• რეკლამა
  • კონტაქტი
15:31, ორშაბათი, 9 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი კრწანისის რაიონში წინანაურის ქუჩაზე წყალმომარაგების ინფრასტრუქტურას სრულად აახლებს

ალია ავტორი - ალია
15:16 11-09-2026
- ახალი ამბები, ბიზნესი, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
20

კომპანია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი წინანაურის ქუჩაზე წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელებს სრულად აახლებს.

პროექტის ფარგლებში შეიცვლება 3 კმ-მდე სიგრძის წყალმომარაგებისა და წყალარინების მაგისტრალური და გამანაწილებელი ქსელები. ასევე, მოეწყობა სახანძრო ჰიდრანტები, დამონტაჟდება ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები და განახლდება შესაბამისი საკვანძო ინფრასტრუქტურა.

მიმდინარე სამუშაოებს დღეს ადგილზე გაეცნენ კრწანისის რაიონის გამგებელი ლაშა ცაგურია და ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის ტექნიკური და საოპერაციო მიმართულების დირექტორი გიგა ნადირაძე.

„კრწანისის რაიონში, წინანაურის ქუჩის რეაბილიტაციის ფარგლებში ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი წყალმომარაგებისა და წყალარინების ინფრასტრუქტურას სრულად განაახლებს. პროექტი ითვალისწინებს როგორც წყალმომარაგების, ისე წყალარინების მილსადენების სრულად შეცვლას. სამუშაოები აქტიურ ფაზაშია და მათი დასრულება იანვარში იგეგმება. პროექტის ჯამური საინვესტიციო ღირებულება 2 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს“, – გიგა ნადირაძე, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის ტექნიკური და საოპერაციო მიმართულების დირექტორი.

„წინანაურის ქუჩაზე მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები კრწანისის რაიონის გამგეობასთან კოორდინაციით მიმდინარეობს, მას შემდეგ რაც სრულად შეიცვლება მიწისქვეშა კომუნიკაციები, მოვაწყობთ ახალ სანიაღვრე სისტემას და გრუნტის დამჭერ კედლებს, დამონტაჟდება სრულად ახალი განათებები,  სამუშაოების დასრულების შემდეგ, მთელ ქუჩაზე სრულად დაიგება ასფალტის საფარი. კრწანისის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან, აღნიშნული მიმართულებით გამოყოფილია 2 მლნ ლარი“ – ლაშა ცაგურია, კრწანისის რაიონის გამგებელი.

წყალმომარაგებისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის განახლება და განვითარება ჯივიპის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. სარეაბილიტაციო სამუშაოებს კომპანია ყოველწლიურად, გეგმის მიხედვით, აქტიურ რეჟიმში  განახორციელებს.

(R)

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

მხოლოდ თიბისის ბიზნეს ინტერნეტ და მობაილბანკში, მოითხოვეთ თქვენზე მორგებული ვალუტის კურსი
ახალი ამბები

მხოლოდ თიბისის ბიზნეს ინტერნეტ და მობაილბანკში, მოითხოვეთ თქვენზე მორგებული ვალუტის კურსი

15:24 11-09-2026
გინეკოლოგთან ვიზიტი – რამდენად ხშირად არის საჭირო პროფილაქტიკური შემოწმება?
ახალი ამბები

გინეკოლოგთან ვიზიტი – რამდენად ხშირად არის საჭირო პროფილაქტიკური შემოწმება?

15:21 11-09-2026
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი კრწანისის რაიონში წინანაურის ქუჩაზე წყალმომარაგების ინფრასტრუქტურას სრულად აახლებს
ახალი ამბები

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი კრწანისის რაიონში წინანაურის ქუჩაზე წყალმომარაგების ინფრასტრუქტურას სრულად აახლებს

15:16 11-09-2026
IVF-ის შემდეგ ორსულობის ტესტი – როდის და როგორ დგინდება შედეგი?
ახალი ამბები

IVF-ის შემდეგ ორსულობის ტესტი – როდის და როგორ დგინდება შედეგი?

15:12 11-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved