• რეკლამა
  • კონტაქტი
00:21, შაბათი, 24 მაისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“საპატრიარქო ნამდვილადაა შტურმით ასაღები დაწესებულება” – გოჩა ბარნოვი

ალია ავტორი - ალია
23:05 01-31-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
4,065

თეოლოგი, გოჩა ბარნოვი:

“რამდენიმე დღის შუალედში, ჯერ Rustavi 2-მა, შემდეგ კი TV იმედმა ორი სიუჟეტი “მომიძღვნა.” საბედნიეროდ, ორივე სიუჟეტში უარყოფითად ვარ გაშუქებული, რაც ნიშნავს, რომ ყველაფერი კარგადაა. მეტისმეტად დადებითად ვაფასებ ჩემი ფეისბუქ აუდიტორიის ინტელექტუალურ შესაძლებლობებს, რომ მათ ამ ორ ე.წ. ტელევიზიაზე ვესაუბრო, შესაბამისად, სხვა რაღაცეებზე გავამახვილებ თქვენს ყურადღებას.

საქართველოდან ევროპაში თეოლოგიის სასწავლებლად “ბნელ 90-იანებში,” 36 წლის ასაკში წავედი. მართალია, ამ დროს, უკვე დამთავრებული მქონდა ერთი ქართული უნივესიტეტი და სასულიერო აკადემიაშიც ვსწავლობდი, თუმცა, ჩავთვალე, რომ ყველაფრის სწავლა 0-დან უნდა დამეწყო და 36 წლისამ ათენის უნივერსიტეტის თეოლოგიის ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამაზე დავიწყე სწავლა, რასაც მოჰყვა სამაგისტრო და სადოქტორო ხარისხების დაცვა. ჯამში, 14 წელი. იცი, მკითხველო, ეს თოთხმეტი წელიწადი რა თოთხმეტი წელიწადია?

2012 წლის შემოდგომაზე, სწორედ მაშინ, როდესაც ყველას ეგონა, რომ დავრჩებოდი ევროპაში, ვიცხოვრებდი ჩემს საყვარელ ეგეოსისა თუ იონიის ზღვის სანაპიროზე მშვიდად, ბედნიერად და უზრუნველად, ჩავალაგე ჩემი ბარგი, დავბრუნდი საქართველოში და 560 ლარიან ხელფასზე თბილისის სასულიერო აკადემიაში დავიწყე მუშაობა. სულ ორი მოტივაცია მქონდა:

1- გამეზიარებინა თეოლოგიით დაინტერესებული ახალგაზრდა სტუდენტებისთვის ჩემი ცოდნა და გამოცდილება;

2- სრულიად უანგაროდ დავხმარებოდი მათ, რომ ზაგორსკის, ყაზანის, პეტერბურგისა თუ ტამბოვის სემინარიების ნაცვლად წასულიყვნენ ევროპაში, ესწავლათ და დაბრუნებლიყვნენ საქართველოში.

ვიღაცამ შეიძლება არ დაიჯეროს, უანგაროდ და უსასყიდლოდ რატომ უნდა მქონოდა ეს იდეა, რას ვიზამთ. “თუ კაცმა ვერ სცნო ჩვენი გული, ხომ იცის ღმერთმა, რომ წმინდა არის განზრახვა და სურვილი ჩვენი.” მოკლედ, დავიწყე თბილისის აკადემიაში მუშაობა და სტუდენტების უცხოეთში გაშვებაც. სამმართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ თავიდან, ჩვენი საპატრიარქო ხელს არ მიშლიდა ამ პროცესებში. სიტუაცია რადიკალურად 2015-2016 წლიდან შეიცვალა, როდესაც მე, აწ უკვე თბილისის სასულიერო აკადემიის ლექტორმა, ჩემს მეგობრებთან ერთად, საჯაროდ დავიწყე საუბარი იმის შესახებ, რომ კრეტის კრების ბოიკოტი რუსული პოზიციის გაზიარება იყო და რომ არ არსებობდა არანაირი კანონიკური არგუმენტი, რომლითაც, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას კრეტის კრებაში მონაწილეობაზე უარის თქმა შეეძლო. სიტუაციამ პიკს უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიასთან დაკავშირებული პროცესების დროს მიაღწია, როდესაც, უკვე ჩემ მიერ რამდენიმე წლით ადრე სასწავლებლად გაშვებულმა სტუდენტებმა დაიწყეს ტექსტების თარგმნა, წერა, ინტერვიუების მიცემა… თუ რომელი თეოლოგიური, კანონიკური, ისტორიული თუ პოლიტიკური არგუმენტებით ეკუთვნოდა უკრაინის ეკლესიას ავტოკეფალია და რატომ აწ აწყობდა რუსეთსა თუ მის სატელიტებს უკრაინის დამოუკიდებელი, მართლმადიდებელი ეკლესიის არსებობა.

ამ დროს, საპატრიარქოში უკვე დაინახეს, რომ გოჩა ბარნოვი იყო არა უბრალოდ სასულიერო აკადემიის ლექტორი, არამედ ადამიანი, რომლის გარშემოც შემოიკრიბნენ ის ახალგაზრდა და კომპეტენტური თეოლოგები, რომლებიც, მაგალითად, საუკუნეების წინ მცხოვრები ადამიანის სხეულის ნაწილების შესახებ კი არ წერდნენ, არამედ ეკლესიის იმ აქტუალური საკითხების შესახებ, რომლებიც საზოგადოებას აინტერესებდა. ამ “პრობლემის” მოგვარება კი მათთვისვე დამახასიათებელი პრიმიტიული გზით გადაწყვიტეს – ე. ი. ჩემი სასულიერო აკადემიიდან გაშვებით.

ამ ნაბიჯით მათ ეგონათ, რომ:

1- თეოლოგიით დაინტერესებულ ახალგაზრდებთან შეხება აღარ მექნებოდა, ე. ი. ვეღარ გავუშვებდი მათ ევროპაში სასწავლებლად;

2- დავრჩებოდი სამსახურის, ე. ი. შემოსავლის გარეშე, რის გამოც უარს ვიტყოდი ჩემს პრინციპებსა და აქტივობებზე. ზემოთ, პრიმიტიულობა შემთხვევით არ მიხსენებია. ამ ხალხმა, დაინახა რა, რომ სასულიერო აკადემიიდან გაშვების შემდეგ ჩემს ცხოვრებაში უარყოფითად არაფერი შეცვლილა, ცდილობენ, ჩემს ამჟამინდელ სამსახურთან დაკავშირებითაც იგივენაირად იმოქმედონ. მათთვის ხომ წარმოუდგენელია საქართველოში არსებობდეს საგანმანათლებლო სივრცე, რომელშიც სიტყვისა და აზრის გამოხატვისა და გამოთქმის საშუალებას პატივს სცემენ და პროფესორების პირად სივრცეში არ იჭრებიან.

საქართველოში დაბრუნების ჩემს ათწლიან პერიოდს რომ ვუყურებ, პირველი, რაც თვალში მომდის ესაა ათეულობით!!! ახალგაზრდა, რომლებიც გავუშვი საბერძნეთის, საფრანგეთის, შვეიცარიის, ბელგიის, იტალიის, გერმანიისა თუ ევროპის სხვა წამყვანი ქვეყნების უნივერსიტეტებში. არ მოგეჩვენათ, რამდენიმე ათეულ ახალგაზრდაზეა საუბარი. ამ პერიოდის მანძილზე, ისინი გახდნენ თეოლოგიის ბაკალავრები, მაგისტრები, დოქტორანტები, სასულიერო პირები, ლექტორები თუ უბრალოდ გონებაგახსნილი და თავისუფლად მოაზროვნე ახალგაზრდები. ისინი გამართულად ლაპარაკობენ რამდენიმე უცხო ენაზე, წერენ მონოგრაფიებს, აქვეყნებენ სტატიებს ქართულ თუ უცხოურ რეფერირებად კვლევით ჟურნალებში, ღიად გამოხატავენ საკუთარ აზრზს და ა. შ. ყოველივე ამის შემდეგ, განა შეიძლება, რომ რომელიმე დაბალი დონის ქართული ტელეარხის მიერ გაკეთებული სიუჟეტის გამო აზრი შევიცვალო? რა თქმა უნდა, არა.

შეიძლება კი, რომ ამ ახალგაზრდების წარმატების ცქერით გამოწვეული სიხარული, ლუზერებისა და კომპლექსიანი ადამიანების მიერ შეთითხნილმა ბრალდებებმა გადაწონონ? რა თქმა უნდა, არა.
როდესაც რამდენიმე ათეული ახალგაზრდის სასწავლებლად გაშვებაზე საუბრობ, შეუძლებელია იმის იმედი გქონდეს, რომ ისინი აზრსა და დამოკიდებულებას არ შეიცვლიან (მათ შორის შენთან მიმართებით), მაგრამ ეს არაფერია, პირიქით, დაე ბევრი ალტერნატივა ჰქონდეს ქართულ საზოგადოებას და შემდეგ თავად აარჩიონ ვინ ურჩევნიათ. მე, ჩემს მოვალეობად ვთვლი ახალგაზრდებს უცხოეთში თეოლოგიის სასწავლებლად წასვლაში დავეხმარო, დანარჩენი უკვე ჩემს შესაძლებლობებს სცდება.
ჩემ მიერ ნახსენებ სიუჟეტებში გამოყენებული მასალებიდან ერთი ნაწილი ნამდვილად იყო ავთენტური, მეორე ნაწილი ფეიკი, მესამე ნაწილი კი უბრალოდ ვერ გავიგე რა იყო. ავთენტურიო რომ ვთქვი, რამდენიმე წლის წინ, ერთმა “ჩათის წევრმა” სქრინები საპატრიარქოში მიიტანა. მალევე, საპატრიარქომ მას სასულიერო პირად ხელი დაასხა. ღმერთმა დამიფაროს, რომ ამგვარი მოქმედების ჩამდენებსა თუ გულშემატკივრებს მოვწონდე. ღმერთმა დამიფაროს რომ ეს ხალხი არ მლანძღავდეს და არ მაგინებდეს!

ისიც სათქმელია, რომ ამ სქრინების მიტანის შემდეგ, საპატრიარქოში მათ აქეთ-იქით დაატარებდნენ და უხაროდათ, ფაქტები გვაქვს, სადაც ბარნოვი და მისი მეგობრები, პირად საუბრებში უცენზურო სიტყვებს იყენებდნენო 🙂 ამ ხალხმა რა იცოდა თუ როგორ სიურპრიზს უმზაადებდა Karma სუსის კრებსების სახით.
მე საქართველოში ათენიდან, სოკრატეს ქალაქიდან დავბრუნდი. ძალიან კარგად ვიცოდი რატომ მიუსაჯეს სიკვდილი სოკრატეს – თითქოს ახალგაზრდების სულიერ სამყაროზე მისი საუბრები ცუდად მოქმედებდა და რომ “ღმერთებს გმობდა.” ეს ორი ბრალდება ერთგვარი წყევლაა პედაგოგისთვის. მთავარია, ამ წყევლისა არ შეგვეშინდეს. თავში ვახსენე, რომ საქართველოში დაბრუნებულს სულ ორად ორი მოტივაცია მქონდა – ახალგაზრდებისთვის ჩემი ცოდნა გამეზიარებინა და ისინი, დაინტერესების შემთხვევაში, ევროპაში გამეშვა სასწავლებლად. სასულიერო აკადემიიდან კი არა, საერთოდ ქვეყნიდან რომ გამიშვან, როგორ წარმოგიდგენიათ, თანამედროვე ტექნოლოგიების საშუალებით ვერ მექნება ახალგაზრდებთან ურთიერთობა? თუ ვერ დავარწმუნებ მათ, რატომ არ უნდა წავიდნენ ისინი ოცდამეერთე საუკუნეში ზაგორსკში, პეტერბურგში, ტამბოვსა თუ ყაზანში და რატომ უნდა ისწავლონ ათენში, თესალონიკში, პარიზში, ჟენევაში, ვენაში, რომში, ბოლონიაში, ლონდონსა თუ ბოსტონში? ნეტარ არიან მორწმუნენი.

საპატრიარქო ნამდვილადაა შტურმით ასაღები დაწესებულება, ოღონდ, ვიღაცისთვის სასიხარულოდ და ვიღაცისთვის სამწუხაროდ, თეოლოგებს, ამის გაკეთება მხოლოდ განათლებით, პატიოსნებით, პრინციპულობითა და სუფთა წარსულით შეგვიძლია. ჩვენ არ გვაქვს ჰაიმარსი თუ სხვა იარაღი და არც ისეთი სისასტიკე, რომ იქ მყოფთ ციანიდის მსგავსი მომწამლავი ნივთიერებებით ვდიოთ. იქაურთაგან განსხვავებით ჩვენ ქრისტიანები ვართ! “ესენი ეტლებითა და ესენი ჰუნებითა, ხოლო ჩუენ სახელითა უფლისა ღმრთისა ჩუენისაჲთა ვხადოდით. იგინი შებრკოლდეს და დაეცნეს, ხოლო ჩუენ აღვდეგით და აღვემართენით!” (ფს. 19. 7-8).

თეგები: გოჩა ბარნოვი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად
ახალი ამბები

აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად

19:36 05-19-2025
რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?
ახალი ამბები

რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?

00:06 05-15-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – ნაწილი მეხუთე

01:03 05-14-2025
“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია
ახალი ამბები

“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია

22:11 05-08-2025

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით, ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენა გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენა გაიმართება

17:26 05-23-2025
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ნანი ბრეგვაძის და Kordz-ის მუსიკალური ვიდეორგოლის პრემიერა შედგა
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ნანი ბრეგვაძის და Kordz-ის მუსიკალური ვიდეორგოლის პრემიერა შედგა

14:42 05-23-2025
avia.ge – მოგზაურობის დაგეგმვა არასოდეს ყოფილა ასეთი მარტივი
ახალი ამბები

avia.ge – მოგზაურობის დაგეგმვა არასოდეს ყოფილა ასეთი მარტივი

18:13 05-22-2025
გაიცანით თიბისი კამპუსის კურსდამთავრებული საბა კენჭიშვილი
ახალი ამბები

გაიცანით თიბისი კამპუსის კურსდამთავრებული საბა კენჭიშვილი

14:42 05-22-2025
TOP.GE
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved