაღლესი გადასახადის გაუქმების შესახებ.

თეგები: შალვა პაპუაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

ტირტირი - K-Beauty
ახალი ამბები

რატომ არის ტირტირი K-Beauty-ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრენდი?

20:01 06-17-2026
ბინები ქობულეთში
ახალი ამბები

ბინები ქობულეთში – რატომ იზრდება მოთხოვნა და ღირს თუ არა ინვესტირება?

14:57 06-17-2026
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის ბალეტის ფესტივალს
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის ბალეტის ფესტივალს

14:50 06-17-2026
იფრთხილე – ენერგო–პრო–ჯორჯია
ახალი ამბები

“იფრთხილე” – რა სამუშაოების უსაფრთხოდ დაგეგმვაში გეხმარება “ენერგო–პრო–ჯორჯია”? – ვიდეო

14:38 06-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved