• რეკლამა
  • კონტაქტი
10:21, ოთხშაბათი, 15 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“საზაფხულო გამოწვევა კითხვაში” – ვერცხლის და ოქროს სერტიფიკატები აშშ-ს ელჩისგან

ალია ავტორი - ალია
16:07 06-14-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
197

ამერიკის საელჩო იწვევს ქართველ ბავშვებს, მონაწილეობა მიიღონ საელჩოს საზაფხულო კითხვის გამოწვევაში, – ინფორმაციას საელჩოს Facebook-გვერდი ავრცელებს.

„წიგნებს შეუძლიათ თქვენი წაყვანა მსოფლიოს ყველა კუთხეში და სამყაროს მიღმაც. კითხვა არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სიამოვნება ცხოვრებაში და ადრეული ასაკიდან დაწყება კითხვის ჩვევად ქცევაში გვეხმარება”, – ამბობს ელჩი დეგნანი.

„საზაფხულო გამოწვევა კითხვაში არის ერთ-ერთი საუკეთესო ამერიკული ტრადიცია. მილიონობით ამერიკელი ბავშვი ამ ზაფხულსაც კითხვაში გაატარებს. ჩვენ ვიწვევთ ქართველ ბავშვებს, იკითხონ ჩვენთან ერთად”, – აღნიშნულია საელჩოს განცხადებაში.

პროგრამა მარტივია: მონაწილე ირჩევს წიგნ ქართულ ან ინგლისურ ენაზე, კითხულობს, ავსებს ამერიკული სივრციდან მიღებული წიგნის ფორმას და აბრუნებს მათ 10 სექტემბრამდე. ბავშვებს შეუძლიათ, რომ წიგნები გამოიტანონ ამერიკული სივრციდან, საჯარო, სკოლის ან ოჯახის ბიბლიოთეკიდან, ითხოვონ მეგობრებისგან, ან ოჯახის წევრებისგან, შეიძინონ მაღაზიაში, ან ნახონ ნებისმიერ ხელმისაწვდომ ადგილას. ეს შეიძლება იყოს ნებისმიერი წიგნი ინგლისურად ან ქართულად, მხატვრული ან არამხატვრული ლიტერატურა.

ნებისმიერი ბავშვი, რომელიც 100 გვერდს მაინც წაიკითხავს, მიიღებს ამერიკის ელჩის, კელი დეგნანის ხელმოწერილ ვერცხლის სერტიფიკატს. ბავშვები, რომლებიც 500 გვერდს მაინც წაიკითხავენ, მიიღებენ ოქროს სერტიფიკატს. ქულები ინგლისურად წაკითხული გვერდებისთვის გაორმაგდება.

პროგრამის შესახებ დაწვრილებითი ინფორმაცია, წიგნები ინგლისურ და ქართულ ენებზე და წიგნის წაკითხვის შემდეგ შესავსები ფორმები შეგიძლიათ, ნახოთ ამერიკულ სივრცეში თქვენთან ახლოს:

თბილისის ამერიკული კუთხე – მოსწავლე – ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე, რუსთაველის გამზირი #6;

მარნეულის ამერიკული კუთხე – ცენტრალური ბიბლიოთეკა, რუსთაველის ქუჩა #73;

რუსთავის ამერიკული კუთხე – ცენტრალური ბიბლიოთეკა, შარტავას ქუჩა #11;

თელავის ამერიკული კუთხე – ცენტრალური ბიბლიოთეკა, ერეკლე მეფის ქუჩა #1;

ყვარლის ამერიკული თარო – #1 საჯარო სკოლა, სააკაძის ჩიხი #5;

ამერიკის საელჩოს მოძრავი ბიბლიოთეკა (ბუქმობილი), წეროვანი, ფრეზეთი და გალავანი;

გორის ამერიკული თარო – ცენტრალური ბიბლიოთეკა, სტალინის ქუჩა #8;

ხაშურის ამერიკული კუთხე – ცენტრალური ბიბლიოთეკა, ძნელაძის ქუჩა #10;

ქუთაისის ამერიკული კუთხე – საბავშვო ბიბლიოთეკა, დუმბაძის ქუჩა #2;

ოზურგეთის ამერიკული თარო – ცენტრალური ბიბლიოთეკა, 26 მაისის ქუჩა #9;

ზუგდიდის ამერიკული კუთხე – ცენტრალური ბიბლიოთეკა, მერაბ კოსტავას ქუჩა #58;

ბათუმის ამერიკული კუთხე – ცენტრალური ბიბლიოთეკა, ვაჟა ფშაველას ქუჩა #21;

ხულოს ამერიკული თარო – ბიბლიოთეკის კულტურის ცენტრი, ჭავჭავაძის ქუჩა;

ახალციხის ამერიკული კუთხე – ცენტრალური ბიბლიოთეკა, თამარ მეფის ქუჩა #6 ა.

„ამ პროექტით ამერიკის საელჩო მხარს უჭერს 2021 წელს თბილისის წიგნის მსოფლიო დედაქალაქად გამოცხადებას, რაც წიგნებისა და კითხვის პოპულარიზაციის დიდი ზეიმია“, – აცხადებენ საელჩოში.

თეგები: აშშ-ს საელჩო

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?
ახალი ამბები

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?

15:14 07-08-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

მანქანის კონდეციონერი
ახალი ამბები

“ფრეონი აკლია, ძმაო” – დიდი საზაფხულო აფერა – როგორ ამოიცნო მანქანის კონდიციონერის პროფესიონალი ხელოსანი

19:27 07-14-2026
N1 ქსელი სამოგზაუროდ – “სელფის” როუმინგის კამპანია
ახალი ამბები

N1 ქსელი სამოგზაუროდ – “სელფის” როუმინგის კამპანია

16:39 07-14-2026
თიბისი ტექსკოლა – ონლაინ ტექგანათლება, რომელიც საქართველოს ყველა რეგიონს აერთიანებს
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლა – ონლაინ ტექგანათლება, რომელიც საქართველოს ყველა რეგიონს აერთიანებს

13:46 07-14-2026
ლომბარდი
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდი „ჰკითხე ექსპერტს“ კამპანიის ფარგლებში გადახდის მოქნილ პირობებს განმარტავს

19:38 07-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved