• რეკლამა
  • კონტაქტი
17:04, ოთხშაბათი, 17 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“წარმოიდგინეთ ხელისუფლებაში რომ მოვიდნენ, ბიზნესზე რა ტერორი იქნება, ეგრევე შეუვარდებიან იმ ფირმებს…” – ლადო პაპავა

ალია ავტორი - ალია
15:41 09-23-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
30

ეკონომიკის ექსპერტმა ვლადიმერ პაპავამ სარეკლამო ბიზნესზე ზეწოლის შესახებ „პრაიმტაიმის“ პრესკლუბში განცხადება გააკეთა.

მისი თქმით, იმაზე საუბარი, რომ „ვისოლში“ საწვავი არ ჩავასხათ, კონკრეტულ ქსელში საკვები არ ვიყიდოთ, ბიზნესზე ტერორია.

„ქვეყანაში დღეს წინასაარჩევნო პერიოდია. დაძაბული სიტუაციაა. პოლიტიკურად ცხელი შემოდგომაა. ამ პირობებში არის ხშირი ურთიერთბრალდება. ამაში, სამწუხაროდ, ჰყვება ბიზნესი. ნუ გვავიწყდება, რომ ცხოვრება არჩევნების შემდეგაც გრძელდება და ეს ბიზნესი ქვეყანას სჭირდება. იმიტომ, რომ ხალხი დასაქმებული იყოს, ბიუჯეტში შემოსავლები იყოს და სახელმწიფო ვითარდებოდეს. იმავდროულად უნდა გვახსოვდეს, რომ თითოეული ბიზნესმენიც ადამიანია. მასაც აქვს პოლიტიკური გემოვნება, მაგრამ ბიზნესისთვის დამახასიათებელია ასეთი რამ… ბიზნესს ხმაური არ უყვარს. ეს ტენდენცია მარტო საქართველოსთვის დამახასიათებელი არ არის. ამ დროს, ჩვენ დავინახეთ, რომ გამოიკრა ბანერები, რომელსაც ძალიან ცუდი რეაქცია მოჰყვა.

წარმოვიდგინოთ, რომ ის ბანერი ვიღაცას არ მოეწონა, მაგრამ იმავდროულად არის საზოგადოების ის ნაწილი, ვისაც ძალიან მოეწონა. იმიტომ, რომ ბევრს არ დავიწყებია, რა იყო და როგორ იყო „ნაციონალური მოძრაობის“ პერიოდში. ამიტომ, გემოვნებაზე არ კამათობენ. იმავდროულად, იმის დადანაშაულება, რომ რამაც გაიჟღერა მედიაში და დაიწერა ზოგიერთი პოლიტიკური მოღვაწის თუ მედიასაშუალების მხრიდან, რომ ახლა „ვისოლის“ საწვავი არ ჩავასხათ, პროდუქტები არ შევიძინოთ, ეს ბიზნესზე ტერორია. ეს სწორედ იმ პოლიტიკური ძალიდან მოდის, რომელიც „ნაცმოძრაობას“ წარმოადგენდა თავის დროზე და ახლაც ღიად თუ არა, ირიბად მაინც ასოცირებულია“, – ამბობს ვლადიმერ პაპავა.

მისივე თქმით, მთავარი ის არის, რამდენად კანონიერად და სწორად მოხდა ამ ბანერების განთავსება.

„წარმოიდგინეთ, ესენი ხელისუფლებაში არ არიან და ხელისუფლებაში რომ მოვიდნენ, ბიზნესზე რა ტერორი იქნება. ეგრევე შეუვარდებიან იმ ფირმებს და საწარმოებს. ამიტომ, აქ მთავარია, რამდენად კანონიერად და სწორად მოხდა ამ ბანერების განთავსება. თორემ სიძულვილის ენა სამწუხაროდ, საქართველოში დამკვიდრებულია პოლიტიკურ სივრცეში. თუ ამას ვიხილავთ ბანერზე ეს სულაც არ არის გასაკვირი. მაგალითად, ის ადამიანები, რომლებიც უკიდურესად უარყოფითად ვართ განწყობილები „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ, რადგანაც მათი ბოროტება გვახსოვს და საკუთარ თავზეც გვაქვს გადატანილი, ეს სიძულვილის ენა არ არის. ეს არის ჩვეულებრივი ამბავი. რაშიც ჩვენ ვცხოვრობდით, ანუ სიმართლის ამსახველი. დანარჩენი, როგორი კომპოზიცია შედგა და ვინ არის წარმოდგენილი ეს გემოვნების ამბავია. გემოვნებაზე კი, როგორც წესი არ კამათობენ. ამიტომ, მთავარია, რომ რამდენად სამართლებრივად გაკეთდა ყველაფერი. ამისთვის არსებობს ზემდგომი ინსტანციები. თუ ვინმეს ეჭვი ეპარება, მიმართოს და გაარკვიოს. ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, რაიმე სამართალდარღვევას ადგილი არ ჰქონია. თორემ, რომ ყოფილიყო, უკვე სასამართლოშიც იქნებოდა სარჩელი შეტანილი.

მე იურისტი არ გახლავართ. უბრალოდ, ვეცნობი ინფორმაციებს. ამ შემთხვევაში ჩემთვის, უფრო მორალური მხარეა ბიზნესის დატერორება. ვინც ამას აკეთებს, იმასაც ვერ ხვდება, რომ ამით ბიზნესში დასაქმებული ამომრჩევლის ხმასაც კარგავენ. ის ადამიანი ვინც „ვისოლის“ დიდ ჰოლდინგში მუშაობ,ს ყველას ემუქრება. „საწვავი არ ჩაასხა“, „პროდუქტი არ იყიდო“, „კვების ობიექტში არ შეხვიდე“, როგორ შეიძლება ეს. ახლა წარმოიდგინეთ ასეთი რაღაც – დღეს ხელისუფლებასთან დაპირისპირებულია კახა ოქრიაშვილი. რომ გამოვიდეს ახლა ვიღაც და თქვას, „პსპ-ში“ წამლები არ იყიდოთ. ეს შეიძლება? ვიღაცას ეს პოლიტიკოსი მოსწონს, ვიღაცას – ის. ბიზნესი ბიზნესია. ამიტომ, თუ „ვისოლი“ გაყიდის კარგი ხარისხის საწვავს, ის მომხმარებელი მისგან მაინც იყიდის. მაგრამ ეს ზეწოლა ფსიქოლოგიური ტერორია. ეს შეიძლება სახელმწიფოს ტერორში გადაიზარდოს თუ ეს ხალხი ხელისუფლებაში რაღაც ფორმით მოსვლას შეძლებს. ჩვენ ეს ყველაფერი გვახსოვს. საჭიროა პოლიტიკური კულტურის ჩამოყალიბება, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ჯერჯერობით არ არის, რის გამოც სიძულვილის ენა გაბატონებულია. მოვა ის დროც, როდესაც ცივილიზებული სახით იქნება პოლიტიკოსებს შორის ურთიერთობა, მაგრამ ბიზნესს მოვექცეთ ფრთხილად. იმიტომ, რომ არჩევნები ჩაივლის, ცხოვრება მის შემდეგაც გრძელდება და ბიზნესი გვჭირდება. ბიზნესმენებს კი, ყველას თავისი გემოვნება აქვს“, – განაცხადა ვლადიმერ პაპავამ.

წყარო: primetime.ge

თეგები: ლადო პაპავა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025

ბიზნესი

გამკაცრდება თუ არა რეგულაციები მეორად საბურავებთან დაკავშირებით?!
ახალი ამბები

გამკაცრდება თუ არა რეგულაციები მეორად საბურავებთან დაკავშირებით?!

17:02 12-17-2025
თიბისი 33 წლისაა – თვითრწმენის, გამბედაობისა და მოუსვენრობის ისტორია
ახალი ამბები

თიბისი 33 წლისაა – თვითრწმენის, გამბედაობისა და მოუსვენრობის ისტორია

15:39 12-17-2025
“არ მოგერიდოს, იკითხე“-  დეკემბერი თიბისიში უზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხის პორტირებისთვის საუკეთესო დროა
ახალი ამბები

“არ მოგერიდოს, იკითხე“- დეკემბერი თიბისიში უზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხის პორტირებისთვის საუკეთესო დროა

15:03 12-17-2025
Communal Hotels – თიბისი ბიზნესდაჯილდოების ფინალისტის ისტორია
ახალი ამბები

Communal Hotels – თიბისი ბიზნესდაჯილდოების ფინალისტის ისტორია

11:58 12-17-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved