• რეკლამა
  • კონტაქტი
16:42, პარასკევი, 6 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი

ალია ავტორი - ალია
15:45 11-06-2026
- ახალი ამბები, ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
20

ტემპერატურის კლებასთან ერთად, ავტომობილის ზამთრისთვის მომზადება განსაკუთრებით აქტუალური ხდება. ცივი სეზონი მანქანის ტექნიკური გამართულობის მიმართ დამატებით ყურადღებას მოითხოვს, რადგან დაბალ ტემპერატურაზე წარმოქმნილმა პრობლემებმა შესაძლოა, როგორც გადაადგილებისას შეგვიქმნას დისკომფორტი, ისე უსაფრთხოების რისკები გაზარდოს.

მომხმარებლებზე ზრუნვისა და უსაფრთხო გადაადგილების ხელშეწყობის მიზნით, „თეგეტა მოტორსმა“ ნოემბერში მძღოლებს სხვადასხვა პროდუქტსა და მომსახურებაზე სპეციალური ფასები და აქციები მოუმზადა. შეთავაზებები მოიცავს ფასდაკლებებს კომპანიის პარტნიორი წამყვანი ბრენდების აკუმულატორებზე, ზამთრის საბურავებსა და ანტიფრიზებზე, ასევე ჰაერისა და სალონის ფილტრების სრულიად უფასოდ შეცვლის მომსახურებას. დამატებით, სპეციალური პირობებით სარგებლობა ბათუმში ავტონაწილების შეძენისასაც არის შესაძლებელი.

ვაჟა ილურიძე, „თეგეტა მოტორსის“ საცალო გაყიდვების განყოფილების ხელმძღვანელი: „ნოემბერი ავტომობილის ცივი სეზონისთვის მოსამზადებლად ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდია, რადგან ამ დროს ტემპერატურის კლება უკვე შესამჩნევი ხდება. მნიშვნელოვანია, მძღოლებმა დროულად შეამოწმონ და, საჭიროების შემთხვევაში, შეცვალონ ავტომობილის კომპონენტები, რომლებიც არა მხოლოდ მის გამართულ მუშაობას, არამედ საკუთარი, მგზავრებისა და საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილეების უსაფრთხოებას უკავშირდება.

„თეგეტა მოტორსი“ საქართველოს ავტოსერვისის ბაზარზე ლიდერის პოზიციას იკავებს. ყოველი მეორე მძღოლი ავტოსერვისთან პირველ ასოციაციად სწორედ მას ასახელებს. ეს ნდობა კი კომპანიისთვის, სიამაყის საფუძველთან ერთად, დიდი პასუხისმგებლობაცაა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მომხმარებლებს ხარისხის საიმედო სტანდარტი მუდმივად შევთავაზოთ. ვფიქრობ, სწორედ ეს განაპირობებს, რომ სხვადასხვა საავტომობილო პროდუქტის, მათ შორის, აკუმულატორებისა და ზეთების შეძენისას „თეგეტა მოტორსი“ მძღოლების პირველი არჩევანია. კომპანია მომხმარებლებს უსმენს და ამჯერადაც გადავწყვიტეთ, ზამთრის სეზონზე მათთვის ყველაზე საჭირო და მოთხოვნადი პროდუქტები უფრო ხელმისაწვდომი გაგვეხადა“.

ნოემბერში „თეგეტა მოტორსის“ ფილიალებში მძღოლებს აკუმულატორების წამყვანი ბრენდების პროდუქციაზე სპეციალური პირობებით სარგებლობა შეუძლიათ. ENERGIZER-ის ახალი აკუმულატორის შეძენისა და ძველის ჩაბარების შემთხვევაში მომხმარებელი თითოეულ ჩაბარებულ 1 ამპერზე 2-ლარიან ფასდაკლებას მიიღებს. ნოემბერში აკუმულატორის შეძენა 129 ლარიდან იქნება შესაძლებელი.

„თეგეტა მოტორსი“ მომხმარებლებს პრემიუმ ბრენდებზე 3-წლიან გარანტიას, ავტომობილის ტექნიკური პასპორტის მიხედვით აკუმულატორის სწორად შერჩევასა და ელექტრონიკის დაცვით მონტაჟსაც სთავაზობს.

განსაკუთრებული შეთავაზებებია ზამთრის საბურავებზე. ავტომობილის ერთადერთი კომპონენტი, რომელსაც გზასთან უშუალო შეხება აქვს, სწორედ საბურავია, ამიტომ მისი სეზონთან შესაბამისობა უსაფრთხო გადაადგილებისთვის გადამწყვეტია. დაბალ ტემპერატურაზე ზაფხულის საბურავი სათანადო მოჭიდებას ვეღარ უზრუნველყოფს მაშინაც კი, როდესაც გზაზე თოვლი არ არის. ცივ პირობებში უსაფრთხოდ გადაადგილებისთვის „თეგეტა მოტორსი“ მძღოლებს Petlas-ის ზამთრის საბურავების შერჩეულ მოდელებზე სპეციალურ ფასებს სთავაზობს: 225/50 R17 ზომის Snowmaster 2 Sport – 189 ლარად, 215/55 R17 – 179 ლარად, 205/55 R16 – 139 ლარად, 195/65 R15 ზომის Snowmaster 2 – 129 ლარად, ხოლო 175/65 R15 – 119 ლარად. აღსანიშნავია, რომ Petlas გამოირჩევა 50-წლიანი გამოცდილებითა და საინტერესო ისტორიით. კომპანიამ საბურავების წარმოება 1976 წელს თურქეთის საჰაერო ძალებისთვის დაიწყო.

ზამთარში ავტომობილის გამართული მუშაობისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია გაგრილების სისტემის მდგომარეობა. ხარისხიანი ანტიფრიზი ძრავის გაგრილების სისტემაში სითხის გაყინვისგან დაცვას უზრუნველყოფს და ცივ ამინდში მის ეფექტიან მუშაობას უწყობს ხელს. „თეგეტა მოტორსმა“ კი მძღოლების ხელშეწყობისთვის, ნოემბერში ანტიფრიზებზე 20%-იანი ფასდაკლება მოამზადა.

კომპანიის კიდევ ერთი შეთავაზება ჰაერისა და სალონის ფილტრების შეცვლას ეხება – ნოემბერში ორივე მომსახურება უფასოა. ჰაერის ფილტრი ძრავისთვის მიწოდებული ჰაერის გაწმენდას უზრუნველყოფს, ხოლო სალონის ფილტრი ავტომობილში შემომავალი ჰაერის ხარისხზე ზრუნავს. მათი დროული შეცვლა მნიშვნელოვანია როგორც ძრავის გამართული მუშაობისთვის, ისე მგზავრებისთვის კომფორტული გარემოს შესაქმნელად.

ნოემბერში სპეციალური შეთავაზება მოქმედებს ბათუმშიც – ქალაქში ავტონაწილების შეძენისას მომხმარებლები 15%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებენ.

ნოემბრის შეთავაზებები მძღოლებს შესაძლებლობას აძლევს, ავტომობილი ზამთრისთვის დროულად მოამზადონ, სეზონისთვის საჭირო უმაღლესი ხარისხის პროდუქტები თუ მომსახურება სპეციალური, შეღავათიანი პირობებით მიიღონ და, „თეგეტა მოტორსთან“ ერთად, უსაფრთხოდ მეტი გაიარონ.

—

თეგეტა მოტორსის შესახებ: თეგეტა ჰოლდინგში შემავალი კომპანია თეგეტა მოტორსი 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. თეგეტა მოტორსი 300-მდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.

(R)

თეგები: თეგეტა მოტორსი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
ახალი ამბები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი

15:45 11-06-2026
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესმობაილბანკში ანაბრის გახსნა უკვე ციფრულადაა შესაძლებელი

15:40 11-06-2026
პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა
ახალი ამბები

პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა

13:54 11-06-2026
თიბისის ბიზნესნაკრები ინდივიდუალური მეწარმეებისთვის
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესნაკრები ინდივიდუალური მეწარმეებისთვის

16:14 11-05-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved