• რეკლამა
  • კონტაქტი
18:44, ხუთშაბათი, 16 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

საქართველოს პროკურატურაში მართლმსაჯულების პროცესში ბავშვთა უფლებების დაცვის მიმართულებით არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება განხორციელდა

ალია ავტორი - ალია
16:40 06-01-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
35

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს პროკურატურა უწყებაში გატარებული სხვადასხვა ღონისძიებების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

საქართველოს პროკურატურა აქტიურად მუშაობს ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების სისტემის განვითარებაზე.

პროკურატურისთვის მნიშვნელოვანია მართლმსაჯულების პროცესში ბავშვთა უფლებების დაცვის გარანტიების გაძლიერების ხელშეწყობა ბავშვის უფლებათა დაცვის, არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების პრიორიტეტულობის, დისკრიმინაციის აკრძალვის, თანაზომიერების პრინციპების საფუძველზე.

საქართველოს პროკურატურა მუდმივად ზრუნავს ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების განვითარებაზე, რათა თითოეული არასრულწლოვანი უზრუნველყოფილი იყოს ბავშვის უფლებებსა და საჭიროებებზე მორგებული, სწრაფი, ხელმისაწვდომი, ასაკის შესაბამისი მართლმსაჯულებით.

უკანასკნელი წლების განმავლობაში, უწყებამ, არაერთი წარმატებული ნაბიჯი გადადგა არასრულწლოვანთა საუკეთესო ინტერესებსა და მათ კეთილდღეობაზე ორიენტირებული, ეფექტიანი მართლმსაჯულების სისტემის დანერგვის მიზნით.

კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა მიმართ პრიორიტეტულად გამოიყენება სისხლისსამართლებრივი დევნის ალტერნატიული მექანიზმები. განრიდების/განრიდება-მედიაციის პროგრამაში ჩართულ არასრულწლოვანთა რაოდენობა, მნიშვნელოვნად აღემატება არასრულწლოვანთა მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების მაჩვენებელს. აღნიშნული გულისხმობს ბავშვის საჭიროებებზე მორგებულ სარეაბილიტაციო აქტივობებში მათ ჩართვას, რაც ცხელს უწყობს არასრულწლოვნის რესოციალიზაცია-რეაბილიტაციას.

არასრულწლოვანთა სისხლის სამართლის საქმეებზე საპროკურორო ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, მუდმივ რეჟიმში ხდება სისხლის სამართლის საქმეთა მონიტორინგი და შესაბამისი სახელმძღვანელო მითითებების შემუშავება.

პროკურორთა სპეციალიზაციას და გადამზადებას არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში მუდმივი და განგრძობადი ხასიათი აქვს.

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში მტკიცებულებებზე დაფუძნებული სისხლისსამართლებრივი პოლიტიკის დანერგვის მიზნით ყოველწლიურად აქტიურად ხორციელდება კვლევითი საქმიანობა.

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში არსებული პრობლემების დაძლევისა და სისტემის სრულყოფის ხელშეწყობის მიზნით ყოველწლიურად იკრიბება პროკურატურის ინიციატივით შექმნილი არასრულწლოვანთა ადგილობრივი მულტიდისციპლინური საბჭოები.

მართლმსაჯულების პროცესში ჩართულ არასრულწლოვანთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის ეფექტიანი განხორციელების მიზნით, პროკურატურა აქტიურადაა ჩართული ძალადობის მსხვერპლ ბავშვთა დაცვის მიმართვიანობისა და რთული ქცევის მქონე არასრულწლოვანთა რეფერირების მექანიზმებში.

პროკურატურა განაგრძობს ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების კონცეფციის განვითარებას. ყოველწლიურად ერთ სტრუქტურულ ერთეულში ბავშვზე მორგებული ინფრასტრუქტურის მოწყობა იგეგმება.

საქართველოს პროკურატურა ყველა ბავშვს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს ულოცავს და უსაფრთხო გარემოში ცხოვრებას უსურვებს.

თეგები: პროკურატურა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?
ახალი ამბები

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?

15:14 07-08-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

მწერებისგან დამცავი ბადე
ახალი ამბები

ომი მწერებთან და ბრძოლის წინა ხაზი – რა ნიშნით უნდა შეარჩიო მწერებისგან დამცავი ბადე?

14:38 07-16-2026
თიბისის მხარდაჭერით, “ზეტ ტრანს გრუპმა” 100 ვაგონი შეიძინა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, “ზეტ ტრანს გრუპმა” 100 ვაგონი შეიძინა

13:59 07-16-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:18 07-15-2026
თიბისის მხარდაჭერით საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ნაკრები IOAI 2026-ის ოლიმპიადაზე იასპარეზებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ნაკრები IOAI 2026-ის ოლიმპიადაზე იასპარეზებს

14:29 07-15-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved