ქობულეთის შემოვლით გზაზე ერთმანეთს ოთხი ავტომობილი შეეჯახა, შედეგად შვიდი ადამიანი დაშავდა.
დაშავებულები სასწრაფო დახმარების ჯგუფებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათგან ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა შედარებით მძიმეა.
ავარიის გამო, დროებით გადაკეტილი იყო საავტომობილო გზა.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.
წყარო: report.ge
კომენტარები