• რეკლამა
  • კონტაქტი
01:33, ოთხშაბათი, 18 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ბიზნესი

„სათავგადასავლო რალი საქართველო“ – ერთი დღე ფინიშამდე  

ალია ავტორი - ალია
19:08 10-13-2022
- ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
769

ჯერ კიდევ მაშინ, როცა საქართველოში ასფალტისსაფარიან გზას იშვიათად შეხვდებოდით, ჭიათურაში, ავტომობილის მართვას ძმისგან მოპარული „ჟიგულით“ სწავლობდა ბელა ბურძენიძე. პირველი პირადი მანქანა კი„ნივა“ იყო. მაშინ ოფროუდის შესახებ არაფერი იცოდა.

ბელა ბურძენიძე, ოფროუდერი:„ჭიათურაში ისეთი გზები იყო, რომ ოფროუდს ჰგავდა ჩემი საჭესთან ჯდომა. იმ საშინელ გზებზე მანქანის მართვა ჩემმა მეუღლემ ძალიან კარგად მასწავლა. ძალიან მომწონდა ავტომობილის მართვა, მაგრამ რალისტობაზე არც მიფიქრია, აზრადაც არ მომსვლია“.

სამი შვილის დედამ და ორი შვილიშვილის ბებიამ, სამკერვალო სალონის მფლობელმა და უამრავი გატაცების მქონე ბელამ მოულოდნელად ცხოვრების წესი შეიცვალა და სიმშვიდე სპორტის ყველაზე ნაკლებად მშვიდ სახეობაში იპოვა.

„შეუძლებელს რომ შეძლებ – ეს ძალიან მაბედნიერებს, მაძლიერებს შინაგანად.ოთხი წლის წინათ საფრანგეთში მომიწია ცხოვრება და ქალთა რალის დაორგანიზებას შევესწარი. ერთმა ფრანგმა შემომთავაზა, მისი პილოტი ვყოფილიყავი. დავთანხმდი.ერთადერთი ქართველი ვიყავი, რაც ძალიან მეამაყებოდა. ძალიან ძლიერ კონკურენტებთან მომიწია შეჯიბრება. გამარჯვება – ვერა, მაგრამ უსაზღვრო სიამოვნება და გამოცდილება ნამდვილად მივიღე. მოვიწამლე ამ სპორტით და  მას მერე ყოველ წელს ვაუმჯობესებ შედეგს. ეს თანაბრად შეუძლია კაცსაც და ქალსაც. აქ არაფერ შუაშია სქესი, აქ გამბედაობა და შენი თავის ნდობაა მთავარი. ეს ომია საკუთარ თავთან. მე ჩემს თავს გამოვუცხადე ომი – მას ოფროუდი ჰქვია. აქ უნდა გავიმარჯვო“.

საერთაშორისო პროექტმა „სათავგადასავლო რალი საქართველო“ წელს სტარტი მეოთხედ აიღო. ტრადიციულად ბელა ბურძენიძე 77-ე ეკიპაჟის პილოტია, შტურმანობას ეზოთერიკოსი ნინა სუსლოვა უწევს.

მონაწილეთაგან არავინ იცის 1500-კილომეტრიანი დისტანციის ლოკაციები, რომელთა გასავლელად  ექვსი დღე აქვთ.

„გრძედსა და განედს გვეუბნებიან და ჩვენ უნდა მოვძებნოთ. ეს არის რთული რელიეფი. არანაირი გრუნტიანი გზა, 6 დღე უგზოობაზე, ტყეში, ღრეში, ხრიოკ გზებზე დავდივართ. რალში მთავარი შტურმანია – ჩემი თვალი, ყური, ჩემი ყველაფერი. თვალები რომ დავხუჭო, შტურმანმა უნდა წამიყვანოს.

რალი არა მანქანაზე, არამედ ჭკუასა და მოხერხებულობაზეა დამოკიდებული. ამითაც ჩანს, რომ სქესი არაფერ შუაშია“.

სწორედ სტერეოტიპების მსხვრევაა მასშტაბური საავტომობილო შეჯიბრების მიზანი.ქალთა გაძლიერებას აქტიურად უჭერენ მხარს„ტოიოტა ცენტრი თეგეტაში“, რომელიც შეჯიბრების სპონსორია. ამასთანავე, კომპანია უკვე რამდენიმე წელია ბელა ბურძენიძისა და მისი ეკიპაჟის განსაკუთრებული გულშემატკივარია. გამონაკლისი არც წლევანდელი წელია.

მარიამ მელიაშვილი, „ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ გენერალური დირექტორი: „საერთაშორისო პროექტში ყოველწლიურად საქართველოდან სულ უფრო მეტი ქალი ერთვება. ეს ნიშნავს, რომ  სტერეოტიპი თითქოს ნელ-ნელაინგრევა. სამწუხაროდ, საზოგადოების ნაწილს ჯერ კიდევ მიაჩნია, რომ მანქანა ქალის საქმე არ არის. ჩვენ გვინდა ქალებიწავახალისოთ, მხარდაჭერა გამოვუცხადოთდა თავიანთი შესაძლებლობების გამოვლენის საშუალება მივცეთ. არ არსებობს ქალისთვის „შეუფერებელი“ საქმე, პროფესია თუ ჰობი. ამას ჩვენ არაერთი კამპანიით თუ პროექტით ვუსვამთ ხაზს. ფაქტობრივად, ამ ყველაფრის გაგრძელებაა სათავგადასავლო რალი. ბელამ არაერთხელ დაამტკიცა, რომ ქალის შესაძლებლობები შეუზღუდავია და გვინდა, რომ ეს  სხვებისთვისაც მაგალითი იყოს“.

სათავგადასავლო რალს საქველმოქმედო მისიაც აქვს. ყოველწლიურად, სპეციალურად შერჩეულ რეგიონებში ეკიპაჟებს მარტოხელა დედებისთვის, სოციალურად დაუცველი ქალებისთვის, მოხუცებისთვის თუ ბავშვებისთვის ჰუმანიტარული დახმარება ჩააქვთ. წელს საჩხერის რაიონის სოფელ დარყას სკოლის მოსწავლეებს, სხვა საჩუქრებთან ერთად, „ტოიოტა ცენტრი თეგეტასგან“ ბრენდისორიგინალი აქსესუარები და ხატვისთვის საჭირო ატრიბუტები გადაეცათ. კომპანია ახალგაზრდებს ტოიოტას ხატვის გლობალურ კონკურსში მონაწილეობის შესაძლებლობას მისცემს.

„სათავგადასავლო რალი საქართველო 2022“თბილისიდან 9 ოქტომბერს დაიწყო. 77-ე ეკიპაჟი წარმატებით ასპარეზობს და გამარჯვებისთვის იბრძვის.

 

—

„თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილი კომპანია ,,ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ საქართველოს ბაზარზე 2014 წლიდან ოპერირებს. კომპანია მონობრენდულია და მისი მომსახურება სრულიად ტოიოტას ბრენდის ავტომობილებზეა ფოკუსირებული. ამ ეტაპზე კომპანია მომხმარებელს სთავაზობს ტოიოტას უახლესი მოდელების ავტომობილებს, მაღალი ხარისხის ორიგინალ ავტოსათადარიგო ნაწილებს, აქსესუარებსა და მომსახურებას. სერვისი აღჭურვილია უახლესი ავტორიზებული პროგრამებითა და კვალიფიციური პერსონალით.

თეგები: თეგეტა მოტორსი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სიახლე – ბრაზილიური განწყობა უკვე PSP-შია!
ახალი ამბები

სიახლე – ბრაზილიური განწყობა უკვე PSP-შია!

13:22 11-17-2026
სელფი მობაილმა ზემო სვანეთში ქსელის გამტარუნარიანობა 5-ჯერ გაზარდა და რეგიონებში 25 საბაზო სადგური განაახლა
ახალი ამბები

სელფი მობაილმა ზემო სვანეთში ქსელის გამტარუნარიანობა 5-ჯერ გაზარდა და რეგიონებში 25 საბაზო სადგური განაახლა

18:38 11-16-2026
რაში არ შეიძლება ფულის დაზოგვა რემონტის დროს?
ახალი ამბები

რაში არ შეიძლება ფულის დაზოგვა რემონტის დროს?

18:32 11-16-2026
Euromoney-მ თიბისისა და „ვისოლის“ ერთობლივი პროექტი საუკეთესოდ აღიარა
ახალი ამბები

Euromoney-მ თიბისისა და „ვისოლის“ ერთობლივი პროექტი საუკეთესოდ აღიარა

18:21 11-16-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved