სამხრეთ სამხედრო ოლქის ჯარების მეთაურის ყოფილმა მოადგილემ, სახელმწიფო დუმის სათათბიროს დეპუტატმა ანდრეი გურულიოვმა განაცხადა, რომ საწყობებიდან მილიონ-ნახევარი სამხედრო ფორმა დაიკარგა.
„ეს ყველაფერი იქ იყო, სად აორთქლდა? ამას ვერსად ვერავინ ხსნის! წარმოდგენა არ მაქვს, სად წავიდა ისინი“, – აღნიშნა გურულიოვმა.
მისი თქმით, რუსეთში მობილიზაციის დაწყების შემდეგ, რეგიონებიდან რეგულარულად მოდის ცნობები სამხედროებისთვის საბაზისო უნიფორმის, პირველადი დახმარების ნაკრების, ფეხსაცმლისა და სამხედრო ფორმის არარსებობის შესახებ.
კომენტარები