• რეკლამა
  • კონტაქტი
06:31, შაბათი, 31 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“საშინელი ტკივილი ვიგრძენი სულში და არაადამიანური ხმით ვიყვირე…” – ნუგზარ სულაშვილი

ალია ავტორი - ალია
23:49 12-16-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
84

საფრანგეთი – საქართველოს ურთიერთთანამშრომლობის გენერალური ასამბლეის აღმასრულებელი დირექტორი, ნუგზარ სულაშვილი:

“ზუსტად 8 წლის წინ, 13:15 წ-ზე, საშინელი ტკივილი ვიგრძენი სულში და არა ადამიანური ხმით ვიყვირე – მამა!
კაბინეტში რამდენიმე თანამშრომელი შემოვარდა…

– რა მოხდა ?- მკითხეს გაკვირვებულებმა.
– მამა აღარა მყავს-მეთქი, ვუპასუხე მათ და საკუთარმა პასუხმა მუხლებში მომკვეთა.
რამდენიმე წუთის შემდეგ ჩემმა ძმამ დამირეკა…
– ნუგზარ…
– ვიცი! ახლა იყო ჩემთან და დამემშვიდობა მეთქი…
ალბათ ეგონა, რომ ჭკუიდან შევიშალე…
მეც ასე მეგონა…

9 წლის შემდეგ შევხვდი იმ დახუჭულ თვალებს, რომელმაც ჩემს ლოდინში სინათლე დაკარგა… 9 წლის შემდეგ შევეხე იმ მკერდს, რომელშიც მონატრებითა და ტკივილით გარდაცვლილი გული ისევ მელოდებოდა…

მამამ იცოდა, რომ ჩემს ბილეთს მხოლოდ ერთი მიმართულება ჰქონდა და მაინც მელოდებოდა…
ისიც იცოდა, რომ ქვეყნიდან უსამართლოდ გამომაძევეს და სასტიკად მომექცნენ…
დედას და მამას, ერთხელ არ დასცდენიათ უბრალო საყვედურიც კი, მიშაზე…
როცა მეუბნებოდნენ -ეს გაკეთდა; ეს აშენდა; ქვეყანა წინ მიდის; – ზოგჯერ ეგოისტურად მშურდა და მტკიოდა. ვერ წარმომედგინა რომ ამ ყველაფრის მიუხედავად მათთვის, მაინც ძვირფასი იყო ის ქვეყანა, სადაც მე არ ვიყავი…

და ერთხელაც გულმოსულმა ვუთხარი: რას აიჩემეთ ეს მიშა და მიშა. ვერ ხვდებით, რატომ ვგდივარ ამ უცხო ქვეყანაში მეთქი?
– კი ვიცი, მაგრამ, შენ ის კაცი არ ხარ, პირად წყენაზე მაღლა რომ ვერ დადგე. ტკივილმა, თუნდაც უსამართლომ, არ უნდა დაგაპატარავოსო.
მართლა ღირსეული და მაგარი კაცი იყავი მამა.

ვფიქრობ და ვერ ვიხსენებ, ცხოვრებაში, თუ ყოფილხარ თუნდაც ერთი კაცის მოძულე და მტერი, ან თუ არსებობდა ამ ქვეყნად ერთი კაციც კი, ვისაც სძულდი და გმტრობდა.

მადლობა და ნათელი შენს სულს, ჩემო ღირსების მასწავლებლო”

თეგები: ნუგზარ სულაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

“ერთი ჩხვლეტით და გულის გაჩერების გარეშე” – როგორ ცვლის TAVI ხანდაზმული პაციენტების სიცოცხლეს
ახალი ამბები

“ერთი ჩხვლეტით და გულის გაჩერების გარეშე” – როგორ ცვლის TAVI ხანდაზმული პაციენტების სიცოცხლეს

18:54 10-30-2026
როდისაა მუცლის ტკივილი და წონაში კლება სერიოზული საფრთხის სიგნალი? – ინოვაცია გასტროენტეროლოგიაში
ახალი ამბები

როდისაა მუცლის ტკივილი და წონაში კლება სერიოზული საფრთხის სიგნალი? – ინოვაცია გასტროენტეროლოგიაში

16:55 10-30-2026
“დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის” იანვარი-ოქტომბერი 2026-ის საქმიანობის ანგარიში
ახალი ამბები

“დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის” იანვარი-ოქტომბერი 2026-ის საქმიანობის ანგარიში

14:43 10-30-2026
თიბისი საერთაშორისო STEM ოლიმპიადების მთავარი მხარდამჭერია
ახალი ამბები

თიბისი საერთაშორისო STEM ოლიმპიადების მთავარი მხარდამჭერია

13:44 10-30-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved