ჟურნალისტი, ვახო სანაია:
ლილუაშვილმა ახსენა სიტყვა ,,სამტკიცი”.
,,თუკი სამტკიცი არ იქნება, რა თქმა უნდა, გამოძიება შედეგით ვერ დასრულდება”ამ სიტყვას მხოლოდ ივანიშვილი იყენებს.თუ დაგუგლავთ, ლექსიკონების მიხედვით, სამტკიცი ნიშნავს საცერს.ძლიერ წვრილთვალა საცერი. გამტკიცვა – ფქვილის სამტკიცავში გატარება.წმინდად მოქსოვილი საცერი. სამტკიცით გაიცრებოდა სარიტუალო პურ-ნამცხვრის ფქვილი.კაცი სუსის უფროსია, ყოველდღიური შეხება აქვს გამოძიებასთან. კანონმდებლობაში ალბათ არასდროს ჩაუხედავს. სავარაუდოდ ახლახან ნახა ივანიშვილი ან ძველი გამოსვლები ახსოვს.
ისე, საცერს კი დაამსგავსეს ქვეყანა.
კომენტარები